სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ის, რაც ახალი სერიალის – “მანიაკი” ყურებისას გამოგრჩათ

Cinemania ავტორი Cinemania
29 ოქტომბერი, 2018
რუბრიკა კინოგურმანი, რეცენზიები
0
ის, რაც ახალი სერიალის – “მანიაკი” ყურებისას გამოგრჩათ
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
მანიაკი
მანიაკი

სტენლი კუბრიკის, ნამდვილი დეტექტივის, რუბიკის კუბიკისა და განმეორებადი რიცხვების მნიშვნელობა კერი ფუკუნაგას სერიალში. ერთი შეხედვით, მანიაკი უეს ანდერსონის, ტერი გილიამის, კრისტოფერ ნოლანის, მიშელ გონდრის და სპაიკ ჯონსის ერთობლივ ნამუშევარს ჰგავს – გამორჩეული, უცნაური, დეტალებით გადატვირთული და ალუზიური. ამ სტატიაში ჩვენ მოგიყვებით სერიალის იმ დეტალებზე, რომლებიც შესაძლოა მისი ნახვისას გამოგრჩათ.

გაფრთხილება: სტატია შეიცავს სპოილერებს!

 

სახელწოდება

მანიაკი
მანიაკი

ნორვეგიულ პროექტს, რომელიც კერი ფუკუნაგას შოუს საფუძველია, Maniac ჰქვია. შემქმნელებმა ეს სახელი თავსატეხივით გამოიყენეს. მისი გადმოთარგმნა შეიძლება, როგორც “შეშლილი”, რადგან სერიალის მთავარი გმირი (რომლის როლსაც ესპენ ლერვააგი ასრულებს) ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობს. ის (სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) მანიაკი არ არის. უბრალოდ მთელ დღეებს ატარებს ფანტაზიებში, სადაც პარალელურ რეალობაში უამრავი თავგადასავალი გადახდება. ახალი ფსიქოთერაპევტის – მინის გამოჩენის შემდეგ კი მთავარი გმირი გამოკეთების გზაზე დგება.

ფუკუნაგას სერიალის სახელწოდებაც შეიძლება გადმოითარგმნოს, როგორც “შეშლილი”, თუმცა ინგლისურ სიტყვას Maniac აქ სულ სხვა დატვირთვა აქვს. MANIAC – აბრევიატურაა ერთ-ერთი პირველი ელექტრონული კომპიუტერის, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებში შეიქმნა. ამით აიხსნება სერიალის რეტრო-ფუტურიზმიც. ის ჰყვება ელექტრონული გამომთვლელი მანქანის შესახებ, რომელიც სპეციალური ტაბლეტის მიღების შემდეგ პაციენტის ტვინს გადააწყობს. ასე რომ, Netflix-ის სერიალს შეგვიძლია “შეშლილი კომპიუტერიც” ვუწოდოთ.

 

ოუენის გვარი

მანიაკი
ჯონა ჰილი ოუენის როლში

ასეთი ტიპის პროექტებში ნაკლებადაა დამთხვევები. არსებობს მოსაზრება, რომ პერსონაჟის (თამაშობს ჯონა ჰილი) გვარი ოუენ მილგრიმი შერჩეულია კიბერპანკის პიონერის, უილიამ გიბსონის წიგნებიდან. “ბიგენდის ტრილოგიაში” (ტრილოგიაში შედის წიგნები: “Pattern Recognition”, “Spook Country” და “Zero History”) ფიგურირებს ნარკოდამოკიდებული პერსონაჟი მილგრიმი, რომელიც მხოლოდ მესამე ნაწილში ხდება მნიშვნელოვანი გმირი.

Reddit-ზე არსებობს მოსაზრება, რომ ოუენის გვარი ფსიქოლოგ სტენლი მილგრემისგან მოდის. ეს ფსიქოლოგი ცნობილია თავისი ექსპერიმენტის სერიებით მორჩილების თემაზე. თუმცა, ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ მილგრიმი და მილგრემი სხვადასხვა გვარებია.

 

მილგრიმი და დეზინფექცია

მანიაკი
მანიაკი

ეს ყველაზე გამორჩეული ფაქტია და ამის შესახებ სერიალის პირველივე წუთებიდან ვიგებთ: მილგრიმების ოჯახში შექმნილია პატარა რობოტ-დეზინფექტორები, რომლებიც ქუჩებს ძაღლის ფეკალიებისგან წმენდენ. სერიალში მათ PoopBots – განავალბოტებს ეძახიან. სცენაში, სადაც ენი აპარატიდან ხურდებს იპარავს, ჩანს New York Post-ის სტატიის სათაური: მილგრიმების განავალბოტების იმპერია საფრთხის ქვეშაა. ჩვენ ასევე ვხედავთ მილგრიმების ყველა ბავშვის ფოტოს, სადაც ოუენი უკიდურეს მარჯვენა კუთხეშია. სკანდალი, რომლის შესახებაც გაზეთი წერს, ეხება ჯედ მილგრიმს (ბილი მაგნუსენის გმირი), რომელმაც ქალი აიძულა, მისთვის დაეფსა.

 

ექსტრა-თავისუფლება

მანიაკი
მანიაკი

განავალბოტები ერთ-ერთი მინიშნებაა იმის შესახებ, რომ მოქმედება ალტერნატიულ რეალობაში ხდება. მეორე მინიშნება ექსტრა-თავისუფლების ქანდაკებაა (მამაკაცი ფრთებით). აი, რას ამბობს სცენარისტი პატრიკ სომერვილი: ეს არის სამყარო, სადაც Betamax-ის კასეტები გადარჩნენ, სადაც სტივ ჯობსს ავტობუსი დაეჯახა. აქ მოყოლილია ტექნოლოგიების განსხვავებული ისტორია. როდესაც ოუენი ექსტრა-თავისუფლების ქანდაკებასთან ზის და თავისუფლების ორიგინალ ქანდაკებას უყურებს, მასთან ჩაივლიან ექსკურსიის მონაწილეები, რომლებიც რატომღაც რუსულად საუბრობენ. ერთ-ერთი ამბობს: ვიღაცისთვის ერთი თავისუფლება არ არის საკმარისი და ამიტომ არსებობს ექსტრა-ვარიანტიც.

 

რუბიკის კუბიკი

მანიაკი
მანიაკი

კერი ფუკუნაგამ Time-თან ინტერვიუში სერიალში რუბიკის კუბიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა: მათ, ვინც პრინციპი არ იცის, ამ თავსატეხის აწყობა შეუძლებელი ჰგონიათ. მაგრამ თუ თქვენ იცით პრინციპი, როგორ უნდა აიწყოს რუბიკის კუბიკი, მაშინ ამას რამდენიმე წამში მოახერხებთ. ოუენი მარტოსული ადამიანია, რომელსაც დიდი სურვილი აქვს, გმირი გახდეს. ის კუბიკების დავალებას რამდენიმე წამში ხსნის, რათა თავის სუპერშესაძლებლობებში დარწმუნდეს.

ენი, რომელიც “მილგრიმ ინდასრისის” შენობის გვერდით, ნივთებში იქექება, რუბიკის კუბიკს გადააგდებს. შემდეგ ის სერვანტესის წიგნით დაინტერესდება. ფონზე ჩანს, რომ ოუენი აიღებს გადაგდებულ კუბიკს და ის მეცხრე სერიაში მეტალისგან შექმნილი რუბიკის კუბიკით სამყაროს გადაარჩენს.

 

მარტოობა

მანიაკი
მანიაკი

სერიალის სამყაროში მხოლოდ მარტოსული ადამიანები არიან. მათთვის არსებობს სპეციალური მომსახურება “გაცვლითი მეგობარი” (Proxy Friend). ამ საქმიანობას ეწევა პატრიშა ლუგო (სელენის ლეივას გმირი). ემი პატრიშას მეგობრად ასაღებს თავს, რათა სასურველი ტაბლეტები იშოვოს. მარტოსულობაზე მეტყველებს ის ხალხიც, ვინც სარეკლამო ტიპებად (Ad Buddy) იწოდებიან. ეს ადამიანები შეგიძლია სიგარეტის ან მეტროს ფულის გადასახდელად დაიქირავო. საპასუხოდ კი ისინი სარეკლამო განცხადებებს მოგიყვებიან. სერიალის სცენარისტი პატრიკ სომერფილდი მიიჩნევს, რომ სარეკლამოს ტიპები ყველაზე ცუდ მდგომარეობაში არიან: ასეთ სამსახურს რომ დათანხმდე, ძალიან მარტოსული და ღარიბი უნდა იყო… ურთიერთობა ადამიანებით არ ამოიწურება, ჭადრაკის თამაში შეიძლება მექანიკურ კოალასთანაც, რომელსაც კომპანია Marsupipal უშვებს. სერიალში ამ მომსახურების რეკლამაც ჩნდება.

 

დონ კიხოტი

მანიაკი
მანიაკი

სერიალის მეორე ეპიზოდს წისქვილები ჰქვია. ეს მინიშნებაა მთავარ თემაზე – გაარჩიო რეალობა გამოგონილი სამყაროსგან. ენი პირობას დებს, რომ სერვანტესის წიგნს წაიკითხავს, როგორც კი დამოკიდებულებას გადააგდებს. ეს წიგნი მეხუთე სერიაში ისევ ჩნდება. ამჯერად ენი და ოუენი ეძებენ მითიურ უკანასკნელ თავს, რომელიც სერვანტესმა 1615 წელს დაწერა. აი, როგორ აღწერს ენი ამ ისტორიას: ეს იმდენად ძლიერია, რომ მისი წაკითხვის შემდეგ ადამიანი საკუთარ ფანტაზიებში იკარგება. მან ის თავის მეგობარს აჩვენა, ის კი კომაში ჩავარდა. მეზობელს აჩვენა და მასაც იგივე დაემართა. გმირები ამ თავს სარკის უკან, სეიფში პოულობენ. ამის შემდეგ ენის ეღვიძება და თავისი პრობლემების გაანალიზებას იწყებს. ფუკუნაგა პირდაპირ ამბობს, რომ დონ კიხოტის მდგომარება – რეალობიდან გაქცევა ორივე გმირს ახასიათებს.

 

კონფრონტაციის ბულვარი

მანიაკი
მანიაკი

ექსპერიმენტის ყველა მონაწილეს აძლევენ სამ ტაბლეტს – A, B და C. სომერფილდის თქმით, A ტაბლეტი ადამიანს თავიდან გადაატანინებს ყველაზე საშინელ ფსიქოლოგიურ ტრავმას. ამას ენი სპეციალურად აკეთებს – ტაბლეტს ექსპერიმენტის დაწყებამდე მიიღებს.

სცენარისტების განცხადებით, B ტაბლეტი ართულებს სიტუაციას: მისი მიღების შემდეგ ადამიანმა საკუთარ თავს ტყუილი უნდა დაუმტკიცოს. თვალები რომ აეხილოს, საკუთარი თავის ყველაზე ცუდ ვერსიას უნდა შეხვდეს. სწორედ ასე მიხვდება, თუ რა შესაძლებლობები აქვს. B ტაბლეტის მიღების შემდეგ გმირები ეძებენ სერვანტესის ნაწარმოების იმ განსაკუთრებულ თავს. ამ ძებნის პროცესში ისინი იტაცებენ ლემურს და ერთმანეთსაც ატყუებენ.

და ბოლოს – ტაბლეტი C, რომელიც კონფრონტაციას ნიშნავს (მეშვიდე ეპიზოდი). მისი ზემოქმედებით, ენი მთვრალი ელფი ხდება, ხოლო ოუენი განგსტერი, რომელსაც თავისი ოჯახისთვის ერთგულება აქვს დასამტკიცებელი. აი, ამ დროს აღმოვჩნდებით კონფრონტაციის ბულვარზე, სადაც ოუენი პოლიციელებს უნდა შეხვდეს. თუ ეს შენ ჩაიდინე, არ ნიშნავს, რომ დამნაშავე ხარ, – წარწერაა ერთ-ერთ სარეკლამო ბილბორდზე. ოუენი თავს იდანაშაულებს და ამავდროულად, საკუთარი თავის გადარწმუნებას ცდილობს.

 

ექიმი გრეტა

მანიაკი
მანიაკი

ამ ექიმის შესახებ მანამდე ვიგებთ, სანამ თავად გამოჩნდება ეკრანზე. ფსიქოთერაპევტ გრეტა მანტლრეის როლს სალი ფილდი თამაშობს, ხოლო მის შვილს, ჯეიმს მანტლრეის კი – ჯასტინ ტერუ. პირველ ეპიზოდში გრეტას გამოსახულება ჩანს ბესტსელერის – “Nix Fix, Just Bliss” (წიგნის სათაური შეგვიძლია ვთარგმნოთ, როგორც “ბედნიერება მკურნალობის გარეშე”) გარეკანზე. მისი სახელობის არის კომპიუტერი GRTA. მეოთხე სერიაში ენის მამა, ჰენკი რეკავს ექიმ გრეტას რადიო-შოუში, სადაც საკუთარ შვილებსა და ცოლზე წუწუნებს. ოუენი ამ გადაცემას მანქანაში უსმენს, როცა ენის ელოდება, თუმცა მალევე მუსიკალურ ტალღაზე გადართავს.

 

რა სჭირს ოუენს

მანიაკი
მანიაკი

მაგიდაზე, სადაც ოუენი ექიმი გრეტას წიგნს დებს, წამლის კოლოფების დათვალიერება შეგვიძლია. მიუხედავად იმისა, რომ დასახელებები შეცდომით წერია, მაინც შესაძლებელია რამდენიმე მათგანის გარჩევა. ზიპრექსი იგივე ოლანზაპინია, რომელიც შიზოფრენიისა და ბიპოლარული აშლილობების დროს გამოიყენება. მეტფორმინს კი დიაბეტის დროს იღებენ. შიზოფრენიის შესახებ ჩვენთვის უკვე ცნობილია, დიაბეტი კი ახალი ამბავია.

 

რიცხვები

მანიაკი
მანიაკი

ოუენს მინიჭებული აქვს რიცხვი 1, ხოლო ენის – 9. ეს რიცხვები პერიოდულად ჩნდებიან ეკრანზე. მაგალითად, მესამე სერიის ბოლოს ოუენს აცვია მაისური, რომელსაც ზურგზე 1 აწერია, მეოთხე სერიაში ჩანს სახლი ნომრით – 901, ხოლო ავტომობილის ნომერია – 01991A. ასევე, გმირების სახელები: aNNIE = nine = ცხრა; OwEN = one = ერთი.

 

მაგრიტი

მანიაკი
მანიაკი

სერიალში პირდაპირი მინიშნებებია რენე მაგრიტის ნახატებზე. მეშვიდე სერიას ჰქვია Ceci N’est Pas Une Drill (ეს არ არის სასწავლო განგაში). ამ წარწერის გადმოთარგმნა შეიძლება, როგორც ეს არ არის ბურღი. სწორედ ბურღის ნახატს ვხედავთ გაბრიელ ბირნის უკან, რის შემდეგაც ის ამავე ინსტრუმენტის გამოყენებით კლავს ადამიანს (თუმცა – არა სინამდვილეში, რადგან ეს ბურღიც და საერთოდ ყველაფერი ოუენის ფანტაზიის ნაყოფია).

მაგრიტის ნახატის წარწერა Ceci n’est pas une pipe (ეს არ არის ჩიბუხი). ეს სიმართლეა, რადგან ნახატზე გამოსახული ჩიბუხი ნამდვილი ნამდვილად არ არის. ხელოვანი გამოსახავს ნამდვილ ნივთებს, რომლებიც რეალური არ არის. რეალური მხოლოდ ნახატია. ეს მნიშვნელოვანი ნაწილია სერიალის გასაგებად… ნამდვილი ჩიბუხი კი ემა სტოუნს მეცხრე სერიაში უჭირავს.

 

ქორი

მანიაკი
მანიაკი

პირველ სერიაში ჯედი დასცინის თავის ცხრა წლის ძმას, რომელმაც სახლში ფრთამოტეხილი ქორი მოიყვანა. როგორც კი ფრინველი მოძლიერდება, ჯედის ზაზუნას ჭამს. ოუენის წარმოსახვაში ის ქორად გადაიქცევა – ერთადერთ არსებად, რომელსაც შეუძლია, უფროსი ძმის შემოტევებს სათანადო პასუხი გასცეს. ჯონა ჰილის გმირისთვის ქორი თავისუფლების სიმბოლოა. ტიტრების ბოლოს, როდესაც Paramount-ის ლოგო ჩნდება, ოუენის ხმა გვესმის: ენი, მე ქორი ვარ! ის ისევე ყვირის ამას, როგორც მერვე სერიაში, როდესაც ენის გადასარჩენად მიფრინავს.

 

ლემური

მანიაკი
მანიაკი

ლემური პირველად მეორე სერიაში, ენის ოთახში ჩამოკიდებულ ნახატზე ჩნდება. შემდეგ მეოთხე სერიაში, სადაც ამ ცხოველს მოიპარავენ. ბოლოს კი მეათე სერიაში, სადაც ოუენი საავადმყოფოში წევს და მის მოსანახულებლად მოსული ენი კლინიკის დოკუმენტში საკუთარი სახელისა და გვარის ნაცვლად ვენდი ლემურს დაწერს. როგორც ჩანს, ენისთვის ისევე მნიშვნელოვანია ეს ცხოველი, როგორც ოუენისთვის – ქორი. თუ რატომ შეირჩა ეს ფრინველი და ცხოველი, ამის შესახებ სცენარისტები არაფერს ამბობენ.

 

პარალელები სხვა ფილმებთან

მანიაკი
პარალელები სხვა ფილმებთან

უცხო: ნებერდინში მომუშავეები გვაგონებენ გემ ნოსტრომოს ეკიპაჟის წევრებს ფილმიდან უცხო. კომპანიის ინტერიერიც ძალიან ჰგავს რიდლი სკოტის ფილმის ინტერიერს. ასევე, ნოსტრომოში კომპიუტერს ჰქვია MU-TH-UR (დედა), ხოლო GRTA კი ექიმ მანტლრეის დედის სახელია.

არიზონას აღზრა – მეოთხე სერია: ენი და ოუენი განასახიერებენ წყვილს, რომელიც ლემურს იტაცებს. კერი ფუკუნაგას საყვარელი რეჟისორები ძმები კოენები არიან, მისთვის ყველაზე საყვარელი ფილმი კი ნიკოლას კეიჯისა და ჰოლი ჰანტერის ტანდემია. ის ამ ფილმს ერთ-ერთ მთავარ შთაგონებად მიიჩნევს.

ბეჭდების მბრძანებელი – მეშვიდე და მერვე სერიები: სერიალის ყველაზე მოკლე ეპიზოდები (ხანგრძლივობა – 20 წუთი). ეს მინიშნებაა პიტერ ჯექსონის ტრილოგიაზე. ლეგოლასს რომ დალევა უყვარდეს, სიუჟეტი მსგავსად განვითარდებოდა.

ექიმი სტრეინჯლავი – მეცხრე სერია: ოუენის საქმის მოსმენა NATO-ში ხდება და ეს გვაგონებს სცენას სტენლი კუბრიკის ფილმიდან. შემქმნელების თქმით, ეს შემთხვევით მოხდა.

ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება: მეცნიერები ცდილობენ ორი ადამიანის ხელოვნურად დაშორებას, როდესაც ისინი მაინც იზიდავენ ერთმანეთს. რას გაგონებთ? რა თქმა უნდა, მიშელ გონდრის ნამუშევარს.

 

აღმოჩენები

მანიაკი
ნამდვილი დეტექტივი, მანიაკი

ფინალურ სერიაში ჯედ მილგრიმის წინ დგას ჭიქა წარწერით Big Hug Mug. მსგავსი ტიპის ჭიქა აქვს რასტი კოულისაც ნამდვილი დეტექტივიდან. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ჭიქა HBO-ს პავილიონიდან წამოეღოთ. თანაც, MANIAC-ში ჭიქა განსხვავებული ფორმისაა.

ირონიული მინიშნება შეგვიძლია ვნახოთ მესამე სერიაშიც, თუ დავაკვირდებით პორნოგრაფიულ ფლოპი-დისკებს ექიმ მანტლრეის მაგიდაზე. აქ შევხვდებით: True Erection (True Detective), Sin Number 3 (Sin nombre), Jane Derrier (Jane Eyre) და Beasts of Urination (Beasts of No Nation).

ასევე, საინტერესოა შუაში ნახვრეტის მქონე ღვეზელი, რომელიც ერთ-ერთ პოპულარულ ამერიკულ ფრენჩაიზს გვაგონებს…

 

წყარო: www.kinopoisk.ru

მოამზადა გიორგი კარანაძემ

Beasts of No NationHBOJane EyremaniacNATONetflixNew York PostParamountPattern RecognitionRedditSin nombreSpook CountryTimeTrue DetectiveZero Historyარიზონას აღზრაბეჭდების მბრძანებელიბიგენდის ტრილოგიაბილი მაგნუსენიგიორგი კარანაძედონ კიხოტიემა სტოუნიესპენ ლერვააგიექიმი სტრეინჯლავიკერი ფუკუნაგაკრისტოფერ ნოლანიმანიაკიმიშელ გონდრინათელი გონების მარადიული ბრწყინვალებანამდვილი დეტექტივინიკოლას კეიჯიოუენ მილგრიმიპატრიკ სომერვილიპატრიკ სომერფილდიპიტერ ჯექსონირენე მაგრიტირიდლი სკოტისალი ფილდისელენის ლეივასერვანტესისპაიკ ჯონზისტენლი კუბრიკისტენლი მილგრემისტივ ჯობსიტერი გილიამიუეს ანდერსონიუილიამ გიბსონიუცხოძმები კოენებიჯასტინ ტერუჯონა ჰილიჰოლი ჰანტერი
Previous Post

ძლიერი და დამოუკიდებელი პერსონაჟი ქალები დისნეის ფილმებიდან

Next Post

ემილია კლარკი დაბადების დღეს დრაკონტორტთან ერთად აღნიშნავს

Next Post
ემილია კლარკი დაბადების დღეს დრაკონტორტთან ერთად აღნიშნავს

ემილია კლარკი დაბადების დღეს დრაკონტორტთან ერთად აღნიშნავს

ახალი ამბები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ავტორი Cinemania
13 მაისი, 2019
5776

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ავტორი Cinemania
8 ივლისი, 2019
3382

ქვიზი: ამ კითხვებს მხოლოდ GOT-ის ერთგული ფანები უპასუხებენ

ავტორი Cinemania
10 მაისი, 2019
5033

ბოლოს დამატებული

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020