სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

დენიელ კალუუია: “ჩვენ ისევ რასისტულ გარემოში ვცხოვრობთ”

Cinemania ავტორი Cinemania
9 მარტი, 2018
რუბრიკა კინოგურმანი, რევიუ
0
დენიელ კალუუია: “ჩვენ ისევ რასისტულ გარემოში ვცხოვრობთ”
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

(ინტერვიუ დენიელ კალუუიასთან)

 

თავს უშველე (Get Out) წელს ოსკარზე იყო წარდგენილი, თუმცა გადაღებების დროს, ალბათ, ვერ წარმოიდგენდით, რომ ფილმი ასეთი წარმატებული გახდებოდა. შეგიძლიათ თქვენს მოლოდინებზე მოგვიყვეთ?

ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ ამ ფილმს გარკვეული გამოხმაურება მოჰყვებოდა. ასე ფიქრის საფუძველს კი გვაძლევდა ფილმის მთავარი თემა – რასიზმი, რომელიც გარკვეულწილად დღესაც ტაბუირებულია და ადამიანები ამ თემაზე ხმამაღლა საუბარს ერიდებიან. ამიტომ, ვგრძნობდით, რომ ფილმი მაყურებელს ააფორიაქებდა. გადაღებები სულ 23 დღეს მიმდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში გადამღები ჯგუფი ბოლომდე დაიხარჯა. თავს არ ვზოგავდით, რომ საქმე ბოლომდე მიგვეყვანა.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ჯორდან პილისთვის რეჟისორის რანგში პირველი ფილმი იყო და ბიუჯეტიც საკმაოდ მწირი გქონდათ. ამ არცთუ ისე სახარბიელო გარემოებებმა თქვენს მოლოდინებზე უარყოფითად არ იმოქმედა?

ისინი, ვინც ამბობენ, რომ წესები არ აინტერესებთ და რაც უნდათ, იმას აკეთებენ, ჩემთვის ყველაზე საინტერესო ადამიანები არიან. ჯორდან პილი კი სწორედ ასეთია. ნებისმიერ შემთხვევაში, მაინც არასდროს იცი, რა გამოვა. უბრალოდ, შენს საქმეს აკეთებ და თუ ამ გზაზე რაიმე სირთულე და პრობლემა გხვდება, ცდილობ, გაუმკლავდე… მე აღფრთოვანებული ვარ ჯორდანით, მან შეძლო და გარისკა. რაც მან გააკეთა, გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ფილმი… ის თავის ნამუშევარში სწორედ იმაზე საუბრობს, რაც უშუალოდ მას და მის საკუთარ გამოცდილებას ეხება. ჯორდან პილმა ამაზე საუბარი გაბედა. მე კი, დავინახე თუ არა მისი ეს გამბედაობა, ბევრი აღარ მიფიქრია, უყოყმანოდ მივენდე და გვერდით დავუდექი.

თავს უშველე ნამდვილად გამორჩეული საშინელებათა ჟანრის ფილმია. როლის მომზადების პროცესში ამ ჟანრის სხვა სურათებიც ხომ არ ნახეთ? თუ თქვენი პერსონაჟის ხასიათი მხოლოდ საკუთარ გამოცდილებაზე ააგეთ?

დიახ, მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას და ინტუიციას მივენდე. არ მგონია, რომ ჩემი პერსონაჟის განვითარებისთვის საშინელებათა ჟანრის ფილმების ნახვა გამომდგომოდა. ეს ფილმი სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ სინამდვილის შეგრძნებები ახლავს თან. ურთიერთობები, დინამიკა, კონფლიქტი… ყველაფერი ძალიან რეალურია. იმდენად, რომ დამატებითი კინემატოგრაფიული ხრიკებისა და ელემენტების გამოყენებას აღარ საჭიროებს და მეც ყველაზე მეტად სწორედ ეს მომწონს.

დასაწყისიდანვე, მთელი ფილმის განმავლობაში ვხედავთ როგორც მიკრო-აგრესიულ რასისტულ განწყობებს, ასევე მის უკიდურეს გამოვლინებებს. თქვენ თუ გახსენდებათ მძიმე მომენტები თქვენი რეალური ცხოვრებიდან?

17 წლის ვიყავი, როდესაც ლიტვაში სერიალ მოზარდების (Skins) გადაღებებზე ვიმყოფებოდით. კარგად მახსოვს, ერთ-ერთ წვეულებაზე სწორედ ისე ვგრძნობდი თავს, როგორც თავს უშველეს ეპიზოდშია. ჩვეულებრივ, სუპერმარკეტში შესვლისას, უკან რომ მოვიხედებოდი, ყველა ისე მაკვირდებოდა, თავი მოსე მეგონა. დღეს შესაძლოა ეს განწყობები ოდნავ მინელდა, თუმცა ჩვენ ისევ რასისტულ გარემოში ვცხოვრობთ. მაგალითად, მაღაზიაში შესვლისთანავე შავკანიანს გვერდით მაშინვე დაცვა მიჰყვება. რაღა შორს წავიდე, ძალიან ხშირად ხდება, რომ ინტერვიუს დროს ჟურნალისტი მეკითხება: რას ნიშნავს, იყო შავკანიანი მსახიობი? რას უნდა ნიშნავდეს ეს ოხერი? არც კი ესმით,  რომ ასეთი კითხვის დასმაც რასიზმის ელემენტებს შეიცავს. ასევე, ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ ხალხმრავალ ადგილას გარშემო უცებ ყველა შემოგეცლება, და ეს შენი ხასიათის ან სხვა გარემოების გამო კი არა, მხოლოდ და მხოლოდ კანის ფერის გამო ხდება. ეს იგრძნობა ყველგან, უგანდაშიც, დიდ ბრიტანეთშიც და ამერიკაშიც...

ძნელი გამოსაცნობი არ არის, რას ნიშნავს დებიუტანტი რეჟისორისთვის ასეთი დიდი წარმატება. თქვენს შემთხვევაში რა შეიცვალა ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ?

ამ ცვლილებებს ნელ-ნელა ვამჩნევ. უამრავი ადამიანი მეკონტაქტება და ბევრსაც პირადად ვხვდები. იმ ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა, ვისი თაყვანისმცემელიც ყოველთვის ვიყავი. ჩემთვის ეს სასარგებლო და საინტერესო პროცესია: უფრო შესამჩნევი გავხდი და ალბათ, მაყურებელსაც აინტერესებს, კიდევ მეტის გაკეთება თუ შემიძლია.

 

წყარო: https://www.gq.com/about/movies

მოამზადა ნინო დოლიაშვილმა

დენიელ კალუუიათავს უშველემოზარდებინინო დოლიაშვილიჯორდან პილი
Previous Post

სიუზან სარანდონი იხსენებს, როგორ დაეხმარა პოლ ნიუმენი უთანასწორო ანაზღაურების საკითხში

Next Post

დადასტურდა "სოპრანოს კლანის" პრიქველი ფილმის გადაღება

Next Post
დადასტურდა “სოპრანოს კლანის” პრიქველი ფილმის გადაღება

დადასტურდა "სოპრანოს კლანის" პრიქველი ფილმის გადაღება

ახალი ამბები

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

ავტორი Cinemania
18 მაისი, 2022
0

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ავტორი Cinemania
17 მაისი, 2022
0

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ავტორი Cinemania
16 მაისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
689

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ავტორი Cinemania
8 ივლისი, 2019
3382

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
5640

ბოლოს დამატებული

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

ავტორი Cinemania
18 მაისი, 2022
0

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ავტორი Cinemania
17 მაისი, 2022
0

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ავტორი Cinemania
16 მაისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020