მე მაინტერესებს ახალი მსოფლიო, ახალი სამყაროები და ახალი გამოწვევები. ყოველთვის ვამბობდი, რომ ერთადერთი მიზეზი, რატომაც ფილმებს ვაკეთებ, არის არა შედეგი, არამედ ის ცოდნა, რომელსაც ვიღებ.
ჩემთვის ჩემი ფილმები ჩემი შვილებივით არ არიან, არიან ჩემი ექს-მეუღლეებივით – ძალიან ბევრს მაძლევენ და მეც ძალიან ბევრს ვაძლევ მათ. მიყვარს ისინი, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა სრულდება და კარგია, რომ ასე ხდება.
გრავიტაციაში თითქმის ყველაფერი მეტაფორაა. ჩემთვის ფილმში პერსონაჟი და ფონი თანაბრად მნიშვნელოვანია. ერთი მეორეზე ინფორმაციას გვაძლევს. მაგალითად, სანდრა ბულოკი გაჭედილია და ტივტივებს დედამიწასა და სამყაროს სიცარიელეს შორის და ჩვენ ნამსხვრევებს უბედურების მეტაფორად ვიყენებთ.
როდესაც ბავშვებთან გიწევს მუშაობა, ხალხი გეუბნება, იყო დელიკატური, მაგრამ ეს უკანასკნელი რამაა, რასაც ბავშვებთან აკეთებ. ისინი მფარველობას გრძნობენ, როცა ასე იქცევი. არადა მათ უბრალოდ სურთ, იყო ნორმალური.
მე ასეთი მიდგომა მაქვს – როდესაც ფილმს ვამთავრებ, მას მეორედ აღარ ვუყურებ. არასდროს მინახავს ჩემი არცერთი ფილმი მას შემდეგ, რაც მასზე მუშაობა დავამთავრე.
ვთვლი, რომ ჯილდოებს არ შეუძლია ფილმი უფრო კარგი ან უფრო ცუდი გახადოს.
ადამიანებისადმი იმედის დაკარგვა ტოვებს სიცარიელეს, რომელიც შევსებას საჭიროებს. შესაძლებელია, ეს სიცარიელე შეავსოს იდეოლოგიამ. იმედი და რწმენა ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ხოლო როდესაც იდეოლოგია უკავშირდება რწმენას, ეს მის პუნქტად იქცევა და არა დისკუსიის მიზნად.
ადრე ნერდი ვიყავი და ჩემი თავშესაფარი ფილმები იყო.
მე მიყვარს ლოს-ანჯელესი. იქ ყოველთვის დიდებულ დროს ვატარებ. ის, რაც ჩემი და ლოს-ანჯელესის ურთიერთობას განსაზღვრავს, არის ქარხნების ხმაური, კარგად დაძინების საშუალებას რომ არ მაძლევს.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, იცოდე, თუ რა მიმართულებით მიდის 21-ე საუკუნე მთელი ამ დემოკრატიის ბრმა რწმენით. სხვათა შორის, მე არ ვარ დემოკრატიის წინააღმდეგი. მე იმ ბრმა რწმენის წინააღმდეგი ვარ, რომელიც დემოკრატიაში არსებობს.
ამერიკელებს ფილმებში ეშინიათ სექსის, მაგრამ ბოროტად იყენებენ ძალადობას.
კაცობრიობის შვილის ორი ნამდვილი წინამძღოლი ქლაივ ოუენი და სოციალური გარემოა. იგივე ფილმი – სოციალური გარემოს გარეშე – იქნებოდა უბრალოდ ფილმი დევნაზე.
მე მაქვს ჩემი შიშები 3დ-სთან დაკავშირებით. არ მომწონს შავის და თეთრის ნაკლებობა, როგორ აჩლუნგებს გამოსახულებას, როგორ აფუჭებს ფერებს. ასევე, არ მომწონს მოუხერხებელი სათვალე, რომელიც 3დ ფილმის ყურებისას მიკეთია.
უნდა ვაღიარო, რომ გრავიტაცია 3დ-ში უკეთესია, მიუხედავად იმისა, რომ 2დ-ში სურათის ხარისხი გაცილებით სჯობს.
ადამიანების უმეტესობა ტელევიზორს სანახევროდ უყურებს. ისინი თან ტელევიზორს უყურებენ და თან პარალელურად უამრავ სხვა საქმეს აკეთებენ. მათ უფრო მეტად ყურები აქვთ მიპყრობილი, ვიდრე თვალები, და ამის საშუალებას ის აძლევთ, რომ ტელევიზიაში ნარატივი და პერსონაჟები ყოველთვის წინა პლანზე არიან.
იშვიათად ხდება, რომ სატელევიზიო შოუში განსაკუთრებული მომენტები აღმოაჩინოთ. ისეთ დიდებულ სერიალშიც კი, როგორიცაა მძიმე დანაშაული, თქვენ გახსენდებათ სიტუაციები და პერსონაჟები, მაგრამ არა მომენტები. იგივე შემიძლია ვთქვა მეინსტრიმულ ფილმებზეც, რომლებსაც არც კარგი ნარატივი აქვთ და არც დასამახსოვრებელი მომენტები.
რვა წლის ვიყავი, როდესაც ადამიანმა პირველად დადგა ფეხი მთვარეზე და მე ამ ფაქტით აღტაცებული დავრჩი. ასტრონავტობა მინდოდა. თუმცა, მერე მივხვდი, რომ ნაკლებ სავარაუდო იყო, მექსიკელი ბავშვი ადრეულ 70-იანებში ასტრონავტი გამხდარიყო.

ჩემი საყვარელი ფილმების უმეტესობა კოსმოსის კვლევითაა შთაგონებული და ისინი ცდილობენ, პატივი მიაგონ ფიზიკის კანონებს. ბავშვობაში უამრავჯერ მაქვს ნანახი გადაკარგული.
უნდა ვაღიარო, დიდად არ მაინტერესებს, რას წერენ ჩემზე.
წყარო: www.brainyquote.com
მოამზადა ნიკა თამარაშვილმა