სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ანდრეი ზვიაგინცევის გზა თოვლის მწმენდავიდან ოსკარის ნომინანტამდე

Cinemania ავტორი Cinemania
20 ოქტომბერი, 2018
რუბრიკა კინოგურმანი, რევიუ
0
ანდრეი ზვიაგინცევის გზა თოვლის მწმენდავიდან ოსკარის ნომინანტამდე
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
ლევიათანი
ანდრეი ზვიაგინცევი

ავტორი: შაუნ უოლკერი

(გთავაზობთ ერთ-ერთ იშვიათ ინტერვიუს, სადაც ანდრეი ზვიაგინცევი საუბრობს კორუფციაზე რუსეთში; ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის ზოგად კურსზე და იმაზე, თუ რატომ არ აქვს აზრი არჩევნებში მონაწილეობას)

 

ანდრეი ზვიაგინცევი ცნობილია, როგორც ზრდილობიანი, მაგრამ ამავდროულად, სიტყვაძუნწი ხელოვანი. ეს ყველაფერი გასაგებია. მან კანის კინოსამყარო აალაპარაკა ნამუშევრით, რომელიც ყველაზე რადიკალური შეტევაა თანამედროვე რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ. თავად კი აღნიშნა, რომ ეს მისი თვითმიზანი არ ყოფილა. ლევიათანს სააშკარაოზე გამოაქვს ყველა ის მანკიერება, რაც რუსეთის კორუმპირებულ სისტემაში ხდება. თუმცა, შთაგონება ამერიკული ამბავი იყო, რომელიც შეგვიძლია უნივერსალურ იგავად მივიღოთ…

მოსკოვში შემოდგომის სასიამოვნო საღამოს ჩამოვედი. პროდიუსერის ოფისში დავთქვით შეხვედრა. ერთმანეთი საავარიო სიგნალიზაციის ჩართვის ფონზე გავიცანით. თქვენ ძირითადად პოლიტიკის შესახებ წერთ? – მკითხა ცოტა ნერვიულად.

თუმცა, როგორც კი საუბარი დავიწყეთ, თითქოს კაშხალი ჩამოიშალა. ფრთხილი საუბრიდან პირდაპირ კითხვა-პასუხზე გადავედით. 90 წუთის განმავლობაში მან მხოლოდ ერთხელ გაწყვიტა საუბარი, როდესაც მეგობრის ზარს უპასუხა, ისიც იმიტომ, რომ მისი მეუღლე ცუდად იყო… ზვიაგინცევი iPhone 4-ს იყენებს, ტელეფონს, რომელიც მოსკოვის ბომონდში Nokia-ს “აგურის ტელეფონად” აღიქმება.

ლევიათანი
ლევიათანი

ჩვენს შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე ლევიათანი ოსკარის ნომინანტებს შორის მოხვდა და ამ მოვლენამ ხალხის რაღაც ნაწილში რეჟისორისადმი დადებითი დამოკიდებულება გააჩინა, მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევარი სახელმწიფო პოლიტიკას სრულიად ეწინააღმდეგებოდა. იყო ეს ყველაფერი მისთვის სიურპრიზი? ამის პასუხი ის კარიერული სირთულეებია, რომელთაც თანამედროვე რუსეთში ვერ აცდები. მისი საუბრის მანერა ჩუმია და შეუძლებელია, ფარული ბრაზი ვერ შეამჩნიო.

თითქოს, დანაღმულ მინდორზე ხარ. ასეთი გრძნობა გაქვს, როდესაც აქ ცხოვრობ. ურთულესია, განვითარდე, ნებისმიერი მიმართულებით – პირად ცხოვრებაში, პროფესიულად, კარიერულად. ასე სულელურადაა მოწყობილი საზოგადოება და სამწუხაროდ, ეს ჩვენი ტერიტორიის წყევლაა. კანონის ძალა, თანასწორობა – ეს ის საკითხებია, რომლებზეც არ საუბრობენ. რაღაც ტიპის დისკუსია ჩნდება ხოლმე საზოგადოებაში, მაგრამ ეს ყველაფერი არაფრის მომცემია. სრულ ამაოებას ვგრძნობ, როდესაც ვცდილობ, მოვიპოვო იმის უფლება, რომ რაიმე ვთქვა. 50 წლის გავხდი და არჩევნებზე არასდროს ვყოფილვარ, ვინაიდან აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენი სისტემისთვის საერთოდ არაფერს ნიშნავს.

ლევიათანი ჰყვება ერთ ადამიანზე, რომელიც მონსტრ სტრუქტურას ეჯახება. ფილმი იწყება იმით, რომ ნიკოლაი ჩაკეტილ წრეშია. მას მოსამართლე დასკვნას უკითხავს. მაყურებლის თვალწინ ცოცხლდება კაფკასეული სიტუაცია, რომელიც ყველასთვის ნაცნობია, ვისაც რუსულ სასამართლოსთან ჰქონია შეხება. ის მოსკოველ მეგობარს სთხოვს დახმარებას და ასე იწყება მათი ამბავი, სადაც არავის აქვს მოტივაცია, სიტუაცია გამოასწოროს.

ზვიაგინცევის მეოთხე ფილმი კანის კინოფესტივალზე განსაკუთრებით დააფასეს. ის წლების განმავლობაში ცდილობდა მსახიობობას. სკოლის პერიოდი ციმბირში გაატარა, სადაც ოცნებობდა, ცხოვრება სამუდამოდ თეატრისთვის დაეკავშირებინა. პირველად წითელ თეატრში მოსინჯა საკუთარი შესაძლებლობები. მოსკოვში 22 წლის ასაკში ჩავიდა, იმ პერიოდში, როდესაც საბჭოთა კავშირში ძირეული ცვლილებების დრო იდგა.

როდესაც პროფესიულად ვერ აეწყო, თოვლის მწმენდავობას მიჰყო ხელი. თავისუფალ დროს კი ფილმების ნახვასა და წიგნების კითხვაში ატარებდა. მახსოვს, ბობი დირფილდი ვნახე. თავის დროზე რუსეთში ამ ფილმის შავ–თეთრი ვერსია გადიოდა. როდესაც ორიგინალი, ფერადი ვერსია ვნახე, ძალიან გამიკვირდა. სულ სხვა ფილმი აღმოჩნდა. გაოცებული დავრჩი ალ პაჩინოს სამსახიობო ოსტატობით.

ლევიათანი
ანდრეი ზვიაგინცევი

ის ნელ-ნელა სარეკლამო სივრცესა და სატელევიზიო ფილმების ინდუსტრიაში ჩაერთო და მეგობრის თხოვნით გადაიღო ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი – იაფფასიანი რეკლამა ავეჯის სახლისთვის.

2000-იანების დასაწყისში კამერის წინ მუშაობდა, თუმცა, მალევე მიეცა შანსი, თავად ყოფილიყო რეჟისორი. მან ნახევარსაათიანი დეტექტიური სერია გადაიღო. ამის შემდეგ, 2001 წელს, პროდიუსერმა ფილმის გადაღება შესთავაზა.

2003 წლის ფილმმა დაბრუნება ვენეციის კინოფესტივალზე ოქროს ლომი მოიპოვა. კრიტიკოსებმა დააფასეს მისი სარეჟისორო ნიჭი და თანამედროვე ტარკოვსკიც კი უწოდეს. შემდეგ იყო განდევნა, რომელსაც დიდი საერთაშორისო გამოხმაურება არ მოჰყოლია. 2011 წლის ფილმი ელენა გვიყვება მძიმე ოჯახურ ამბავს, რომელიც თანამედროვე მოსკოვში ვითარდება. ფილმი რუსეთის დედაქალაქს აჩვენებს, როგორც უსულო ადგილს, სადაც ჩვეულებრივი ადამიანების ადგილი არ არის. ეს ძალიან რუსული ფილმია, – ამბობს თავად ზვიაგინცევი.

ლევიათანის მეტი გარუსულება შეუძლებელია, თუ დასაწყისში არ დავაყენებთ დათვს, რომელიც ბალალაიკაზე უკრავს. სასამართლო შეხვედრები, ეკლესიები, პოლიციელები – ეს ყველაფერი რუსული ცხოვრების გამომხატველია. ჩვენ, როგორც მაყურებლებს, ეჭვი არ გვეპარება იმ სინამდვილეში, რაც ხდება, რადგან მუდმივად ვხედავთ პარალელებს Pussy Riot-სა და ვლადიმერ პუტინის პორტრეტზე, რომლებიც კორუმპირებული ზედამხედველის კაბინეტშია.

გადამღებ ჯგუფს პორტრეტი რეალურად დახვდა. დეკორაციის ცვლილება საჭირო არ გამხდარა. ჩვენ ვცხოვრობთ ფედერალურ ქვეყანაში, სადაც ძალაუფლება ვერტიკალურად არის გადანაწილებული და მთელი ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელშია, – ამბობს ზვიაგინცევი.

ლევიათანი
ლევიათანი

ფილმს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ცარიელი მორალისტებისგან შეხვდა. ბოლოდროინდელი ცვლილებები ითვალისწინებს, რომ უცენზურო სიტყვები ამოჭრან ფილმებიდან. ვფიქრობ, ეს იდიოტური წესია, რომელზეც საფუძვლიანად არავის უფიქრია, – ამბობს რეჟისორი, – ამას გარდა ბევრი საინტერესო კანონი არსებობს. ჩვენი პარლამენტი მუდმივად გვაკვირვებს თავისი ინიციატივებით. ისინი საკუთარ თავს “მორალისთვის მებრძოლებს” ეძახიან. შეიძლება ისინი მართლაც ასეთები არიან და ჩვენი შეცვლა სურთ. თუმცა, მათ მთავარი დანიშნულება ავიწყდებათ. ავიწყდებათ, რომ მათი საქმე ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაა და არა ეთიკურობაზე მუშაობა.

ყველაზე მეტი კრიტიკა რუსულ ეკლესიას შეხვდა. “ჩვენ ვაცოცხლებთ რუს ხალხს” – მსგავსი რიტორიკა გულისხმობს ყველა იმ ალტერნატიული აზრის მოსპობას, რომელიც, მათი აზრით, რუსულ ღირებულებებს არ მიეკუთვნება. მსგავსი პათოსი შეიძლება მოვისმინოთ ყოველდღიურ საღამოს გამოშვებებში, რომლებიც ხელისუფლების მიერ იმართება. ეკლესიის მთავარი, რომელიც ოქროთი მოპირკეთებულ ოთახში ზის, დიდი კონტრასტია ადგილობრივ მღვდელთან შედარებით, რომელიც ექსპრომტად ქადაგებს და ნიკოლაის ამშვიდებს, რომ ყველაფერი ღვთის ძალით ხდება. ზვიაგინცევი საკუთარ თავს სეკულარულ მორწმუნეს უწოდებს. ის 28 წლის ასაკში მოინათლა.

ლევიათანში კარგად ორგანიზებული ეკლესია მშვიდად თანაცხოვრობს კორუმპირებულ პოლიტიკურ სისტემასთან, განადგურებულ საზოგადოებასთან და ეს გახლავთ თანამედროვე რუსეთის სახე.

ფილმმა ნაწილობრივი დაფინანსება მიიღო კულტურის სამინისტროსგან, მიუხედავად იმისა, რომ თანხას ძირითადად მხოლოდ პატრიოტული სულისკვეთების ფილმებს აძლევენ. არავინაა წინააღმდეგი იმ პროპაგანდისტული ფილმებისა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. მაგრამ ამავდროულად, სხვა ტიპის ფილმებიც უნდა დააფინანსონ, რადგან სხვანაირად სრული კატასტროფა მოხდება. სხვაგვარად ჩრდილოეთ კორეაში აღმოვჩნდებით, ქვეყანაში, სადაც მხოლოდ ერთი აზრია მართალი.

ლევიათანი
ანდრეი ზვიაგინცევი

ზვიაგინცევი დინების საწინააღმდეგოდ ცურავს. რუსეთის კულტურის მინისტრმა გაღიზიანებულმა განაცხადა, რომ ლევიათანი ძალიან არ მოეწონა.

რეჟისორი კულტურის მინისტრის შესახებ ამბობს: მისი განცხადებით, “ყველანაირ ყვავილს აქვს გაზრდის უფლება, ოღონდ ჩვენ მხოლოდ იმას მოვრწყავთ, რომელიც მოგვწონს”. წესით, ასეთი განცხადების შემდეგ ის თანამდებობიდან უნდა გაეთავისუფლებინათ, რადგან ეს სიტყვები არაკონსტიტუციურია და სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას პირდაპირ ეწინააღმდეგება. ხელოვანებისთვის მსგავსი წესების წამოყენება დაუშვებელია. კანონის მიხედვით, ყველანი თანასწორნი უნდა ვიყოთ.

ლევიათანი ერთი ადამიანის მონსტრ სისტემასთან დაპირისპირებას აღწერს და რაღაცით თავად ზვიაგინცევის ამბავს ჰგავს. მე არ ვარ პოლიტიკური აქტივისტი, მაგრამ ამ ყველაფრის რეაქციის გარეშე დატოვება შეუძლებელია. ჩემი პოზიცია კი ჩემი ფილმებია.  

 

წყარო: www.theguardian.com

მოამზადა გიორგი კარანაძემ

Pussy Riotალ პაჩინოანდრეი ზვიაგინცევიბობი დირფილდიგანდევნაგიორგი კარანაძედაბრუნებაელენავენეციის კინოფესტივალივლადიმერ პუტინიკანის კინოფესტივალიკაფკალევიათანიოსკარიტარკოვსკიშაუნ უოლკერი
Previous Post

ნიაზ ხუციანიძე: "ვცდილობ, პოზიტიური ვიყო"

Next Post

ჯონ კრასინსკი "მშვიდი ადგილის" გაგრძელებაზე მუშაობს

Next Post
ჯონ კრასინსკი “მშვიდი ადგილის” გაგრძელებაზე მუშაობს

ჯონ კრასინსკი "მშვიდი ადგილის" გაგრძელებაზე მუშაობს

ახალი ამბები

ცნობილი პერსონაჟების სიმეტრიულად გაყოფილი პორტრეტები

ცნობილი პერსონაჟების სიმეტრიულად გაყოფილი პორტრეტები

ავტორი Cinemania
23 იანვარი, 2021
0

ცნობილი მსახიობები კარიერის დასაწყისში და ახლა

ცნობილი მსახიობები კარიერის დასაწყისში და ახლა

ავტორი Cinemania
22 იანვარი, 2021
1

TOP: Game Of Thrones-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები

TOP: Game Of Thrones-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები

ავტორი Cinemania
21 იანვარი, 2021
0

ქვიზები

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
2069

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
573

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
2468

ბოლოს დამატებული

ცნობილი პერსონაჟების სიმეტრიულად გაყოფილი პორტრეტები

ცნობილი პერსონაჟების სიმეტრიულად გაყოფილი პორტრეტები

ავტორი Cinemania
23 იანვარი, 2021
0

ცნობილი მსახიობები კარიერის დასაწყისში და ახლა

ცნობილი მსახიობები კარიერის დასაწყისში და ახლა

ავტორი Cinemania
22 იანვარი, 2021
1

TOP: Game Of Thrones-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები

TOP: Game Of Thrones-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები

ავტორი Cinemania
21 იანვარი, 2021
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020