სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

“ბეიტსის მოტელი” – “ფსიქოს” თანამედროვე პრიქველი

Cinemania ავტორი Cinemania
16 იანვარი, 2019
რუბრიკა კინოგურმანი, რევიუ
0
ბეიტსის მოტელი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ბეიტსის მოტელი ამერიკული ფსიქოლოგიური სატელევიზიო დრამაა, რომელიც ეკრანებზე 2013 წლის 18 მარტიდან 2017 წლის 24 აპრილამდე გადიოდა (ყველაზე ხანგრძლივი დრამის ჟანრის სერიალი ტელეარხ A&E-ის ისტორიაში). მისი შემქმნელები კარლტონ კიუზი, კერი ერინი და ენტონი კიპრიანო არიან.

ფსიქოს პრიქველი გვიყვება ნორმან ბეიტსის საწყის ისტორიას თანამედროვე დროში. ის იკვლევს მოვლენებს, თუ რამ მიიყვანა ნორმანი იქამდე, რომ დედის ტანსაცმელში გამოწყობილიყო და მოტელის სტუმრებს თავს დასხმოდა. ამავდროულად კი, სიუჟეტი დამოუკიდებლად, თავისი გზითაც ვითარდება.

სერიალი ოჯახის “ტრაგიკული შემთხვევით” იწყება. ნორმანი და დედამისი ნორმა სანაპიროს პატარა ქალაქში გადადიან და მოტელს ისაკუთრებენ. საუბედუროდ, ქალაქი არ აღმოჩნდება ისეთი წყნარი, ჩუმი და იდილიური, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა და ბეიტსების ხელებზეც მალევე ჩნდება სისხლის კვალი.

ბეიტსის მოტელი
ბეიტსის მოტელი

შეიძლება იფიქროთ, რომ მისტიკური დრამის ნაცვლად, მოსაბეზრებელ შოუზე ვსაუბრობთ, თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის. სერიალის სტილი რაღაცით დაკარგულებს ჰგავს, მაგრამ მთავარი გავლენა მაინც ტვინ პიქსის გახლავთ. ბეიტსის მოტელი უცნაური და სიურრეალისტური არ არის, მაგრამ მასში ტვინ პიქსის მსგავსი ატმოსფეროა და ქალაქიც იდუმალ შემთხვევებს მალავს. ნორმანი საიდუმლოებით მოცულ ჩანახატების წიგნაკს პოულობს, რასაც სექს-ტრეფიკინგის აღმოჩენამდე მიჰყავს. რამდენიმე ეპიზოდის შემდეგ კი ვიგებთ, რომ ქალაქი კანაფის ბიზნესიდან ფინანსდება. ბეიტსის ოჯახს უწევს ურთიერთობა კორუმპირებულ პოლიციასთან, უზნეო ადგილობრივ მოსახლეობასთან და მოტელის მისტიკურ სტუმართან, რომელიც მყუდროების დარღვევაზე ძალიან მძაფრად რეაგირებს.

საინტერესოა, რომ შოუს ცენტრალური ფიგურა არა ნორმანი, არამედ ნორმაა. ჩვენ ვიცნობთ ნორმანს, მის წარსულს და მისი დაზიანებული ფსიქიკის სიღრმეებს, თუმცა ნორმაზე ბევრი არაფერი ვიცით.

ნორმა ბეიტსი ამოუცნობ არსებად რჩება. ჰიჩკოკის ფილმისა და რობერტ ბლოხის წიგნის გავლენით, ნორმა ჩვენს ცნობიერებაში სიტყვებისგან შექმნილი პერსონაჟია. ნორმანი ფსიქიატრთან მას ისე აღწერს, როგორც მომთხოვნ და ჩაკეტილ ქალს და ჩვენი ქვეცნობიერიც ნორმას წარმოიდგენს მე-19 საუკუნის, ცივ ქალად, რომელიც ნორმანზე ბატონობს და აზიანებს მას ფსიქოლოგიურად და სექსუალურად.

ბეიტსის მოტელი
ბეიტსის მოტელი

მიუხედავად იმისა, რომ სცენარი და სიუჟეტის განვითარება ძალიან საინტერესოა, მისი წარმატების ძირითადი მიზეზი მაინც ორი მთავარი მსახიობის გამორჩეული შესრულებაა. ფრედი ჰაიმორის თამაში (ბრწყინვალე და შემაძრწუნებელი) იმ მონსტრის გამოჩენას მოასწავებს, რომელიც შემდგომ თავადვე გახდება. ნორმანს ყვავილები მიაქვს თავის კლასელთან, როდესაც მამამისი საავადმყოფოში გარდაიცვლება, მაგრამ ამავდროულად აცნობიერებს, რომ მის თავს რაღაც უცნაური ხდება. ხანდახან შენ გესმის და ხედავ იმას, რაც არ არსებობს – განმარტავს ნორმა, – ეს რაღაც ტრანსის მსგავსია.

ჰაიმორიზე შთამბეჭდავი კი ვერა ფარმიგაა. მისი ქცევები, ნიუანსები მის ემოციურად არამყარ მდგომარეობაზე მიანიშნებენ. მერყეობასთან და ცვალებადობასთან ერთად, ნორმა მჩაგვრელი, იმპულსური და უგუნურია. ის ნორმანს მანქანიდან აგდებს, მას შემდეგ, რაც ნორმანი მას ციხიდან დაიხსნის… ამავდროულად კი, ნორმა მფარველი, მზრუნველი და მგრძნობიარე დედაა, რომელსაც ნამდვილად უყვარს თავისი ვაჟი. თუმცა მათი ურთიერთობა არაჯანსაღია და მათ შორის ინცესტური ტონებიც შეიმჩნევა. ერთ-ერთ სცენაში ნორმა ამზადებს რომანტიკულ სადილს, სხვა სცენაში კი “შემთხვევით” შიშვლდება შვილის წინაშე. მე დედაშენი ვარ, – ამბობს ის, – ამაში უცნაური არაფერია.

მათი არეული და ჩახლართული ურთიერთობა საყურებლად ჩამთრევია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბალანსი დაირღვევა ნორმანის უფროსი ნახევარძმის, დილანის გამოჩენით. დილანი “ცუდი ბიჭია”, რომლის საქმიანობაც კრიმინალს უკავშირდება, თუმცა ის მაინც ერთადერთია, ვინც ცდილობს, ნორმანის საჭე ნორმალურობისკენ მიმართოს.

ბეიტსის მოტელი
ბეიტსის მოტელი

ჩვენ ყველამ ვიცით, თუ საით მიემართება ისტორია, მაგრამ მაინც ველით ბედნიერ დასასრულს. ამ იმედის შემოწმება კი მარტივად შეგიძლიათ:

ბეიტსის მოტელი

 

წყარო:  www.theguardian.com

მოამზადა ნიკა თამარაშვილმა

A&Eალფრედ ჰიჩკოკიბეიტსის მოტელიდაკარგულებიდილანიენტონი კიპრიანოვერა ფარმიგაკარლტონ კიუზიკერი ერინინიკა თამარაშვილინორმა ბეიტსინორმან ბეიტსირობერტ ბლოხიტვინ პიქსიფრედი ჰაიმორიფსიქო
Previous Post

ვარსკვლავური ფლეშმობი: მსახიობები თავიანთ 10 წლის წინანდელ ფოტოებს აქვეყნებენ

Next Post

შარლოტ რემპლინგი ტიმოთი შალამეს "დიუნიში“ შეუერთდა

Next Post
შარლოტ რემპლინგი ტიმოთი შალამეს შეუერთდა „დიუნიში“

შარლოტ რემპლინგი ტიმოთი შალამეს "დიუნიში“ შეუერთდა

ახალი ამბები

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

ავტორი Cinemania
11 აპრილი, 2021
0

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

ავტორი Cinemania
10 აპრილი, 2021
0

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
7 აპრილი, 2021
0

ქვიზები

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ავტორი Cinemania
10 ივნისი, 2019
2518

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
674

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
3711

ბოლოს დამატებული

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

ავტორი Cinemania
11 აპრილი, 2021
0

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

ავტორი Cinemania
10 აპრილი, 2021
0

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
7 აპრილი, 2021
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020