სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

“ცივი ომი“: პავლიკოვსკის ძღვენი მშობლებს

Cinemania ავტორი Cinemania
15 დეკემბერი, 2018
რუბრიკა კინოგურმანი, რეცენზიები
0
„ცივი ომი“: პავლიკოვსკის ძღვენი მშობლებს
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ავტორი: ბექა სუხიტაშვილი

წელს არ დარჩენილა ფესტივალი თუ დაჯილდოება, სადაც პოლონელი რეჟისორის, პაველ პავლიკოვსკის ახალი ნამუშევარი, ცივი ომი რაიმე სახით არ გამოჩენილიყო და აღენიშნათ (ამას სინემანიას თეგის ცივი ომის ქვეშ თავმოყრილი უხვი სტატიებიც ცხადყოფს). რეჟისორის მეექვსე სრულმეტრაჟიანი ფილმი ოქროს გლობუსის უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში ვერ მოხვდა, თუმცა ის მაინც ძლიერ კანდიდატად განიხილება ოსკარის ამავე ნომინაციაში. ფილმმა წელს კანის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის პრიზი მიიღო, ხოლო ევროპის კინოაკადემიამ ფილმის მემონტაჟე, იაროსლან კამინსკი გამოყო და დააჯილდოვა.

კამინსკი ცივი ომის ერთ-ერთი ღირსეული მონაპოვარია, რომლის მონტაჟი მნიშვნელოვანი და ემოციურია, როგორც პოეზია. ამგვარი პოეტური მიდგომა, მხარს უჭერს, ორგანულს ხდის და აძლიერებს ამბის მგრძნობელობას. მონტაჟი ხაზს უსვამს გმირების იზოლაციას, მათი ურთიერთობის ფრაგმენტულობასა და ერთად ყოფნის შეუძლებლობას. უნდა აღინიშნოს ოპერატორის ლუკაშ ზალის ბრწყინვალე ოპრეატიული ნამუშევარიც, რომელიც ფილმს ფოტოგრაფიულ ესთეტიკას ანიჭებს, განსაკუთრებით კი, ხალხის ჯგუფების მასიურ სცენებსა და ცეკვების ეპიზოდებში.

„ცივი ომი“: პავლიკოვსკის ძღვენი მშობლებს
ცივი ომი

ფილმში მთავარ როლებს იოანა კულიგი და ტომაშ კოტი ასრულებენ, რომელთა გმირებიც თავად პავლიკოვსკის მშობლებითაა ინსპირირებული. ისინიც, ზულასა და ვიქტორის (ასევე პავლიკოვსკის მშობლების რეალური სახელები) მსგავსად ეყრებოდნენ და მერე ისევ ურიგდებოდნენ ერთმანეთს და თან ერთი ქვეყნიდან მეორეში გადადიოდნენ. ასე იხსენებს რეჯისორი მისი მშობლების ისტორიას: “ისინი, შეიძლება ითქვას, კატასტროფული წყვილი იყო: ჯერ ერთმანეთი შეუყვარდათ, შემდეგ დაშორდნენ, შემდეგ ისევ თავიდან შეუყვარდათ და მიუხედავად ამისა, მაინც სხვებზე იქორწინეს. გარკვეული დროის შემდეგ ისევ ერთად აღმოჩნდნენ და სხვა ქვეყანაში გადავიდნენ საცხოვრებლად. იქ ისევ დაშორდნენ, მერე კვლავ შერიგდნენ და ბოლოს სიცოცხლე ერთად დაამთავრეს“. გარდა ამისა, პოლონელი ფოლკ მოცეკვავეების ჯგუფის ისტორიაც (Mazowsze), რეალურ ამბავს ასახავს.

ფილმში მნიშვნელოვანი ადგილი მუსიკას უჭირავს. მთელი ეს ამბავი მუსიკით დაწყებული ურთიერთობაა, როცა პოლონეთის სოფელში ფოლკლორის მომღერალ-მოცეკვავეებს შორის მუსიკოსი ერთ ნიჭიერ გოგოს აღმოაჩენს. მუსიკა მათ ურთიერთობას მუდმივად თან გასდევს. თუ პოლონეთში ფოლკლორი ისმის, პარიზულ ცხოვრებაში ეს მელოდიები ჯაზში გადადის. ისმის შოპენიც და ამერიკული ჯაზიც. ეს კადრი ფილმიდან კი ყველაზე დასამახსოვრებელია, თუ როგორ იწყებს ცეკვას მოწყენილი, განშორებებით დატანჯული ზულა:

იოანა კულიგის განსახიერებული ზულა, ერთ-ერთი საუკეთესო ქალი პერსონაჟი იყო წლევანდელ კინოში, თუმცა სამწუხაროდ კულიგი თითქმის არცერთი “საუკეთესო ქალი მსახიობის” ნომინაციაში მოხვედრილა. მუსიკა, ცეკვა, სიმღერა – ეს ელემენტები კინოში ყოველთვის განსაკუთრებულია და მაყურებლის მეტ ჩართულობას იწვევს. პავლიკოვსკი კარგად იყენებს ამ საშუალებებს და სიყვარულის ვნებიან, ბობოქარ ამბავს გვიყვება ცივი ომის პერიოდში.

როდესაც პავლიკოვსკის ჰკითხეს, თუ რატომ იყო ომის შემდგომი ევროპა სიყვარულის ისტორიებით ასეთი მდიდარი, რეჟისორმა მარტივი და უკვე ჩვენთვის დავიწყებული, თითქოს გაუცხოებული სიტყვებით უპასუხა, რაც ამგვარი ფილმების ყველაზე დიდი მონაპოვარია – შეგვახსენა ის უბრალოება, რაც ჩვენს რეალობაში ობიქტური თუ სუბიექტური მიზეზებით, გამქრალია. აი, ეს სიტყვებიც: “იმ დროს ადამიანებს ბევრი დაბრკოლება ხვდებოდათ. როდესაც შეყვარებული ხარ, ყველა ამ დაბრკოლების გადალახვა გიწევს. ჩემთვის რთულია თანამედროვე სიყვარულის ისტორიის მოყოლა, რადგან დღევანდელი ადამიანი უამრავი რამითაა დაკავებული. ძალიან ბევრი ტელეფონი და სურათი, ხმაური და დაბინძურებაა გარშემო. ჩვენს დროში ძალიან ნაკლებია იმის შანსი, რომ ვინმეს უბრალოდ თვალებში შეხედო და შეგიყვარდეს“.

ბექა სუხიტაშვილიდრამაევროპის კინოაკადემიაიაროსლან კამინსკიიოანა კულიგიკანის კინოფესტივალილუკაშ ზალიოსკარიოქროს გლობუსიპაველ პავლიკოვსკიპოლონური კინოსიმღერატომაშ კოტიფოლკლორიშავ-თეთრი კინოშოპენიცეკვაცივი ომიჯაზი
Previous Post

ქეით უნსლეტი და სირშა რონანი "Ammonite"-ში ითამაშებენ

Next Post

რა მოხდებოდა, დისნეის გმირები საპირისპირო სქესის რომ ყოფილიყვნენ?

Next Post
რა მოხდებოდა, დისნეის გმირები საპირისპირო სქესის რომ ყოფილიყვნენ?

რა მოხდებოდა, დისნეის გმირები საპირისპირო სქესის რომ ყოფილიყვნენ?

ახალი ამბები

ყველაფერი რაც „Spider-Man 3“-ის შესახებ ვიცით: ახალი თიზერი, გამოსვლის თარიღი და ოფიც. დასახელება

ყველაფერი რაც „Spider-Man 3“-ის შესახებ ვიცით: ახალი თიზერი, გამოსვლის თარიღი და ოფიც. დასახელება

ავტორი Cinemania
25 თებერვალი, 2021
0

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც საკმაოდ მომგებიან შეთავაზებებზე თქვეს უარი

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც საკმაოდ მომგებიან შეთავაზებებზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
24 თებერვალი, 2021
1

განსხვავებულ სტილში შესრულებული ფილმის პოსტერები

განსხვავებულ სტილში შესრულებული ფილმის პოსტერები

ავტორი Cinemania
23 თებერვალი, 2021
1

ქვიზები

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ავტორი Cinemania
24 ივნისი, 2019
5624

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ავტორი Cinemania
9 მაისი, 2019
6289

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
2566

ბოლოს დამატებული

ყველაფერი რაც „Spider-Man 3“-ის შესახებ ვიცით: ახალი თიზერი, გამოსვლის თარიღი და ოფიც. დასახელება

ყველაფერი რაც „Spider-Man 3“-ის შესახებ ვიცით: ახალი თიზერი, გამოსვლის თარიღი და ოფიც. დასახელება

ავტორი Cinemania
25 თებერვალი, 2021
0

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც საკმაოდ მომგებიან შეთავაზებებზე თქვეს უარი

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც საკმაოდ მომგებიან შეთავაზებებზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
24 თებერვალი, 2021
1

განსხვავებულ სტილში შესრულებული ფილმის პოსტერები

განსხვავებულ სტილში შესრულებული ფილმის პოსტერები

ავტორი Cinemania
23 თებერვალი, 2021
1

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020