სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ჩვენ ყველას სამი ცხოვრება გვაქვს: საჯარო, პირადი და საიდუმლო

Cinemania ავტორი Cinemania
7 აგვისტო, 2018
რუბრიკა კინოგურმანი, რეცენზიები
0
ჩვენ ყველას სამი ცხოვრება გვაქვს: საჯარო, პირადი და საიდუმლო
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ავტორი: ნიკა თამარაშვილი

 

საიდუმლოებები სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახით ინახებოდა. თანამედროვე დროში კი, არა მხოლოდ საიდუმლოებები, არამედ ჩვენი ცხოვრების უმეტესი ნაწილი და თავად ჩვენც კი, ტექნოლოგიურ მოწყობილებებში ვარსებობთ. რეჟისორმა პაოლო ჯენოვეზემ ერთ სივრცეში, მაგიდის გარშემო შემოკრიბა მსახიობები და მარტივ სიუჟეტზე აგებული ფილმი გადაიღო. ფილმში მთავარი პერსონაჟი, შვიდ მეგობართან ერთად,  – მობილური ტელეფონია, რომელიც მათი (ჩვენი) ცხოვრების “შავ ყუთს” წარმოადგენს.

პირველ ხუთ წუთში რეჟისორი ცდილობს, ფილმის ემოციური ფონი გვიჩვენოს (ოჯახური პრობლემები, საიდუმლოებები… ) და წინასწარ შეგვამზადოს იმისთვის, რასაც შემდგომში ვიხილავთ. ფილმში თანაბრადაა კომედიური და დრამატული სცენები. თუ პირველ ნახევარში პერსონაჟებისა და მაყურებლების ძირითადი ემოციური განწყობა მხიარულია, მეორე ნახევარში ზუსტად ის საუბრები, რაც მანამდე ღიმილს იწვევდა, უკვე დრამაში გადადის. ფილმის გაანალიზების შემდეგ კი ვხვდებით, რომ ის რაც კომედიური ხაზი გვეგონა, მთლიანად ირონიით ყოფილა დატვირთული.

ასეთივე ირონიული აღმოჩნდა ევასთვის (ერთ-ერთი პერსონაჟი) თამაშის დაწყების იდეა, რომლის წესებიც იმაში მდგომარეობს, რომ ყველამ საკუთარი ტელეფონი მაგიდაზე დადოს და შემოსულ შეტყობინებებს საჯაროდ უპასუხოს. ევა ფიქრობს, რომ მისთვის ეს თამაში საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან თავისი ქმრის კეთილსინდისიერებაში დარწმუნებულია, ხოლო მისი ყველაზე დიდი საიდუმლოს მონაწილე კი მაგიდასთან ზის. ყოველი მათგანი დაძაბულობის გარეშე თანხმდება თამაშში მონაწილეობას, რადგან ფიქრობენ, რომ არ აქვთ (ან არ გამოაშკარავდება) სერიოზული საიდუმლო. თუმცა, შესაძლოა, ეს ყველაფერი ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს და ახლობელი ადამიანები ერთმანეთისთვის “იდეალური უცნობები” გახდნენ.

თუ ამ ფილმს მეგობრებთან ერთად უყურებთ, ერთი მეგობარი მაინც შემოგთავაზებთ იმავეს გაკეთებას. ჰოდა, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, მანამდე რეჟისორი მაგიდაზე ერთ-ერთი არმოსული სტუმრის ცარიელ თეფშს გიდგამთ და სადილზე გეპატიჟებათ.

ჰორორ-ფილმების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც პირველი შემოსული ზარი მაგიდასთან მსხდომ მეგობრებში დაძაბულობას იწვევს. მათთან ერთად ჩვენც ვიძაბებით და მხოლოდ ბოლოს, ფილმის დასრულებისას ვახერხებთ მშვიდად ამოსუნთქვას. მიუხედავად ფილმის ქრონომეტრაჟისა, რეჟისორი უამრავ პრობლემას წარმოაჩენს.

პირველი მსხვერპლი კოზიმო აღმოჩნდება, როდესაც მის ტელეფონზე I Will Survive გაისმის. სხვათა შორის, ამ სიმღერის ზარად გამოყენება შემთხვევითი არ ყოფილა. პაოლო ჯენოვეზე ინტერვიუში ამბობს – იტალიაში ამ სიმღერას ორი “სიცოცხლე” აქვს. პირველი მისი მხიარული მხარეა, რომელზეც შეგიძლია, იცეკვო. თუმცა, როცა სიმღერის ტექსტს მოისმენ, ხვდები, რომ ეს სასოწარკვეთილი ამოძახილია. ზუსტად იგივეს თქმა შეგვიძლია კოზიმოს პერსონაჟზეც, ან თუნდაც მთლიანად ფილმზე, რომელსაც ნამდვილად ორი “სიცოცხლე” – ორი სხვადასხვა მხარე აქვს.

ბუნუელის გამანადგურებელი ანგელოზის-ის მსგავსად, ფილმის პერსონაჟები “კლაუსტროფობიით” იტანჯებიან და თითქოს ვერ ახერხებენ სახლის დატოვებას. მაგიდასთან არსებული დაძაბული სიტუაციიდან დროებით თავის დასაღწევად, აივანზე გადიან და მთვარის დაბნელებას უყურებენ. ამ დროს დედამიწის ჩრდილი მთვარეს მალავს, რაც მეტაფორულად ფილმში არსებულ სიტუაციას ასახავს – პერსონაჟებს, რომლებიც საიდუმლოებებს მალავენ.

თუ ლა ლა ლენდის რეჟისორი, დემიენ შეზელი, ფილმის ბოლო ათ წუთში ალტერნატიულ ისტორიას გვიჩვენებს, პაოლო ჯენოვეზემ, “ტელეფონებით თამაშის” მთლიანი სცენა აქცია ალტერნატიულ ისტორიად და მხოლოდ ბოლო რამდენიმე წუთში გვიჩვენა, თუ როგორ განვითარდა რეალურად მოვლენები მას შემდეგ, რაც ევას თამაშის იდეა გაუჩნდა.

ამბობენ, ვინც ბევრს ლაპარაკობს, ნაკლებს აკეთებსო. ამის მაგალითად ეს ფილმი ნამდვილად გამოდგება. განსაკუთრებით ბოლო მომენტებში, როცა ვიგებთ, რომ თამაში, რომლის იდეაც ერთ-ერთ ყველაზე “ბინძურ” მესაიდუმლეს ეკუთვნის, იმ ადამიანის გამო არ შედგა, რომელიც სუფთაა. უარის თქმის მიზეზი კი მარტივია – ჩვენ ყველანი ზედმეტად მტვრევადები ვართ, ზოგიერთი კი – განსაკუთრებით.

 

 

 

I Will Surviveგამანადგურებელი ანგელოზიდემიენ შაზელიევაიდეალური უცნობებიკოზიმოლა ლა ლენდილუის ბუნუელინიკა თამარაშვილიპაოლო ჯენოვეზე
Previous Post

სონის "ბარბიში" ემი შუმერს ენ ჰეთევეი ჩაანაცვლებს

Next Post

10 საინტერესო ისტორია ცნობილი ადამიანებისა და ფილმების უკან

Next Post
10 საინტერესო ისტორია ცნობილი ადამიანებისა და ფილმების უკან

10 საინტერესო ისტორია ცნობილი ადამიანებისა და ფილმების უკან

ახალი ამბები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
4322

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
689

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ავტორი Cinemania
13 მაისი, 2019
5776

ბოლოს დამატებული

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020