სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ალბერტ სერას კრეატიული დესტრუქცია

Cinemania ავტორი Cinemania
31 მაისი, 2018
რუბრიკა კინოგურმანი, რევიუ
0
ალბერტ სერა

ალბერტ სერა

0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
ალბერტ სერა
ალბერტ სერა

ტრანსცენდენტალ-მინიმალისტი კატალონიელი რეჟისორი ალბერტ სერა, რომელიც კამერას ისევე იყენებს, როგორც პედრუ კოშტა, დევიდ ლინჩი და მაიკლ მანი, ერთ-ერთი იმათგანია დღევანდელ კინემატოგრაფში, ვინც მაყურებლისთვის სრულიად ახლებურ ხედვას ქმნის.

მისი ფილმები არ არის წიგნების უბრალო ადაპტაცია ან ამბის მოყოლა. ისინი ადამიანებზეა, რომლებიც თავიანთი მყოფობით ახლანდელ დროში გვეპატიჟებიან. მიუხედავად ისტორიიდან აღებული პერსონაჟების თუ ფაქტებისა, არცერთი მათგანი ისტორიული ფილმი არ არის.

ინტერვიუ ჩაიწერა ერთი წლის თავზე ლოკარნოს კინოფესტივალიდან, სადაც ჩემი სიკვილის ამბავმა (2013 წ.) მთავარი პრიზი, ოქროს ლეოპარდი მიიღო.

 

ფილმის პრემიერიდან უკვე ერთი წელი გავიდა. კვლავ ამ ფილმზე ფიქრობთ თუ უკვე სხვა საფიქრალით ხართ დაკავებული?

ამჟამად ვმუშაობ ახალ ფილმზე, სადაც წარსულ გამოცდილებას, მთელ იმ სიმდიდრეს, კომპლექსურობასა და თხრობითობას გამოვიყენებ. ფილმი თანამედროვე არტ-სამყაროზეა. მას “მე არტისტი ვარ” ერქმევა და მოგვითხრობს ახალგაზრდა ხელოვანზე, რომელიც 2014-15 წლებში მუშაობის დაწყებას და კონტემპორარული ხელოვნების ექსტრავაგანტულ სამყაროში ცხოვრებას ცდილობს.

ვიმედოვნებ, დავასრულებ. დღესდღეობით ხომ არასოდეს იცი, ფინანსები სადამდე გაგყვება, მითუმეტეს, ესპანეთში. თან ჩვენი გადაღებები საკმაოდ სტრესულია. მომწონს ძალადობრივი გადაღების პროცესი.

არადა თქვენი ფილმების ყურებისას პირიქით, საკმაოდ მშვიდი ენერგია ეუფლება ადამიანს…

ჩემი ფილმები მშვიდია იმ გაგებით, რომ ცხოვრების შეცვლა შეუძლია! მაგალითად, ბოლო ფილმის გადაღებისას ექვსმა ადამიანმა შეიცვალა პარტნიორი. ისინი წყვილები იყვნენ, ერთად ცხოვრობდნენ! მაგრამ გადაღებისას ან მას შემდეგ, პარტნიორები შეიცვალეს, რადგან ცხოვრებაზე შეეცვალათ წარმოდგენა. ორი მუდმივი წევრი ყოველთვის ელის მომდევნო ფილმის გადაღებას, რათა შეიცვალონ. ადამიანები მე მელოდებიან.

ალბერტ სერა
ალბერტ სერა

თქვენი გადაღების მეთოდი რაღაცნაირად მიკრიკოსმოსს ჰგავს.

რა თქმა უნდა, შენ ვერ გამოცდი ცვლილებას გადაღებისას, თუკი ეს პროცესი არარეალურია. ენდი უორჰოლმა დიდი გავლენა მოახდინა. მისი გოგონები ჩელსიდან ხომ მანიპულაციაა, კარგი გაგებით. ვერავინ იტანდა უორჰოლს, სწორედ ამიტომ, ის იყო ერთადერთი მდიდარი, სხვები კი ღარიბები იყვნენ.

გოგონები ჩელსიდან ცხოვრების შეცნობის მსგავსია. სიცოცხლე მეტ ვნებასა და მეტ მოქმედებას მოითხოვს. დეტალებს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს მინდვრის დათესვას ჰგავს, სადაც პატარა ყლორტები სპონტანურად ჩნდებიან.

ფილმის შექმნა ცხოვრების კატალიზატორია.

კი, ასეა ზოგადად ხელოვნება. ყოველთვის ვამბობ, რომ ის, რამაც ჩემი ცხოვრება ნამდვილად შეცვალა, ხელოვნებაა; ისეთმა ნამდვილმა მწერლებმა, როგორებიც პრუსტი და სერვანტესი არიან და ისეთმა ნამდვილმა რეჟისორმა, როგორიც უორჰოლია.

ხელოვნებას, კინოს, ცხოვრებასთან რეალური კავშირი უნდა ჰქონდეს. მინდა, მჯეროდეს, რომ ხელოვნება ჩვენს ცხოვრებას აუმჯობესებს, რომ ის, რასაც მე ან სხვა რეჟისორები ვაკეთებთ, კაცობრიობისთვის სასიკეთოა. ახალი ფილმის მთავარი მიზანია, ერთმანეთს შევურიო სერიოზულობა, მხიარულება, ირონიულობა და პაროდია, და ეს ბუნებრივად და ექსტრემალურად გამოვხატო.

თქვენი ფილმების კომედიური მხარე თითქოს ტექნიკასთან და გარემოსთან შეუსაბამოა…

დიახ, ამის მიღწევა რთულია. ზოგადად, ან კომედიას იღებ, ან სერიოზულ ფილმს. მაგრამ ამათ ნარევს? გქონდეს ერთდროულად სულიერი, ღრმა მოტივები და პაროდია? ამგვარი რამ მიღებული იყო მე-20 საუკუნის ავანგარდში, იქნებოდა ეს დადა, სიურრეალიზმი თუ პოპ-არტი. დღეს ეს ყველაფერი ცოტა დაკარგულია. ადამიანები, რეჟისორები იმდენად არიან შეპყრობილები საკუთარი კარიერით, რომ ეშინიათ, ნამუშევარში ისეთი რამ გაურიონ, რის გამოც კრიტიკოსები მათ არასერიოზულად აღიქვამენ.

მე მომწონს ასეთი რისკი. ჩვენ ვცხოვრობთ საინტერესო არტ-სამყაროში, სადაც ძნელია, გაარჩიო, სად იწყება ნამდვილი და სად მთავრდება ყალბი. როგორია ნამდვილი არტისტი, როგორ ეხმიანება ის საზოგადოებას? ეს ყველაფერი ნაწილობრივ წინა ფილმებში გადმოვეცი.

ალბერტ სერა
ალბერტ სერა

გადაღება თესვას შეადარეთ. შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს არამხოლოდ გადაღების პროცესს ეხება, არამედ მონტაჟსაც? რომ მონტაჟის დროსაც ჩნდება ახალ-ახალი დეტალები?

შესაძლოა. ჩემი სიკვდილის ამბის გადაღებისას გავაცნობიერე, რომ აღარ მსურდა უკვე გაკეთებულის გამეორება და რაღაც ახალი მომინდა. კლიშეს პარანოია მქონდა, კლიშესი, როგორ საზოგადოდ და როგორც საკუთარი თავის.

ასე რომ, გადაღება სპონტანურად დავიწყე და ნელ-ნელა სტრატეგიაც შევიმუშავე –  ახალი ფილმის გადაღებისას ჩემს წინა ფილმებში აღმოჩენილი იდეების უარყოფა. მე გადაღების დროს ყველა იმ კარგ იდეას, რაც სცენარში მეწერა, უარვყოფ და მათ წინააღმდეგ ვმუშაობ, მაგრამ მონტაჟის დროს – გადაღებულის წინააღმდეგ მივდივარ. პოსტ-წარმოებისას უკვე გადაღებულს ვეწინააღმდეგები.

გადაღების დროს კამერაში გამოსახულებას არასოდეს ვამოწმებ, არც მონიტორს, არც კომპიუტერს, საერთოდ არაფერს.

უბრალოდ, კამერას აყენებთ და მორჩა?

ზოგჯერ, როცა ოპერატორი მეკითხება, მომწონს თუ არა ესა თუ ის კუთხე, რა თქმა უნდა, ვერთვები პროცესში. ასევე, მონტაჟის დროს თუ რამე არ მომწონს, მაშინ ხელმეორე გადაღებას სხვანაირად ვმართავ. ფილმის შექმნის პროცესში მთლიანად ჩართული ვარ, ბევრს ვმუშაობ ხმაზე.

მსახიობებს უბრაზდებით?

მე მათ შეძულებაზე ვმუშაობ. რა თქმა უნდა, იმ მსახიობებთან ვთანამშრომლობ, რომლებიც მომწონს, მაგრამ თუკი გადაღების დროსაც ასე ვიქნები, კლიშე გამომივა. მსახიობებისადმი ჰუმანისტური მიდგომაც კლიშეა. ამიტომ გადაღების დროს ერთ-ერთი სტრატეგია მათი შეძულებაა და ეს ძალიან ლამაზია.

ხელოვნების ძალა სწორედ იმაშია, რომ ის იმ შემთხვევაშიც მუშაობს, როცა გადაღების დროს ყველა ჩხუბობს. ეს ხომ რეალური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, – ქაოსი, რომელიც გამოსადეგია. კი, მე მიყვარს ძალადობა და სტრესი, მაგრამ ეს ამავდროულად ცხოვრების დღესასწაულია, ერთიანობის მომენტი, რაღაცის ფუნდამენტური შეგრძნება, შექმნის პროცესი.

ტექნიკა ჩემთვის მხოლოდ დამხმარე საშუალებაა. მე არ ველოდები შუქის ტექნიკოსს, პირიქით, ტექნიკოსმა არსებულ შუქს უნდა მოარგოს აღჭურვილობა. ტექნიკური საშუალებები მხოლოდ ფილმს უნდა ემსახურებოდეს, მეორეხარისხოვანი უნდა იყოს. ციფრული კამერით თავისუფლად შეიძლება გამოსახულების სიღრმის ჩვენება. ასევე, არაპროფესიონალი მსახიობების შემთხვევაში, მე მათი თამაშის მიღმა კი არ ვიყურები, არამედ სწორედ მათ ვაკვირდები, იმას, რაც ჩემ წინ ხდება.

ეს ყველაფერი რეალური მაგიაა და მე არ მინდა, გადავიღო “სწორი” ფილმი, რომელიც ყველა ასპექტში შესანიშნავი იქნება. ეს არის სწორედ ჯადოქრობის არსი: შენ გჭირდება კარგი და ცუდი გამოცდილება, აღზევებაც და დაცემაც.

ალბერტ სერა

ამ ყველაფერში ბევრი რისკია და ალბათ, ეს ცოტა შემაშფოთებელიცაა.

ყოველთვის ასე ვმუშაობ. ფილმის მაგია არაა ის, რასაც ხედავ. მსახიობში არ მაინტერესებს, ვინ არის ის ზოგადად, მაინტერესებს – როგორია ახლა, ამ წუთას, გადაღების მომენტში. მაგია დაფარულია და ის უნდა მოიხელთო. კამერას კი მისი აღბეჭდვა შეუძლია. შეცდომებს დაუშვებ, თუკი მხოლოდ შენს თავს ენდობი. მე კამერას ვენდობი. კამერა იმას გადაიღებს, რაც რეალურია.

მაგიურობა მხოლოდ გადაღების პროცესის ნაწილია თუ ფილმის შინაარსიც ქმნის მას?

ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. ამგვარი მისტიკურობა გადაღების დროს ყოველთვის ჩნდება, და თუ არ არსებობს მაგიურობა, მაშინ იდუმალება მეფობს. რაღაც გაგებით, მე ყოველთვის ვიმარჯვებ. გადაღების დროს ისეთ კონდიციაში ვაყენებ თავს, რომ რაღაც მოხდეს. ეს კომპლექსური პროცესია, ინტუიციის ამბავია. მჯერა ჩემი სამუშაოსი. არ ვამბობ, რომ ყველა რეჟისორმა ასე უნდა იმუშაოს, ეს უბრალოდ, ჩემი არჩევანი, ჩემი სტილია.

 

წყარო: bfi.org.uk

მოამზადა ბექა სუხიტაშვილმა

ალბერტ სერაბექა სუხიტაშვილიგოგონები ჩელსიდანდევიდ ლინჩიენდი უორჰოლილოკარნოს კინოფესტივალიმაიკლ მანიმარსელ პრუსტიმე არტისტი ვარპედრუ კოშტასერვანტესიჩემი სიკვდილის ამბავი
Previous Post

სხვადასხვა ფილმში გამეორებული კადრები და დეტალები, რომლებიც აქამდე არ შეგვიმჩნევია

Next Post

ენ ჰეთევეის ახალი ფოტოსესია ჟურნალ Glamour-ისთვის

Next Post
ენ ჰეთევეის ახალი ფოტოსესია ჟურნალ Glamour-ისთვის

ენ ჰეთევეის ახალი ფოტოსესია ჟურნალ Glamour-ისთვის

ახალი ამბები

Marvel-ის ახალი ბლოკბასტერის „Shang-Chi and The Legend of The Ten Rings“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

Marvel-ის ახალი ბლოკბასტერის „Shang-Chi and The Legend of The Ten Rings“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
19 აპრილი, 2021
0

ცნობილი მსახიობების წარუმატებელი როლები

ცნობილი მსახიობების წარუმატებელი როლები

ავტორი Cinemania
18 აპრილი, 2021
0

ცნობილი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, რომლებმაც სხვადასხვა ფილმებში ნათესავი პერსონაჟები განასახიერეს

ცნობილი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, რომლებმაც სხვადასხვა ფილმებში ნათესავი პერსონაჟები განასახიერეს

ავტორი Cinemania
17 აპრილი, 2021
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ავტორი Cinemania
8 ივლისი, 2019
3332

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ავტორი Cinemania
15 მაისი, 2019
5725

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
3317

ბოლოს დამატებული

Marvel-ის ახალი ბლოკბასტერის „Shang-Chi and The Legend of The Ten Rings“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

Marvel-ის ახალი ბლოკბასტერის „Shang-Chi and The Legend of The Ten Rings“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
19 აპრილი, 2021
0

ცნობილი მსახიობების წარუმატებელი როლები

ცნობილი მსახიობების წარუმატებელი როლები

ავტორი Cinemania
18 აპრილი, 2021
0

ცნობილი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, რომლებმაც სხვადასხვა ფილმებში ნათესავი პერსონაჟები განასახიერეს

ცნობილი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, რომლებმაც სხვადასხვა ფილმებში ნათესავი პერსონაჟები განასახიერეს

ავტორი Cinemania
17 აპრილი, 2021
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020