სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

დარენ არანოვსკი: “ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი…”

Cinemania ავტორი Cinemania
18 ნოემბერი, 2017
რუბრიკა კინოგურმანი, რევიუ
0
დარენ არანოვსკი: “ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი…”
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

(ინტერვიუ დარენ არანოვსკისთან)

 

მოგწონთ, რომ მაყურებელს ტანჯავთ?  

იცით, არ ვფიქრობ, რომ ჩემი ფილმების ყურებისას იტანჯებიან. რაც ჩვენ ტანჯვა გვგონია, სხვისთვის შეიძლება სიამოვნება იყოს. დასამახსოვრებელი სურათის შექმნა დღევანდელ სამყაროში ძალიან რთულია, რეჟისორს კი სურს, მოახდინოს ძლიერი შთაბეჭდილება, რომელიც მაყურებელს დიდხანს გაჰყვება. ამის მისაღწევად შეიძლება შემაწუხებელიც ვიყო, მაგრამ ცხოვრებაშიც ასეა – საკუთარ დასაც კი თავი უნდა მოვაბეზრო, რომ ყურადღება მომაქციოს.

თქვენი ფილმების შეფასებისას აზრი ყოველთვის ორად იყოფა. სწორედ ეს ხომ არ არის თქვენი მიზანი?

ეს რატომ უნდა იყოს ჩემი მიზანი? გულწრფელად გეტყვით: უფრო მესიამოვნებოდა, თუ ჩემი ნამუშევრები ყველას მოეწონებოდა (იცინის). მაგრამ რა ვქნა, ეს ისაა, რასაც ვაკეთებ და სხვანაირად არც ვიცი და არც შემიძლია. როდესაც ოცნების რექვიემი გამოვიდა, ხალხი მეუბნებოდა, რომ ფილმზე გული აერიათ. ტორონტოს კინოფესტივალზე კი, პრემიერის დროს, რამდენიმე მაყურებელი ცუდად გახდა და კართან სასწრაფოები იდგა. ოცნების რექვიემი ახლა რომ გადამეღო, ასეთი გამოხმაურება არ მოჰყვებოდა, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო. იგივე მოხდა პის შემთხვევაშიც, რომელსაც ნიუ-იორკ ტაიმსმა ამაზრზენი და მუწუკებიანი ნამუშევარი უწოდა. მე მესმის მათი, ყველას გულს ხომ ვერ მოიგებ?

თუმცა, დღეს სურათი შეიცვალა და თქვენი მომდევნო ფილმები მაყურებელმა კარგად მიიღო…

მაგრამ ჩემგან რესტრელის მსგავს ფილმს არ ელოდნენ. სულ მეუბნებოდნენ: გაგიჟდი? კარიერის დანგრევა გინდა? მიკი რურკს როგორ იღებ ფილმში? შავი გედიც მოეწონა მაყურებელს. მგონი, ხალხს უბრალოდ გემოვნება შეეცვალა.

კომედიის გადაღებაზე გიფიქრიათ?

ჩემი სტუდენტური ფილმების ნაწილი კომედია იყო. რატომაც არა, ისევ გადავიღებდი. თუმცა, ჯერჯერობით მძიმე ფილმების განწყობაზე ვარ და რატომ, არ ვიცი…

ინტუიციას მიყვებით?

კი, ძალიან ხშირად ხდება, რომ ამა თუ იმ ამბავს რაღაცით დავუკავშირდები და მერე მისი განვრცობა და ფილმად გამოძერწვა მინდება. ჩემი თითოეული პროექტი ერთგვარი მარათონია, და თუ ეს ფილმები ფირნიშამდე მივიდნენ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შუა გზაზე მიტოვება არ შემიძლია. ყოველთვის რაღაც მაიძულებს, რომ მივუბრუნდე და ყველაფრის ფასად დავამთავრო.

შადრევანის შემთხვევაში სწორედ ასე მოხდა. ბრედ პიტმა, რომელიც მთავარ როლზე გყავდათ დამტკიცებული, გადაღებების დროს მიგატოვათ…

დიახ, ის მაშინ წავიდა, როცა ფილმზე უკვე 19 მილიონზე მეტი იყო დახარჯული. დარჩენილი 6 მილიონი ახალი ძალების მობილიზებას და შვიდ-თვიან კვლევა-ძიებას შევწირე. არ ვიცოდი, როგორ დამემთავრებინა დაწყებული საქმე. ერთ ღამესაც, დაძინება რომ ვერ შევძელი, ჩემს ოფისში გამოვედი, დავჯექი და ვფიქრობდი. იქვე ყველა ის წიგნი ეწყო, რომელიც ამ ფილმისთვის წავიკითხე და მივხვდი, რომ ეს უკვე ჩემი ნაწილი იყო და ამისგან ვერ გავთავისუფლდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ 19 მილიონი წყალში გადაყრილი აღმოჩნდა, ფილმი აუცილებლად უნდა დამემთავრებინა.

წარმომიდგენია, როგორი რთული იყო ეს ყველაფერი… 

ეს შვიდი თვე საკმაოდ მძიმე იყო როგორც ჩემთვის, ასევე მთელი გადამღები ჯგუფისთვის. ყველანი ძალიან დავზარალდით და ყველაფერი თავზე ჩამოგვენგრა…

ბრედ პიტი რატომ წავიდა?

ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, რადგან ჩვენ ორ წელზე მეტ ხანს ვიმუშავეთ ერთად და ეს მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა არ იყო. ძალიან დავმეგობრდით და ეს მისთვისაც მძიმე გადაწყვეტილება იყო. თუმცა, ზოგჯერ რაღაც ხდება და ასეთი ურთიერთობაც ინგრევა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მე ფილმის გამო თვეების განმავლობაში ავსტრალიაში მიწევდა ყოფნა, მას კი ლოს-ანჯელესში. ყველაფერთან ერთად, შემოქმედებითადაც დავშორდით ერთმანეთს…

ინტუიცია გადაღებების დროსაც მნიშვნელოვანია?

რა თქმა უნდა, სამუშაო პროცესში ინტუიტური ქმედება აუცილებელიც კია. არსებობს მითი, რომ რეჟისორებს ყველაფერი წინასწარ დაწყობილ-დალაგებული აქვთ და ისე მართავენ გადაღებებს. შეიძლება ვიღაც ასეც მუშაობს, მაგრამ მე – ნამდვილად არა.

თქვენ როგორ მუშაობთ?

გადაღებების დროს ვცდილობ, ბევრი კარგი ადამიანი შემოვიკრიბო და შევქმნა გარემო, რომელიც მსახიობებს ბოლომდე გახსნის საშუალებას მისცემს. თუმცა, შეიძლება რაღაც გადაცდომები მოხდეს და სწორედ ამ დროს უნდა ჩავრთო ჩემი ინტუიცია და ყველაფერი თავის ადგილზე დავალაგო. მნიშვნელოვანია, რომ ძალით არაფერი გააკეთო, რადგან ეს არარეალურ და ყალბ შედეგს მოგცემს.

 

წყარო: http://the-talks.com

მოამზადა ნინო დოლიაშვილმა

ბრედ პიტიდარენ არანოვსკიმიკი რურკინინო დოლიაშვილინიუ-იორკ ტაიმსიოცნების რექვიემიპირესტლერიტორონტოს კინოფესტივალიშადრევანიშავი გედი
Previous Post

ვიდეო: სცენა, რომლისთვისაც მსახიობი ცურვას სწავლობდა, "უცნაური ამბებიდან" ამოჭრეს

Next Post

რატომ შეარჩიეს ჯუდ ლოუ ახალგაზრდა დამბლდორის როლზე

Next Post
რატომ შეარჩიეს ჯუდ ლოუ ახალგაზრდა დამბლდორის როლზე

რატომ შეარჩიეს ჯუდ ლოუ ახალგაზრდა დამბლდორის როლზე

ახალი ამბები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3061

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
3780

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
5498

ბოლოს დამატებული

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020