ამბიციური არ ვარ. ერთადერთი კარიერული ამბიცია, რაც მაქვს, არის ისეთ ხალხთან მუშაობა, ვისთანაც გავიზრდები და ვინც შესრულების ხარისხს ამიმაღლებს.
შეიძლება, სწორედ ის დროა, ადამიანებმა გამოავლინონ მეტი ცინიზმი და სცადონ იმ ადგილას დაბრუნება, სადაც ნამდვილად დავუჯერებთ და ვენდობით ერთმანეთს.
ის სიკეთე და თავმდაბლობა, რასაც ჩემი მშობლების თაობაში ვხედავდი, ახლა გაცილებით იშვიათია.
მე ვმუშაობდი სტივენ სპილბერგთან ხელოვნურ ინტელექტზე და მისი მომზადების დონე გასაოცარი იყო. მან მითხრა, რომ დასაწყისში უფრო სპონტანურად მოქმედებდა ხოლმე – მაგალითად, სცდებოდა დაგეგმილ ბიუჯეტს და ეს მერე ბევრ პრობლემას უქმნიდა. როდესაც დააკვირდები მისი ფილმების ძალასა და სიმტკიცეს, მიხვდები, თუ რამდენად ზედმიწევნითაა მომზადებული ყველაფერი.
შეხედეთ ძმებ კოენებს! ყველა მათი მეორეხარისხოვანი პერსონაჟი ისეთივე საინტერესოა, როგორც მთავარი გმირები. თუ პატარა პერსონაჟები კარგადაა შექმნილი, ფილმის მთელი სამყარო მდიდარი ხდება. მასშტაბურობას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი დეტალებია.
მსახიობობა სიამოვნებას მანიჭებს. თუ მე ამას შემოსავლისთვის გავაკეთებ, ეს ჩემთვის ზედმეტად დიდი ტვირთი გახდება.

ბაბუაჩემი უკრავდა მანდოლინაზე და მეც ვცადე მისი შესწავლა. შემდეგ ბანჯოზე გადავედი და აღმოვაჩინე, რომ მასზე არ შემეძლო ნაზი და სევდიანი მუსიკის დაკვრა. შემდეგი ვიოლინო იყო. მან მომაშორა ქუჩას და გახდა ჩემი სიყვარული 17 წლის ასაკიდან.
50-იან წლებში ფილმებიდან გაქრნენ ავტორიტეტის მქონე პერსონაჟები, რომლებისაც გვჯეროდა. სამაგიეროდ, გაჩნდა ბევრი ანტიგმირი, რამაც ძალიან განაახლა და გამოაცოცხლა ეს სფერო. თუმცა, დღეს უკვე გარკვეული ცვლილებებია საჭირო.
ვფიქრობ, ადამიანების უმრავლესობა წესიერია. ყველა უნდა მიისწრაფოდეს წესიერებისკენ.
არ მინდა, ხალხი ცხვირს ყოფდეს ჩემს პირად ცხოვრებაში.
ვიმედოვნებ, ღირსეულად მოვკვდები, შევძლებ საკუთარი თავის შენარჩუნებას და არ გავხდები პათეტიკური და უძლური.
16-17 წლის ასაკში ქალაქში ხეტიალი დავიწყე და მაშინ აღმოვაჩინე მუსიკა, რომელიც მთელი ქვეყნის გარშემო ჟღერდა – ირლანდიური მუსიკა.
არასოდეს მქონია ინსპირაციის პოვნის პრობლემა, რადგან ირლანდია ყოველთვის აქ იყო.

მსახიობები ყოველთვის გეტყვიან, რომ ცუდი ტიპების თამაში უფრო სახალისოა. უმეტეს შემთხვევაში, კრიმინალები არიან ისინი, ვისაც არაფერი ანაღვლებთ. არის რაღაც არაჩვეულებრივად მაცდური იმ ტიპებში, რომლებსაც არაფერი ანაღვლებთ და ასეთი ტიპების თამაშის დროს ძალაუფლებას გრძნობ, რადგან არ გიწევს პასუხისგება საკუთარ ქმედებებზე.
წყარო: www.azquotes.com; www.imdb.com
მოამზადა ნიკა თამარაშვილმა