სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

“ბენის დაბრუნება”: ჯულია რობერტსის და ლუკას ჰეჯესის დუეტი

Cinemania ავტორი Cinemania
8 მარტი, 2019
რუბრიკა კინოგურმანი, რეცენზიები
0
"ბენის დაბრუნება": ჯულია რობერტსის და ლუკას ჰეჯესის დუეტი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ავტორი: ბექა სუხიტაშვილი

ბენის დაბრუნება პიტერ ჰეჯესის ფილმია, რომელშიც მთავარ როლებს ჯულია რობერტსი და ლუკას ჰეჯესი თამაშობენ და რომელიც დაჯილდოების სეზონზე სრულიად უგულებელყოფილ იქნა, მიუხედავად იმისა, რომ ფილმს კრიტიკოსებისგან დადებითი გამოხმაურება ჰქონდა. რობერტსი-ჰეჯესის წყვილი ოსკარზე “საუკეთესო მსახიობის” კატეგორიაშიც მოიაზრებოდა, თუმცა ფინალურ სიაში ვეღარ მოხვდნენ.

ბენის დაბრუნება ნარკოდამოკიდებულ თინეიჯერ ბენზე (ლუკას ჰეჯესი, რომელიც რეჟისორის შვილია) მოგვითხრობს, რომელიც მოულოდნელად სარეაბილიტაციო ცენტრიდან საშობაოდ ოჯახში ბრუნდება. მისი მოულოდნელი გამოჩენა ოჯახის წევრებში ეჭვს აღძრავს, თუმცა ერთადერთი ადამიანი, რომელიც მთლიანად გულგახსნილი და ბედნიერია ეს მისი დედა, ჰოლია (ჯულია რობერტსის გმირი). ბედნიერებას და სიხარულს მალევე სამწუხარო რეალობა ჩაანაცვლებს.

ბენის დაბრუნება
ბენის დაბრუნება

2018 წელს გამოსულ ამერიკულ ფილმებში ნარკოდამოკიდებულ თინეიჯერზე მეორე ფილმი ლამაზი ბიჭი იყო, სადაც ტიმოთი შალამე–სტივ კარელის (მამა-შვილი) წყვილი ვიხილეთ და თუ დაჯილდოებებზე გამოხმაურებას შევადარებთ, ლამაზმა ბიჭმა მცირედით იყოჩაღა. შალამე ბაფტასა და ოქროს გლობუსზეც კი მოხვდა, მაგრამ ოსკარისთვის უკვე ისიც დაიჩრდილა.

ამ ოთხივე მსახიობის პერფორმანსი ნამდვილად ძლიერი იყო და რობერტსმა ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში გვანახა, თუმცა ხშირად გვავიწყდება, რომ დადებითი გამოხმაურება ან მაყურებლის სიყვარული უკვე წარმატებაა ფილმისთვის და სულ არაა აუცილებელი ოსკარის ხუთ ნომინანტში მოხვედრა დაფასებისთვის ან წარმატებისთვის.

ბენის დაბრუნება ნარკომანიის პრობლემას დედა-შვილის მჭიდრო ურთიერთობაზე აქცენტიც აკეთებს და ზოგადი პრობლემები მისთვის მეორეხარისხოვანია. ფილმი რობერტსი-ჰეჯესის მჭიდრო კავშირზე და იმ სიყვარულის ჩვენებაზეა, რასაც დედაშვილობას ვუწოდებთ.

ბენის დაბრუნება
ბენის დაბრუნება

ჰოლი დედაა, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია საკუთარი შვილის ბედნიერებისთვის. ის ყველა დაბრკოლების მიუხედავად გვერდში უდგას მას და ბოლომდე ეშვება თავით შვილის მძიმე წარსულში. ფილმში ერთადერთი კონტროვერსიული ეპიზოდი რომელსაც მაყურებელი არაერთგვაროვნად შეხედავს, ეს ჰოლის უკიდურესი ნაბიჯია – ინფორმაციის სანაცვლოდ და საკუთარი შვილის გადასარჩენად, დაღუპოს სხვისი შვილი. ფილმის გამოხმაურებების უარყოფითი ნაწილი სწორედ ამ ეპიზოდზე მოდის. საქციელი მართლაც საკამათოა – მორალურად რამდენად გამართლებულია სხვისი შვილის გაწირვა საკუთარის სასარგებლოდ. ფილოსოფიურ განსჯებს რომ თავი ავარიდოთ, ეს საქციელი, უბრალოდ, ჰოლის არჩევანი იყო და მის ადგილზე ვინ როგორ მოიქცევა, არავინ იცის.

ფილმის ფინალში, ოჯახში ფიზიკურად დაბრუნებული ბენი, თითქოს სულიერადაც ხელმეორედ იბადება, სამყაროს ახლიდან უბრუნდება, პრობლემაგადაჭრილი და უმანკო, დედის ხელებში გახვეული, დედის სიყვარულითა და თანადგომით გაბრუებული.

ბენის დაბრუნებაბექა სუხიტაშვილიდედაშვილობადრამათინეიჯერებილამაზი ბიჭილუკას ჰეჯესინარკოდამოკიდებულებაპიტერ ჰეჯსისიყვარულისტივ კარელიტიმოთი შალამეჯულია რობერტსი
Previous Post

"თვითმკვლელთა რაზმი 2"-ის პერსონაჟები ცნობილია

Next Post

20 ცნობილი ქალი, რომელიც ფემინიზმის აქტიური მხარდამჭერია

Next Post
20 ცნობილი ქალი, რომელიც ფემინიზმის აქტიური მხარდამჭერია

20 ცნობილი ქალი, რომელიც ფემინიზმის აქტიური მხარდამჭერია

ახალი ამბები

ცნობილი პერსონაჟების სიმეტრიულად გაყოფილი პორტრეტები

ცნობილი პერსონაჟების სიმეტრიულად გაყოფილი პორტრეტები

ავტორი Cinemania
23 იანვარი, 2021
0

ცნობილი მსახიობები კარიერის დასაწყისში და ახლა

ცნობილი მსახიობები კარიერის დასაწყისში და ახლა

ავტორი Cinemania
22 იანვარი, 2021
1

TOP: Game Of Thrones-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები

TOP: Game Of Thrones-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები

ავტორი Cinemania
21 იანვარი, 2021
0

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
2466

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ავტორი Cinemania
24 ივნისი, 2019
5605

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
2392

ბოლოს დამატებული

ცნობილი პერსონაჟების სიმეტრიულად გაყოფილი პორტრეტები

ცნობილი პერსონაჟების სიმეტრიულად გაყოფილი პორტრეტები

ავტორი Cinemania
23 იანვარი, 2021
0

ცნობილი მსახიობები კარიერის დასაწყისში და ახლა

ცნობილი მსახიობები კარიერის დასაწყისში და ახლა

ავტორი Cinemania
22 იანვარი, 2021
1

TOP: Game Of Thrones-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები

TOP: Game Of Thrones-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები

ავტორი Cinemania
21 იანვარი, 2021
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020