სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ყველაფერი ადამიანი-ობობას შესახებ (ნაწილი პირველი)

Cinemania ავტორი Cinemania
29 ივნისი, 2018
რუბრიკა კინოგურმანი, რეცენზიები
0
ადამიანი-ობობა

ადამიანი-ობობა

0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
სტენ ლი და ადამიანი-ობობას პირველი კომიქსი
სტენ ლი და ადამიანი-ობობას პირველი კომიქსი

1960-იან წლებში ამერიკული კომიქსები პოპულარობის პიკში იყო. თუმცა, ახალგაზრდობას ახალი გმირების გაცნობა სურდა. ამიტომაც მაშინდელმა გუნდმა, ნიჭიერი სცენარისტის – სტენ ლისა და მხატვრის – სტივ დიტკოს ხელმძღვანელობით, მოიფიქრა სრულიად ახალი და განსხვავებული სუპერგმირი, რომლის თვისებებიც მკითხველისთვის საინტერესო აღმოჩნდა. აი, ასე დაიბადა ადამიანი-ობობა. მასზე მოფიქრებულმა ისტორიებმა მრავალი სტერეოტიპი დაამსხვრია და მათ შორის ის, რომ თინეიჯერი გმირები მანამდე მხოლოდ მთავარი გმირის დამხმარეები იყვნენ.

 

და მოვიდა ობობა…

Amazing Fantasy #15
Amazing Fantasy #15

ობობის პირველი გამოჩენა 1962 წლის აგვისტოს ნომერში მოხდა, კომიქსში Amazing Fantasy #15. სწორედ აქ დაიბადა პიტერ პარკერი – განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა ქვინსიდან. მან ადრეულ ასაკში დაკარგა მშობლები – რიჩარდ და მერი პარკერები, რის შემდეგაც ბიძა ბენი და დეიდა მეი ზრდიდნენ.

პიტერი მიდთაუნის სკოლაში სწავლობდა. მისი ინტერესი მეცნიერების მიმართ მასწავლებლების კეთილგანწყობას ყოველთვის იმსახურებდა. მეორეს მხრივ კი, კლასში აუტსაიდერი იყო. ყველაზე მეტად მას სკოლის საფეხბურთო ნაკრების წევრი – იუჯინ “ფლეშ”ტომპსონი ჩაგრავდა. ჰყავდა თუ არა მეგობრები, ამის შესახებ ცნობილი არ არის.

მისი ერთფეროვანი ცხოვრება ალბათ ასევე გაგრძელდებოდა, რომ არა ერთი შემთხვევა, რომელმაც ყველაფერი რადიკალურად შეცვალა. სამეცნიერო გამოფენაზე პარკერმა უსაფრთხოების წესები ვერ დაიცვა და შემთხვევით რადიოაქტიურმა ობობამ უკბინა. მალე პიტერმა საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინა: ზებუნებრივი ძალა, მოხერხებულობა, კედელზე აძრომისა და ობობის ქსელის გაბმის უნარი. ვინაიდან პიტერი ტექნოლოგიებში ყოველთვის კარგად ერკვეოდა, მან ქსელის სასროლი მექანიზმიც კი შექმნა (სპეციალური სამაჯურები, რომლებიც ობობის ქსელს ისვრის).

ადამიანი-ობობა
ადამიანი-ობობა

როგორც კი ძალა იგრძნო, პიტერმა მისი სრულად რეალიზება გადაწყვიტა. ფული რომ ეშოვა, ნიღაბი მოირგო და მიწისქვეშა ბრძოლებში ჩაება, სადაც ცნობილი მებრძოლი პირველივე შერკინებაზე დაამარცხა. პიტერი მალევე გახდა სენსაცია და საქმიანი შეთავაზებაც მიიღო ტელეპროდიუსერებისგან. მან წითელ-ლურჯი კოსტიუმი მოირგო და ფსევდონიმად ადამიანი-ობობა დაირქვა.

რაღაც პერიოდის განმავლობაში პარკერი ვარსკვლავური ცხოვრებით ცხოვრობდა. ერთ-ერთი შოუს შემდეგ, როდესაც სახლში ბრუნდებოდა, მძარცველს გადაეყარა და მას დანაშაულის ჩადენაში ხელი არ შეუშალა. რომ სცოდნოდა, რა შედეგებს მოიტანდა მის ცხოვრებაში ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო მომენტი, ამას არასდროს იზამდა. რამდენიმე დღის შემდეგ ხომ იმავე მძარცველს ბიძია ბენი ემსხვერპლა…

ბრაზისგან გაგიჟებულმა პიტერმა თავისი კოსტიუმი გადაიცვა და მკვლელის დასასჯელად წავიდა. როდესაც შეხედა, დარწმუნდა, რომ ის ზუსტად ის ადამიანი იყო, რომელსაც რამდენიმე დღით ადრე დანაშაულის ჩადენაში ხელი არ შეუშალა. პარკერმა მარტივად დაამარცხა მძარცველი და ის პოლიციას ჩააბარა. ზუსტად იმ დღეს გადაწყვიტა, ცხოვრება სუსტების დაცვასა და ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლისთვის მიეძღვნა.

 

პირველი ნაბიჯები

AMAZING SPIDER-MAN
AMAZING SPIDER-MAN

Amazing Fantasy #15 Marvel-ის ერთ-ერთი მთავარი ბესტსელერი გახდა. სხვადასხვა ასაკის მკითხველებს ისე მოეწონათ ახალი გმირი, რომ სცენარისტებმა კომიქსის ახლებური ვერსია Amazing Spider-Man 1963 წელსვე გამოსცეს.

გმირი პოპ კულტურის ნაწილი გახდა და მას მილიონობით თაყვანისმცემელი გამოუჩნდა. პარკერის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ის იყო, რომ ასეთი შესაძლებლობების მიუხედავად, ის მაინც ჩვეულებრივ ბიჭად რჩებოდა. მისთვის ადამიანური გრძნობები უცხო არ იყო და მასთან საკუთარი თავის გაიგივება არავის უჭირდა.

ბიძის გარდაცვალების შემდეგ პიტერმა გასართობ შოუებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ის ერთდროულად რამდენიმე პრობლემის წინაშე აღმოჩნდა – ოჯახის ფინანსური მდგომარეობა, სკოლაში სწავლა და ნიუ-იორკის დაცვა დამნაშავეებისგან. თუმცა, როგორც კი კოსტიუმს მოირგებდა, პარკერი გამბედავი და ძლიერი გმირი ხდებოდა.

ადამიანი-ობობა
ადამიანი-ობობა

სამწუხაროდ, პიტერის ყველა გმირული საქციელი კანონგარეშე ქმედებად ინათლებოდა. მას ბევრი გამკრიტიკებელი ჰყავდა, განსაკუთრებით კი ნიუ-იორკული გაზეთის – დეილი ბიგლის რედაქტორი ჯონ ჯეიმსონი, რომელიც ყველა ნიღბიან გმირს ამცირებდა და ამტკიცებდა, რომ ისინი საზოგადოებისთვის საშიშები იყვნენ. სინამდვილეში მას ადამიანი-ობობას შურდა და მას საზოგადოების ნაწილს უმხედრებდა.

საინტერესოა, რომ სწორედ ჯეიმსონის დახმარებით იშოვა პიტერმა სტაბილური სამსახური. ის ადამიანი-ობობას პირადი ფოტოგრაფი გახდა და რედაქტორს პერიოდულად მის ფოტოებს აწვდიდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კომიქსის მიხედვით ადამიან-ობობას ძალიან ბევრი მტერი ჰყავს: დოქტორი რვაფეხა (Doctor Octopus), მწვანე გობლინი (Green Goblin), ხვლიკი (Lizard – ნამდვილი სახელი: კურტ კონორსი), ქამელეონი (The Chameleon – ნამდვილი სახელი: დმიტრი სმერდიაკოვი), ორბი (Vulture), ქვიშის კაცი, ელექტრო, მისტერიო, მონადირე კრავენი (Kraven the Hunter), მორიელი. ყველაზე ხშირად კი ობობას წინააღმდეგ გობლინი და დოქტორი რვაფეხა იბრძვიან. გობლინი წლების განმავლობაში ლიდერობდა დაჯგუფებას ნიუ-იორკში და ადამიანი-ობობას ყველაზე საშიშ გმირად მიიჩნევს. დოქტორი რვაფეხა კი ერთდროულად ძლიერიცაა და ჭკვიანიც.

ადამიანი-ობობა
ადამიანი-ობობა

ამ დაპირისპირებებში გადის პიტერის მოღვაწეობის პირველი წელი. კოლეჯის დასრულების შემდეგ ის აბარებს ემპაიარ სტეიტის უნივერსიტეტში, სადაც გაიცნობს მომხიბვლელ გვენ სტეისის და ჰარი ოსბორნს, მულტიმილიონერი ნორმან ოსბორნის შვილს. ამის შემდეგ მისი ბოროტებასთან ბრძოლა ახალ ეტაპზე გადადის.

კომიქსის წარმატების პარალელურად, მის შემქმნელებს შორის პრინციპული უთანხმოება წარმოიშვა, რაც საბოლოოდ მხატვარ სტივ დიტკოს წასვლით დასრულდა. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები დღემდე ლეგენდად რჩებიან კომიქსების მოყვარულთათვის.

 

წყარო: www.kinopoisk.ru

მოამზადა გიორგი კარანაძემ

Amazing Fantasy #15Amazing Spider-ManMarvelადამიანი-ობობაგვენ სტეისიგიორგი კარანაძედეილი ბიგლიდმიტრი სმერდიაკოვიდოქტორი რვაფეხაელექტროიუჯინ “ფლეშ” ტომპსონიკურტ კონორსიმისტერიომონადირე კრავენიმორიელიმწვანე გობლინინორმან ოსბორნიორბიპიტერ პარკერისტენ ლისტივ დიტკოქამელეონიქვიშის კაციხვლიკიჯონ ჯეიმსონიჰარი ოსბორნი
Previous Post

მეხუთე ინდიანა ჯონსის გამოსვლის თარიღმა 2020 წლამდე გადაიწია

Next Post

ჯონ გუდმანი და დენი მაკბრაიდი HBO-ს კომედიურ სერიალში ითამაშებენ

Next Post
ჯონ გუდმანი და დენი მაკბრაიდი HBO-ს კომედიურ სერიალში ითამაშებენ

ჯონ გუდმანი და დენი მაკბრაიდი HBO-ს კომედიურ სერიალში ითამაშებენ

ახალი ამბები

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2022
0

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
3336

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
5640

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3061

ბოლოს დამატებული

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2022
0

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020