სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ალფონსო კუარონის შემოქმედებითი გზა

Cinemania ავტორი Cinemania
8 თებერვალი, 2019
რუბრიკა კინოგურმანი, რეცენზიები
0
ალფონსო კუარონის შემოქმედებითი გზა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ავტორი: ბექა სუხიტაშვილი

მექსიკელი რეჟისორის, ალფონსო კუარონის რომამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ის არამხოლოდ კომერციულ ბლოკბასტერებშიც, არამედ არტჰაუსის ჟანრშიც ერთნაირად საინტერესო, მნიშვნელოვანი და ორიგინალურია. მისი კარიერაც ჰარი პოტერამდე და გრავიტაციამდე, სწორედ რომ ერთი პატარა ინდი ფილმით დაიწყო, რომათი კი, ის თავის ძველ ფესვებს უბრუნდება.

მეხიკოში დაბადებული რეჟისორი ფილოსოფიას სწავლობდა მექსიკის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ხოლო მოგვიანებით იმავე უნივერსიტეტის ერთ-ერთ ქვესექციაში, სარეჟისოროს. იქ მან რეჟისორი კარლოს მარკოვიჩი გაიცნო, რომელთან ერთადაც 1983 წელს პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი “შურისძიება ჩემია“ გადაიღო. მალევე ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა. მექსიკურ სერიალში “Hora Marcada“, რომლის ერთ-ერთი რეჟისორი გილერმო დელ ტოროც იყო კუარონიმ ექვსი ეპიზოდი გადაიღო.

1991 წელს რეჟისორი პირველ სრულმეტრაჟიან ფილმს იღებს, კომედიას სახელწდოებით “Sólo con tu pareja” (“სიყვარული ისტერიის დროს“). გარდა იმისა, რომ კუარონი სცენარისტიც იყო, მან მემონტაჟის როლიც მოირგო. საქმიანობა, რომელიც დამახასიათებელი არაა რეჟისორებისთვის, მის მომდევნო ფილმებშიც გააგრძელა. ფილმი მექსიკაში ძალიან პოპულარული იყო. წარმატების შემდეგ, სიდნი პოლაკმა კუარონი დაიქირავა მისი სერიალის “დაცემული ანგელოზების” გადასაღებად, სადაც რეჟისორმა ერთი სერია შექმნა. სერიალში ისეთი რეჟისორები იღებდნენ მონაწილეობას, როგორებიცაა სტივენ სოდერბერგი, ჯონათან კაპლანი, პიტერ ბოგდანოვიჩი, მსახიობი ტომ ჰენკსი და სხვა.

უკვე მეორე ფილმი კუარონიმ ქვეყნის გარეთ გადაიღო და ეს “პატარა პრინცესა” გახლდათ 1995 წელს. ფილმი ამავესახელწოდების ფრენსის ელიზა ბურნეტის რომანს ეფუძნებოდა, ისევე როგორც მესამე ფილმი დიდი იმედები, რომელიც ჩარლზ დიკენსის ცნობილ ნაწარმოებს ეყრდნობოდა.

2001 წელს კუარონი პირველად საკუთარ ფესვებს დაუბრუნდა და ესპანურენოვანი სამსახიობო გუნდით დედაშენიც აგრეთვე შექმნა. დებიუტის მსგავსად სცენარის წერისას ძმა, კარლოს კუარონი დაიხმარა, ხოლო ფილმში მთავარ როლს გაელ გარსია ბერნალი ასრულებდა. ფილმი პროვოკაციული და კონტროვერსიული “როუდ“ კომედია იყო ორ სექსუალურად დაუკმაყოფილებელ თინეიჯერზე და მათზე ასაკით საკმაოდ დიდ, ქორწინებაში მყოფ ქალზე. ფილმი მექსიკის პოლიტიკურ-სოციალურ თემებსაც ეხებოდა და დამოუკიდებელ კინოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა სხვადასხვა ფესტივალზე. ფილმმა ოსკარზე “საუკეთესო ორიგინალური სცენარის” ნომინაციაც კი მიიღო.

ამავე ფილმში ოპერატორი კუარონის მუდმივი პარტნიორი და სამი ოსკარის მფლობელი (ისინი ერთად, პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმიდან მუშაობენ) ემანუელ ლუბეცკი იყო. რომა კუარონის ერთადერთი ფილმია ჯერ-ჯერობით, სადაც ლუბეცკი ოპერატორი არ არის.

“ჰარი პოტერის” გადასაღები მოედანი

2005 წელს რეჟისორი ჰარი პოტერის სერიის მესამე ფილმს ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვეს იღებს, რომელიც ჯოან როულინგის თქმით, პოტერიადას სერიიდან მისი ფავორიტი ფილმია. კრიტიკოსები ასევე დადებითად შეხვდნენ ფილმს და აღნიშნეს, რომ ის ყველაზე უკეთ წარმოაჩენდა როულინგის სამყაროს. კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა ასევე ადაპტირებული სცენარით დაწერილმა (პ. დ. ჯეიმსის რომანი) კაცობრიობის შვილი, რომელმაც ოსკარის სამი ნომინაცია დაიმსახურა.

კაცობრიობის შვილი რწმენისა და იმედის თემას ეხებოდა. დიდ ადგილს უთმობდა რელიგიას და თან თანამედროვე პრობლემებს (მაგ.: იმიგრანტები, ომი და სხვა) ასახავდა. კუარონის თქმით, მას არ სურდა დანის პირზე მორბენალის მსგავსი ფილმის გადაღება, არამედ დოკუმენტური ნარატივის მსგავსი ამბის, რომელიც 2027 წელს ხდება. ფილმი აღსანიშნავი იმითაცა, რომ კუარონი გრძელი კადრების სტილს იყენებს. მაგალითად, კის მშობიარობის სცენა 3 წუთი და 19 წამი უწყვეტი კადრია, ხოლო თეო გაქცევის ეპიზოდი 6 წუთი და 18 წამი. კუარონი გრძელ კადრებს მის წინა ფილმეშიც იყენებდა, რაც რეჟისორის თქმით, მეტი დაკვირვების საშუალებას იძლევა.

2004 წელს აფუძნებს საკუთარ სადისტრიბუციო კომპანიას Esperanto Filmoj. სახელწოდება რეჟისორმა ესპანური ენის სიყვარულით და მხარდაჭერით აირჩია (ამ გამოგონილ ენას, ესპერანტო ჰქვია, რომელიც ხელოვნური საერთაშორისო დამხმარე ენაა და მექსიკაში ძალიან გავრცელებულია). სწორედ ამ კომპანიამ გაუწია დისტრიბუცია რეჟისორის მომდევნო კოსმოსურ დრამას გრავიტაცია.

“რომას” გადასაღები მოედანი

გრავიტაციის სცენარზე, კურონიმ შვილთან, ხონას კუარონთან ერთად იმუშავა. ფილმმა უდიდესი პოპულარობა მოუტანა რეჟისორს, როგორც კინოკრტიკოსებში, ფესტივალებსა თუ დაჯილდოებებზე, ასევე ყველანაირი გემოვნების კინომოყვარულში. ოსკარის 86-ე დაჯილდოებაზე ათი ნომინაცია დაიმსაუხრა, რომელთაგან შვიდში გაიმარჯვა კიდეც, ხოლო შემოსავალმა 723 მილიონს გადააჭარბა. სხვა კოსმოსური ფილმებისგან გრავიტაცია ერთ გმირზე დაკვირვებით გამოირჩეოდა და ეს სანდრა ბულოკის გმირი, რაიან სტოუნი იყო. ალეგორიებითა და სიმბოლოებით დატვირთული ფილმი ერთი ადამიანის მაგალითზე კაცობრიობის ევოლუციაზე მოგვითხრობდა.

წელს კუარონი კიდევ ერთხელ ექცევა მსოფლიო კინოს ყურადღების ქვეშ. რომათი ის უკვე მეორედ უბრუნდება ფესვებს და ფილმს მექსიკაში იღებს. რეჟისორის ბავშვობის მოგონებებით აწყობილ ამ ფილმში ვხვდებით ყველაფერს რაც დამოუკიდებელ კინოში ასე ძალიან გვიყვარს: მინიმალიზმი, გრძელი კადრები, სახასიათო პერსონაჟები, განსხვავებული გარემო და ჩვენთვის უცნობი სამყარო. რომა ოსკარის 91-ე დაჯილდოებაზე ათ ნომინაციას იღებს, რაც მსგავსი ტიპის ფილმისთვის, ძალიან უჩვეულოა, თუმცა, ალბათ, აკადემიის წევრებისთვის ამერიკის დღევანდელი პოლიტიკური გარემოც განმსაზღვრელი აღმოჩნდა. ტრამპის ადმინისტრაცია მექსიკის საზღვარზე დიდი კედლის აშენებას გეგმავს – თუკი რეალურ ცხოვრებაში წარმოსახვითი თუ ნამდვილი კედელი ადამიანებს ერთმანეთს გვაკარგვინებს, გვაშორებს, გვყოფს, ხელოვნებაში ის ძალმოსილად გვაერთიანებს და გვაკავშირებს, სადაც რასა, სქესი, მრწამსი თუ სხვა ნიშნები უკვალოდ ქრება. სწორედ ამ ერთიანობის და სიყვარულის გამოხატულებაა კუარონის რომა, რომელიც სულ მალე შესაძლოა ბეტონის მაღალ კედლებში მოაქციონ.

ალფონსო კუარონიბექა სუხიტაშვილიგაელ გარსია ბერნალიგილერმო დელ ტოროგრავიტაციადანის პირზე მორბენალიდედაშენიც აგრეთვედიდი იმედებიემანუელ ლუბეცკიკარლოს კუარონიკარლოს მარკოვიჩიკაცობრიობის შვილიოსკარიოსკარი 2019პატარა პრინცესაპიტერ ბოგდანოვიჩირომასანდრა ბულოკისიდნი პოლაკისიყვარული ისტერიის დროსსტივენ სოდერბერგიტომ ჰენკსიშურისძიება ჩემიაჩარლზ დიკენსიხონას კუარონიჯოან როულინგიჯონათან კაპლანიჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე
Previous Post

რატომაა "სექსუალური განათლება" მნიშვნელოვანი სერიალი

Next Post

ვიზუალური ეფექტების საზოგადოებამ საუკეთესო ფილმები დაასახელა

Next Post
ვიზუალური ეფექტების საზოგადოებამ საუკეთესო ფილმები დაასახელა

ვიზუალური ეფექტების საზოგადოებამ საუკეთესო ფილმები დაასახელა

ახალი ამბები

ცნობილი პერსონაჟების სიმეტრიულად გაყოფილი პორტრეტები

ცნობილი პერსონაჟების სიმეტრიულად გაყოფილი პორტრეტები

ავტორი Cinemania
23 იანვარი, 2021
0

ცნობილი მსახიობები კარიერის დასაწყისში და ახლა

ცნობილი მსახიობები კარიერის დასაწყისში და ახლა

ავტორი Cinemania
22 იანვარი, 2021
1

TOP: Game Of Thrones-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები

TOP: Game Of Thrones-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები

ავტორი Cinemania
21 იანვარი, 2021
0

ქვიზები

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
3731

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
2392

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5563

ბოლოს დამატებული

ცნობილი პერსონაჟების სიმეტრიულად გაყოფილი პორტრეტები

ცნობილი პერსონაჟების სიმეტრიულად გაყოფილი პორტრეტები

ავტორი Cinemania
23 იანვარი, 2021
0

ცნობილი მსახიობები კარიერის დასაწყისში და ახლა

ცნობილი მსახიობები კარიერის დასაწყისში და ახლა

ავტორი Cinemania
22 იანვარი, 2021
1

TOP: Game Of Thrones-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები

TOP: Game Of Thrones-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები

ავტორი Cinemania
21 იანვარი, 2021
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020