სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ყველაფერი ადამიანი-ობობას შესახებ (ნაწილი მეორე)

Cinemania ავტორი Cinemania
11 ივლისი, 2018
რუბრიკა კინოგურმანი, რეცენზიები
0
ადამიანი-ობობა

ადამიანი-ობობა

0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
ადამიანი-ობობა
ადამიანი-ობობა

პიროვნების კრიზისი

 

მთავარი მხატვრის წასვლის შემდეგ ქსელების მოყვარული გმირის ისტორია ჩვეულებრივად გაგრძელდა. სტენ ლი ამზადებდა სპეციალურ – 39-ე გამოშვებას, რომელშიც ადამიანი-ობობა პირველად დამარცხდებოდა. 1966 წლის აგვისტოში მან ახალგაზრდა და ნიჭიერი მხატვარი – ჯონ რომიტა მოიწვია, მასთან ერთად აღადგინა მწვანე გობლინი და კომიქსების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დაუნდობელ გმირად აქცია. ანტაგონისტის ამბავს ფარდა აეხადა.

ადამიანი-ობობა ხშირად ხვდებოდა გობლინს და მათი ურთიერთობა ბევრ დაპირისპირებას მოიცავდა. მას არაერთხელ ჩაუშლია გობლინისა და მისი თანამზრახველების ბოროტი გეგმები ნიუ-იორკის დაპყრობასთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის დავიწყება კი შეუძლებელია! დგება დრო, როდესაც ხელის შეშლისთვის ობობას პასუხი უნდა მოეთხოვოს! გობლინი იდეალურ მომენტს არჩევს, პიტერის ზებუნებრივ ძალებს ახშობს და მას მძევლად იყვანს.

პარკერი მტრის ერთ-ერთ თავშესაფარში – პორტში აღმოჩნდება. გობლინი მას თავის საიდუმლოს გაუმხელს და ნიღაბს მოიხსნის. პიტერი შოკირებულია. ის აღმოაჩენს, რომ ამდენი წლის განმავლობაში საუკეთესო მეგობრის, ჰარი ოსბორნის მამას, ნორმან ოსბორნს ებრძოდა. გობლინად ქცევის ისტორია კი ასეთია: ნორმანს სურდა, შეექმნა განსაკუთრებული ქიმიური ფორმულა, რომელიც მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს გაზრდიდა. სამწუხაროდ, ექსპერიმენტი ტრაგიკულად წარიმართა, ნორმანი სიგიჟის გზას დაადგა და ასე შეიქმნა მწვანე გობლინი.

მწვანე გობლინი
მწვანე გობლინი

ოსბორნი თავისი კომპანიის, ოსკორპის ფინანსებსა და რესურსებს ერთადერთი მიზნისთვის იყენებდა – ხელში ჩაეგდო ნიუ-იორკი და გაენადგურებინა ადამიანი-ობობა… ამ უაზრო ახირებების მოსმენისას პიტერი ჩუმად გაითავისუფლებს თავს. შეტაკების დროს მოულოდნელად საწყობში ხანძარი ჩნდება. ერთ-ერთი დარტყმის შემდეგ ოსბორნი ელექტროენერგიის ჯიხურს მიეჯახება და ამნეზია დაემართება. ის საკუთარ მიზნებს ივიწყებს. პიტერი ოსბორნს ჩუმად გახდის გობლინის კოსტიუმს და მას ცეცხლში გაანადგურებს, ხოლო მეხანძრეების მოსვლის შემდეგ უგონო მდგომარეობაში მყოფ ნორმანს მაშველებს ჩააბარებს და შემთხვევის ადგილიდან გაქრება.

ამ შემთხვევის შემდეგ გმირის ცხოვრება გაცილებით მშვიდი ხდება: დეიდა მეი პიტერს მომხიბვლელ მეზობელს – მერი ჯეინ უოტსონს გააცნობს. პიტერი პერიოდულად ხვდება გვენ სტეისის, ჰარი ოსბორნი კი კვლავ მისი საუკეთესო მეგობარია. თუმცა, მშვიდი ცხოვრება დიდხანს არ გასტანს. გაუთავებელი დაპირისპირებები, დეიდა მეის ავადმყოფობა, ცუდი ნიშნები სკოლაში და ჯეიმსონის საშინელი სტატიები პიტერს ჭკუიდან შლის.

სწორედ ამ დროს გადაწყვეტს პირველად პიტერი, რომ ორმაგ ცხოვრებას თავი დაანებოს, თუმცა ადამიანი-ობობას გაქრობის შემდეგ დანაშაულის რიცხვი ქალაქში რადიკალურად იზრდება. მოსახლეობა პანიკაშია. პიტერს სინდისი აწუხებს, რადგან მან ბიძია ბენის დაღუპვის დღეს პირობა დადო, რომ ყველა დაუცველ მოქალაქეს დაეხმარებოდა. ის კვლავ უბრუნდება სუპერგმირის კოსტიუმს და თავიდან იწყებს ბრძოლას დანაშაულის წინააღმდეგ.

დანაშაულთან ბრძოლის დროს პიტერი ხვდება როგორც ძველ მოწინააღმდეგეებს, ისე ახლებსაც: მარტორქა (ნამდვილი სახელი და გვარი – ალექსეი სიჩევიჩი), შოკერი, უილსონ ფისკი და სილვერმაინი. თუმცა, ამჯერად პიტერს მარტოს აღარ უწევს ბრძოლა. მას პოლიციის კაპიტანი ჯორჯ სტეისი (გვენის მამა) ეხმარება. კაპიტანს მოსწონს როგორც პიტერი, ასევე მისი ალტერ ეგოც.

The Death of Captain Stacy
The Death of Captain Stacy

ამ პერიოდის კულმინაციას წარმოადგენს სტენ ლის, ჯორჯ რომიტასა და მხატვარ გილ კეინის მიერ შექმნილი კომიქსი The Death of Captain Stacy, სადაც მოქმედება დოქტორი რვაფეხას მიერ ნიუ-იორკში მოწყობილი დიდი არეულობისას ვითარდება. ბოროტმოქმედსა და ობობას შორის ბრძოლისას გმირულად იღუპება კაპიტანი სტეისი, რომელიც ბავშვის გადარჩენას ცდილობდა.

სიკვდილის წინ კაპიტანი პიტერს ერთადერთ რამეს სთხოვს – მის შვილს გაუფრთხილდეს. ამ ტრაგიკული ამბის შემდეგ წყვილს საშინელი პერიოდი უდგას. დოქტორი რვაფეხა ისევ თავისუფალია, ხოლო კაპიტნის სიკვდილი ადამიან-ობობას დაბრალდა. გვენი საშინელ მდგომარეობაშია, მან უახლოესი ადამიანი დაკარგა. ის პარკერს შორდება და საცხოვრებლად ნათესავებთან, ლონდონში გადადის.

 

გმირის დაცემა

Green Goblin Reborn
Green Goblin Reborn

1970-იანი წლები მნიშვნელოვანი პერიოდია ადამიანი-ობობას ცხოვრებაში. ამ დროს სცენარისტებმა და მხატვრებმა გადაწყვიტეს, სამუდამოდ შეეცვალათ გმირის ხასიათი. მას მოუწევს, თავისი პირობა შეასრულოს და ამავდროულად, გადაიტანოს ახლობელი ადამიანების დაკარგვა.

ყველაფერი იწყება კომიქსით Green Goblin Reborn!, რომელიც სტენ ლიმ, ჯონ რომიტამ და გილ კეინმა შექმნეს. ჰარი ოსბორნს არ ჰქონია დალხენილი ბავშვობა, რადგან ყოველთვის მამამისის გავლენას განიცდიდა. ნორმანი მუდმივად ჩაგრავდა და ავიწროებდა შვილს იმ მოტივით, რომ ის დამოუკიდებელ და ჩამოყალიბებულ პიროვნებად ექცია. მიუხედავად იმისა, რომ ჰარი ცდილობდა მამის სიყვარულის დამსახურებას, ამ ურთიერთობიდან ფსიქოლოგიური ტრავმების მეტი ვერაფერი მიიღო.

უმცროსი ოსბორნი მეგობრების (პიტერი და გვენი) გარემოცვაში თავს კარგად გრძნობდა. თუმცა, მერე დაიწყო დეპრესიული პერიოდი, როდესაც მამამისი კვლავ აქტიურად დაბრუნდა მის ცხოვრებაში და ჰარის მერი ჯეინიც დაშორდა. ის ამ სტრესს ვერ უძლებს და დამამშვიდებლებს იღებს, რის შესახებაც პარკერი გაიგებს და ცდილობს, მეგობარს დაეხმაროს. პიტერი მას საავადმყოფოში აგზავნის. პარალელურად კი, ნორმანი კვლავ გობლინის იერს უბრუნდება. პიტერი იაზრებს საკითხის სერიოზულობას, რადგან ოსბორნმა მისი ვინაობის შესახებ იცის… ბრძოლა გარდაუვალია. პიტერი აჩვენებს ნორმანს, თუ რა დაემართა მის შვილს და ნორმანს კვლავ ამნეზია ემართება…

Six Arms Saga
Six Arms Saga

სტენ ლიმ წასვლამდე გილ კეინთან და სცენარისტ როემ ტომასთან ერთად შექმნა ახალი ისტორია Six Arms Saga. პიტერი თავის მომავალზე ფიქრისას ხვდება, რომ ადამიან-ობობად დარჩენა უფრო და უფრო რთული ხდება. ამის თავიდან ასაცილებლად, ექსპერიმენტულ წამალს სვამს. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ წამალმა მისი შესაძლებლობები გააქროს, პიტერს ექვსი ხელი უჩნდება და დასახმარებლად ძველ მეგობარს, ექიმ კურტ კონორს (ხვლიკი) აკითხავს. განკურნების პროცესის დასრულებამდე პარკერს კიდევ ერთხელ უხდება ვამპირ მორბიუსისა და ხვლიკად ქცეული კონორის დამარცხება.

ამ ისტორიის შემდეგ ახალი სცენარისტი – ნიჭიერი და იმედისმომცემი ჯერი კონვეი ხდება. გილ კეინთან და ჯონ რომიტასთან ერთად ის ქმნის ეპიკურ კომიქსს – The Night Gwen Stacy Died. პიტერსა და გვენს ნამდვილად უყვარდათ ერთმანეთი. მათი ცხოვრებისეული ხედვები ერთმანეთს ემთხვეოდა. პიტერს უნდოდა, მისთვის ცოლობა ეთხოვა, რაშიც ხელი მამის გარდაცვალებამ შეუშალა. ორივე მარტოსულად გრძნობდა თავს და ამის გამო გვენმა ნიუ-იორკში დაბრუნება გადაწყვიტა.

ახლა პიტერი და გვენი კვლავ ერთად არიან და თითქოს მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. პარალელურად, ჰარი მძიმე წამლებზე შეჯდა და მისი მდგომარეობა კრიტიკულია. პანიკაში ჩავარდნილი ნორმანი გობლინს ათავისუფლებს. უფროს ოსბორნს ჰარის მდგომარეობაში დამნაშავედ პიტერი მიაჩნია და ამიტომ გვენს გაიტაცებს. პიტერი დამნაშავეს ბრუკლინის ხიდზე პოულობს. მოულოდნელად გობლინი გოგონას ხიდიდან აგდებს, ადამიანი-ობობა კი მის დახმარებას ვერ ასწრებს. გვენი იღუპება. პიტერი აგონიაშია. საშინლად განიცდის, რომ საყვარელი ადამიანის დაცვა ვერ შეძლო და ნორმანისთვის სამაგიეროს გადახდა სურს.

The Night Gwen Stacy Died
The Night Gwen Stacy Died

პარკერი მალევე აგნებს ოსბორნის თავშესაფარს და მათ შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ჩაღდება. მოულოდნელად გობლინი გლაიდერს (საფრენი აპარატი) აამუშავებს, რათა ობობა კუთხეში მიიმწყვდიოს და სასტიკად გაუსწორდეს. საბედნიეროდ, პიტერი მოხერხებულად იმარჯვებს და მომართული აპარატით ოსბორნი იღუპება. თუმცა, მისი სიკვდილი დიდად არაფერს ცვლის პარკერის ცხოვრებაში.

ამ კომიქსის შემდეგ კონვეიმ და მხატვარმა როს ენდრიუსმა შექმნეს ახალი ისტორია Son of the Goblin, სადაც ვხედავთ, რომ მამის დაღუპვის შემდეგ ჰარი სამაგიეროს გადახდის წყურვილით პიტერს უპირისპირდება. ადამიანი-ობობა ამარცხებს უმცროს ოსბორნს და სამკურნალოდ შორეულ კლინიკაში გზავნის.

სერიის დასკვნით ნაწილში – Clone Genesis პიტერი ბიოლოგიის პროფესორს, მაილზ უორენს უპირისპირდება. მეცნიერს ჩუმად უყვარდა გვენი და მისი დაღუპვის შემდეგ გადაწყვიტა, შური ადამიან-ობობაზე ეძია. ის ხდება პიტერის ერთ-ერთი მეტოქე, რომელიც კომიქსებში ტურას სახელითაა ცნობილი.

როგორც კლონირების ექსპერტი, უორენი გვენისა და პიტერის კლონებს ქმნის. მისი მიზანია, კლონი ნამდვილ პარკერს დაუპირისპიროს. საბედნიეროდ, გვენის კლონი გაგიჟებულ შემქმნელს აკავებს და პიტერს საფრთხისგან იხსნის.

Clone Genesis
Clone Genesis

ამდენი ტრაგიკული ამბისა და თავგადასავლის შემდეგ პიტერის ცხოვრებაში კვლავ მშვიდი პერიოდი დგება. ის აცნობიერებს, რომ გვენს ვეღარასდროს დაიბრუნებს და დროა, ახალი ცხოვრება დაიწყოს…

 

ყველაფერი ადამიანი-ობობას შესახებ (ნაწილი პირველი)

 

წყარო: www.kinopoisk.ru

მოამზადა გიორგი კარანაძემ

Clone GenesisGreen Goblin Reborn!Six Arms SagaSon of the Goblinspider manThe Death of Captain StacyThe Night Gwen Stacy Diedადამიანი-ობობაალექსეი სიჩევიჩიგვენ სტეისიგილ კეინიგიორგი კარანაძედოქტორი რვაფეხაკურტ კონორიმაილზ უორენიმარტორქამერი ჯეინ უოტსონიმორბიუსიმწვანე გობლინინორმან ოსბორნიოსკორპიროემ ტომასიროს ენდრიუსისილვერმაინისტენ ლიტურაუილსონ ფისკიშოკერიხვლიკიჯერი კონვეიჯონ რომიტაჯორჯ სტეისიჰარი ოსბორნი
Previous Post

“Castle Rock”-ის პირველი თრეილერი

Next Post

18 საინტერესო ფაქტი კილიან მერფის შესახებ

Next Post
18 საინტერესო ფაქტი კილიან მერფის შესახებ

18 საინტერესო ფაქტი კილიან მერფის შესახებ

ახალი ამბები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ავტორი Cinemania
24 ივნისი, 2019
5665

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ავტორი Cinemania
9 მაისი, 2019
6353

ქვიზი: ამ კითხვებს მხოლოდ GOT-ის ერთგული ფანები უპასუხებენ

ავტორი Cinemania
10 მაისი, 2019
5033

ბოლოს დამატებული

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020