ბევრს ვიცნობ, ვინც ჰარისონ ფორდთან შეხვედრისას იძაბება და მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ.
ჩემი 4 წლის და iPhone-ში დედაჩემზე უკეთ ერკვევა.
წიგნებისა და მასალების დახმარებით პერსონაჟზე მუშაობა გაცილებით მარტივია.
ბევრის აზრით, უწონადობაში გადასვლა ჟელედ გადაქცევის მსგავსია. მე კი მგონია, რომ ამ დროს შენ აბსოლუტურად თავისუფალი ხდები და სივრციდან სივრცეში, წარმოუდგენლად სწრაფად გადაადგილდები.
ჩემი თეორია: მუსიკას ყველაფერი ძალუძს!
ადამიანებთან საუბრისას, მათი ისტორიების მოსმენისას ბევრ რამეს სწავლობ.
ძალიან სწრაფად ვუკრავ ტაშს, გამომდის ბითბოქსი და ორ წამში მთლიანი ანბანის აკრეფას ვახერხებ. ეს უნარები ყველაზე მეტად მეამაყება.
განსხვავებული და ორიგინალური რაღაცების კეთება ყოველთვის სახალისოა.
მტრედები და მელიები ინგლისის ყველაზე ამაღელვებელი სანახაობაა. თუმცა, ისინი არავის აინტერესებს.
როცა პატარა ხარ, დიდის როლს გთავაზობენ. რაც წამოვიზარდე, ყველა როლი ჩემი ასაკისთვის შეუფერებელი მეჩვენება. მე გაცილებით რთული და საინტერესო როლებისთვის ვარ მზად. შემიძლია, ექსპერიმენტებსაც მივმართო და ჩემს როლსაც მეტი თავისუფლება შევძინო.
მე ყოველთვის ვთამაშობდი. მე თამაშების სამყაროდან მოვდივარ.
ჩემი პერსონაჟის გამრავალფეროვნებაზე ბევრს ვფიქრობ. გადასაღებ მოედანზე ყველა ბავშვი ერთმანეთთან ვმეგობრობდით და ამან ერთმანეთის მიმართ ნდობა გაგვიჩინა. არ ვიცი, რამდენად შეიძლება, ამას მეთოდი ვუწოდო, მაგრამ ფაქტია – ნდობამ სასურველ შედეგამდე მიგვიყვანა.
რთულია, ისიამოვნო ფილმით, რომლის მთავარი გმირიც შენ თვითონ ხარ.
ყოველთვის ყველაფერს ვფილტრავ და გადაწყვეტილებას შემდეგ ვიღებ. კონკრეტულ როლებსა და ჟანრს არ ვჯერდები. თუკი ჩემთვის სცენარი, ჩემი გმირი და მომუშავე ჯგუფი საინტერესოა, მაშინვე ვთანხმდები.
კარგია, როცა საქმე სწავლისა და განვითარების საშუალებას გაძლევს. მიყვარს, როცა სამყაროს განსხვავებული კუთხით შევიმეცნებ.
ჰარისონ ფორდი დღემდე ჩემს საყვარელ ვარსკვლავად რჩება. დიად მსახიობობასთან ერთად, ის ბრწყინვალე პიროვნებაცაა და ამაში მასთან შეხვედრისთანავე რწმუნდები. ის შენში საუკეთესო სამსახიობო უნარებს აღვიძებს.
არასოდეს არაფერზე ვფოკუსირდები, მე თავისუფალი არჩევანის მომხრე ვარ, ასე ვმუშაობ და როლებსაც ამ პრინციპით ვირჩევ.
უამრავი სტრატეგიული, გუნდური და ონლაინ თამაში მითამაშია. ყოველთვის ვიცოდი, როგორ გამეტარებინა თავისუფალი დრო. სპორტს დიდად არ მივდევდი, თუმცა შეჯიბრებისა და გამარჯვების წყურვილს ამ გზით ვიკმაყოფილებდი. თამაშები – ეს უფრო გონებრივი დაცლაა.
როლში შესვლის უამრავი ხერხი არსებობს. რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომი მასალა და ინფორმაცია განწყობის შექმნასა და შენი გმირის უკეთ გაცნობაში გეხმარება.
ერთ როლზე თანხმობით უარს ხუთზე აცხადებ.
ვფიქრობ, როგორ ძლიერადაც უნდა გგავდეს პერსონაჟი, მის როლში შესვლა მაინც ყოველთვის რთულია. დიდი მსგავსების მიუხედავად, ის შენ არ ხარ.
საოცნებო როლი არ მაქვს. რაღაცები თავისთავად მოდის.
როცა არ ვმუშაობ, მეგობრებთან ერთად ვერთობი და ჩემს ბავშვურ ასაკს ვუბრუნდები. თქვენს საქმეს თქვენზე ბატონობის ნებას ნუ მისცემთ.
წყარო: www.imdb.com
მოამზადა ლალი ახვლედიანმა