სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

20 უცნობი ფაქტი რაიან გოსლინგის შესახებ

Cinemania ავტორი Cinemania
12 ნოემბერი, 2018
რუბრიკა კადრში და კადრს მიღმა, კინოგურმანი
0
20 უცნობი ფაქტი რაიან გოსლინგის შესახებ
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რაიან გოსლინგი
რაიან გოსლინგი

1. 2007 წელს გადაღებული ფილმის ბზარი პროდიუსერები რაიან გოსლინგს საკმაოდ დიდხანს ეძებდნენ, რათა მისთვის მთავარი როლი შეეთავაზებინათ და სცენარი მიეწოდებინათ. მსახიობი ორი თვის განმავლობაში კარავში ცხოვრობდა, თუმცა სად და რატომ, მან ეს არ გაამჟღავნა. ნებისმიერ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ პროდიუსერებმა გოსლინგის კვალს მიაგნეს, ფრიად სასიხარულოა.

2.რაიან გოსლინგი შოუ-ბიზნესში პირველად ბრიტნი სპირსთან, კრისტინა აგილერასთან და ჯასტინ ტიმბერლეიკთან ერთად გამოჩნდა. ისინი მონაწილეობდნენ სატელევიზიო შოუში, სახელად მიკი მაუსის კლუბი. შოუს მიმდინარეობისას რაიანის თანამეოთახე ჯასტინ ტიმბერლეიკი იყო.

3. როგორც ამბობენ, უბის წიგნაკში გოსლინგის მთავარ როლზე დამტკიცების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ რეჟისორის აზრით, მსახიობი გარეგნობით დიდად არ გამოირჩეოდა. ფილმს კი სწორედ ასეთი ვიზუალის პერსონაჟი სჭირდებოდა. გოსლინგი იხსენებს, რომ კასტინგზე მისვლისთანავე მას ფილმის რეჟისორი – ნიკ კასავეტესი მიუახლოვდა და უთხრა: მინდა, მთავარი როლი შენ ითამაშო, რადგან ჰოლივუდის სხვა ახალგაზრდა მსახიობებს არ ჰგავხარ, არც განსაკუთრებულად სიმპათიური ხარ და არც მაგარი ტიპი. ერთი ჩვეულებრივი ახალგაზრდა ხარ, რომელსაც თითქოს ყველაფერი რიგზე ვერ აქვს.

რაიან გოსლინგი
რაიან გოსლინგი “უბის წიგნაკში”

4. საყვარელ ძვლებში მარკ უოლბერგის ნაცვლად რაიან გოსლინგს უნდა ეთამაშა, მაგრამ რაღაც მოხდა… როდესაც გოსლინგი ფილმის კასტინგზე მივიდა, 70 კილოს იწონიდა და როლზე ბევრი ფიქრის გარეშე დაამტკიცეს. ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც გარკვეული დროის შემდეგ გადასაღებ მოედანზე 100 კილოს მიღწეული გოსლინგი გამოცხადდა. ის მაშინვე დაითხოვეს. როგორც მოგვიანებით გოსლინგმა განმარტა, მან 30 კილო სპეციალურად მოიმატა, რადგან ფიქრობდა, რომ მისი პერსონაჟი წვერიანი და მსუქანა უნდა ყოფილიყო. ფაქტია, რომ ფილმის რეჟისორი – პიტერ ჯექსონი იმავე აზრის არ გახლდათ.

5. რაიან გოსლინგმა საკუთარი ხელით ააწყო ის მანქანა, რომელიც დრაივში დაჰყავს. ფილმის რეჟისორი იხსენებს: მას ძალიან უნდოდა, თავისი მონაცრისფრო მალიბუ ჯერ საკუთარი ხელით დაეშალა და შემდეგ თავადვე, სხვისი დახმარების გარეშე აეწყო. სხვათა შორის, ეს გოსლინგის ხელმარჯვეობის პირველი შემთხვევა სულაც არ არის. უბის წიგნაკის ერთ-ერთ სცენაში ის რეიჩელ მაკადამსთან ერთად სწორედ თავის აწყობილ მაგიდაზე სადილობს.

6. ერთხელ, რესტორანში კერძით აღფრთოვანებულმა მსახიობმა მოულოდნელად გადაწყვიტა, თავადაც გაეხსნა რესტორანი. ის ასეც მოიქცა და ბევერლი ჰილზზე მაროკოული რესტორანი, სახელად – Tagine გახსნა. ბევრი მცდელობის მიუხედავად, გოსლინგს ბიზნესის საქმე ცუდად წაუვიდა, თუმცა, ბოლომდე ცდილობდა რესტორნის შენარჩუნებას და ამის გამო კერძებს თავად ამზადებდა.

7. ყოვლად გამოუცდელმა რაიან გოსლინგმა საკუთარი ხელით გაიკეთა ტატუ, რომელიც ჩანაფიქრში მონსტრის სისხლიანი თათი უნდა ყოფილიყო, თუმცა ის საცოდავ კაქტუსს უფრო ჰგავდა.

რაიან გოსლინგი
რაიან გოსლინგი და სანდრა ბულოკი

8. 2002-2003 წლებში რაიან გოსლინგი თავისზე 16 წლით უფროს სანდრა ბულოკს ხვდებოდა. 2011 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში გოსლინგმა აღნიშნა, რომ ბულოკი, მაკადამსთან ერთად, საუკეთესოა იმ პარტნიორებს შორის, ვინც კი ოდესმე ჰყოლია.

9. 90-იანების მუსიკალური ჯგუფის – Backstreet Boys-ის წევრი ეიჯეი მაკკლინი და რაიან გოსლინგი მეზობლები იყვნენ, თუმცა ეიჯეი არასდროს პასუხობდა მის ზარებს, რადგან მსახიობი გამუდმებით ჯგუფის წევრად აყვანას სთხოვდა.

10. იცოდით, რომ რაიან გოსლინგი კანადელი იყო? ის ონტარიოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში დაიბადა, 1980 წლის 12 ნოემბერს. სხვათა შორის, ის და რეიჩელ მაკადამსი ქვეყანას ერთსა და იმავე სამშობიაროში მოევლინნენ.

11. რაიან გოსლინგი სკოლიდან ათი წლის ასაკში გამოვიდა და განათლების მიღება სახლის პირობებში განაგრძო. ის აღიარებს, რომ, ჰოლივუდის ვარსკვლავებისგან განსხვავებით, არც ისე მდიდარი გარემოცვა ჰყავს და სულ რამდენიმე ადამიანთან მეგობრობს. როდესაც არ მუშაობს, ცდილობს, განმარტოვდეს და ამ თავის შინაგან მოთხოვნილებას სწორედ საკუთარ იზოლირებულ ბავშვობას უკავშირებს.

რაიან გოსლინგი
რაიან გოსლინგი

12. მსახიობი ცნობილია საქველმოქმედო საქმიანობით. ის სხვადასხვა ორგანიზაციასა და ფონდთან ერთად ბევრ სასიკეთო საქმეს ეწევა. ამ ორგანიზაციებს შორისაა პეტა, უხილავი ბავშვები და სხვა. გოსლინგმა საკმაოდ ბევრი დრო და ენერგია დაუთმო აივ-ინფექციის კვლევის, მიგრანტების, სიღარიბის დაძლევისა და ცხოველთა უფლებების პროგრამებს.

13. რაიან გოსლინგმა 16 წლის ასაკში გადაწყვიტა, კანადიდან ლოს-ანჯელესში გადმობარგებულიყო და საკუთარი სამსახიობო კარიერისთვის მიეხედა. ლოს-ანჯელესში გადმოსვლიდან მალევე პირველი როლი მიიღო სატელევიზიო სერიალში ახალგაზრდა ჰერკულესი. მაშინ რაიანი ფიქრობდა, რომ მისი კანადური აქცენტი არავის მოეწონებოდა. მეგონა, ჩემს აქცენტს თან საკმარისი სიმკაცრე და უხეშობა არ ახლდა, რომ ყველა მსახიობს მარლონ ბრანდოსავით უნდა ესაუბრა, – იხსენებს მსახიობი.

14. რაიან გოსლინგის ყველა დროის ყველაზე საყვარელი ფილმი არის ელია კაზანის სამოთხიდან აღმოსავლეთით, ჯეიმს დინის მონაწილეობით.

15. რაიან გოსლინგის ცხოვრებაში მუსიკას საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მსახიობი კარგად მღერის, უკრავს ფორტეპიანოზე, გიტარაზე და ბასგიტარაზე, და ცნობილი მუსიკალური ჯგუფის – Dead Man’s Bones წევრია.

Dead Man’s Bones
Dead Man’s Bones

16. სან-დიეგოში არსებობს სუშის რესტორანი, სახელად Bang Bang, რომლის საპირფარეშოც რაიან გოსლინგის ფოტოებითაა გაფორმებული. რესტორნის მფლობელების მარკეტინგული გათვლა – ქალების ტუალეტი გოსლინგის ფოტოებით აეჭრელებინათ, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

17. რაიან გოსლინგი ხშირად ერევათ ხოლმე რაიან რეინოლდსში და ამის გამო უხერხული სიტუაცია ბევრჯერ შექმნილა.

18. მას შემდეგ, რაც რემბოს პირველად უყურა, გოსლინგმა სკოლაში დანები წაიღო… როგორც ჩანს, ამ ფილმმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მეორე დღეს სკოლაში დანები წავიღე და შესვენების დროს საკლასო ოთახში აქეთ-იქით ვიქნევდი. თავი რემბო მეგონა. სწორედ ამ ფაქტის გამო ამიკრძალა დედაჩემმა მსგავსი ფილმების ყურება, – იხსენებს მსახიობი.

19. ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ რაიან გოსლინგს ძალიან უყვარს ქსოვა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა: თუ მკითხავთ, რა მაბედნიერებს, გიპასუხებთ, რომ დიდი სიამოვნებით ვიჯდები ოთახში საღამომდე და ჩემთვის წყნარად მოვქსოვ.

რაიან გოსლინგი
რაიან გოსლინგი

20. კინოს მსგავსად, რაინ გოსლინგი რეალურ ცხოვრებაშიც ნამდვილი გმირივით იქცევა და ამის დასტურად ეს შემთხვევაც კმარა: ერთხელ, ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობისას, მსახიობმა დაინახა, რომ ქალს მანქანა ეჯახებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ის სხვებმაც შენიშნეს, მის გადასარჩენად გოსლინგი გაექანა. საბედნიერეოდ, მას ეს გამოუვიდა კიდეც.

 

მოამზადა ნინო დოლიაშვილმა

წყარო: https://www.factinate.com/

Backstreet BoysDead Man’s Bonesახალგაზრდა ჰერკულესიბზარიბრიტნი სპირსიდრაივიეიჯეი მაკკლინიელია კაზანიიკი მაუსის კლუბიკრისტინა აგილერამარკ უოლბერგიმარლონ ბრანდონიკ კასავეტესინინო დოლიაშვილიპეტაპიტერ ჯექსონირაიან გოსლინგირაიან რეინოლდსირეიჩელ მაკადამსირემბოსამოთხიდან აღმოსავლეთითსანდრა ბულოკისაყვარელი ძვლებიუბის წიგნაკიუხილავი ბავშვებიჯასტინ ტიმბერლეიკიჯეიმს დინი
Previous Post

12 მითი, რომელიც ჰოლივუდმა დაგვაჯერა - როგორია რეალობა?

Next Post

მაიკლ ს. ჰოლის აზრი "დექსტერის" დაბრუნებაზე

Next Post
მაიკლ ს. ჰოლის აზრი, დექსტერის დაბრუნებაზე

მაიკლ ს. ჰოლის აზრი "დექსტერის" დაბრუნებაზე

ახალი ამბები

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

ავტორი Cinemania
23 მაისი, 2022
0

რატომ უნდა უყუროთ მაიკლ ბეის ახალ ფილმს Ambulance (რევიუ)

რატომ უნდა უყუროთ მაიკლ ბეის ახალ ფილმს Ambulance (რევიუ)

ავტორი Cinemania
20 მაისი, 2022
0

ცნობილი წყვილები, რომლებიც განქორწინების შემდგომ მეგობრებად დარჩნენ

ცნობილი წყვილები, რომლებიც განქორწინების შემდგომ მეგობრებად დარჩნენ

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
3336

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ავტორი Cinemania
10 ივნისი, 2019
2545

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ავტორი Cinemania
24 ივნისი, 2019
5665

ბოლოს დამატებული

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

ავტორი Cinemania
23 მაისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები, რომლებიც ფსევდონიმებს იყენებენ

ცნობილი ადამიანები, რომლებიც ფსევდონიმებს იყენებენ

ავტორი Cinemania
21 მაისი, 2022
0

რატომ უნდა უყუროთ მაიკლ ბეის ახალ ფილმს Ambulance (რევიუ)

რატომ უნდა უყუროთ მაიკლ ბეის ახალ ფილმს Ambulance (რევიუ)

ავტორი Cinemania
20 მაისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020