სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

12 ადამიანის თვალით დანახული რობინ უილიამსი

Cinemania ავტორი Cinemania
21 ივლისი, 2019
რუბრიკა კვირის ისტორია, კინოგურმანი
0
12 ადამიანის თვალით დანახული რობინ უილიამსი
96
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

2018 წელს HBO-მ გადაიღო დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით რობინ უილიამსი: ჩაიხედე ჩემს გონებაში. ფილმი ჰყვება მსახიობის როლებზე, რომლებსაც ერთი რამ აერთიანებს: ხშირადაა კადრები, სადაც უილიამსი სცენარის ტექსტის ნაცვლად თავის მოგონილ ფრაზებს ამბობს. ასეთ მომენტებში სამსახიობო გუნდიც და ფილმზე მომუშავე ადამიანებიც სიცილისგან ცუდად ხდებიან. ფილმში არის სცენა, სადაც ვხედავთ, რომ ფლაბერის გადაღებების დროს მსახიობი გამუდმებით ხუმრობს, რითიც ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს დანარჩენებს.

ჩაიხედე ჩემს გონებაში გვიჩვენებს რობიან უილიამსს, როგორც გენიალურ კომიკოსს და უბრალოდ კარგ ადამიანს. 2014 წელს მსახიობმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ სტატიაში თავმოყრილია ის საინტერესო ამბები, რომლებსაც მასთან მომუშავე მსახიობები და რეჟისორები იხსენებენ.

 

მარა უილიამსი

გულისამაჩუყებელი ბლოგპოსტით გამოეხმაურა მარა უილიამსი იმ პერიოდს, როდესაც რობინ უილიამსთან ერთად მუშაობდა ფილმზე მისის დაუთფაიერი. მან განსაკუთრებული სიყვარულით ისაუბრა იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის ამ პროექტს და რამხელა სინათლე შეიტანა მსახიობმა ბავშვების ცხოვრებაში.

რობინი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ბავშვებს გადაღებებზე არ მოეწყინათ. ის მუდმივად აცოცხლებდა ხელებით თამაშს, რომელიც ალადინში გააკეთა. ეს თამაში შეიძლება მისი მოფიქრებულიც კია, რადგან რობინი მას რეალურ ცხოვრებაში ხშირად იყენებდა. “მე შენ არ მომწონხარ”, – ეუბნებოდა მარცხენა ხელი მარჯვენას, – “განავლის სუნი გაქვს!” ამ ხუმრობაზე სულ მეცინებოდა. ხუთი წლის ასაკში ყველა ბავშვს ზუსტად მსგავსი ტიპის გასართობი იტაცებს. “სამწუხაროდ, სახლში ტუალეტის ქაღალდი არ მაქვს!” – პასუხობდა ხელი. როდესაც სადილობის სცენას ვიღებდით, ის მაგიდის გადასაფარებლის ქვეშ ხელს შეყოფდა და ძაღლივით აყეფებდა. შემდეგ სიჩუმისკენ მოგვიწოდებდა. მან ინსტინქტურად იცოდა, რა იქნებოდა სასაცილო და არასდროს უხუმრია ისე, რომ ბავშვებისთვის ზედმეტი ყოფილიყო, – წერდა თავის პოსტში მარა უილიამსი.

როგორც ჩანს, გადაღებების დროს უილიამსი მუდმივად იყენებდა იმპროვიზაციას. ერთხელ მან რეპიც კი დაწერა, სადაც გაბრაზებული ჭიანჭველა ადამიანების წინააღმდეგ იბრძვის, რადგან ისინი მის მეგობრებს ფეხს ადგამდნენ.

მისის დაუთფაიერი

პირს ბროსნანი

მისის დაუთფაიერის გადაღებისას უილიამსს კარგი შთაბეჭდილება მხოლოდ ბავშვებზე არ მოუხდენია. ჩემი ვაგონისკენ მივდიოდი, როცა რობინი დავინახე, ხელოვნური მკერდით. შორტებში გამოწყობილს, თმიანი ფეხები უჩანდა და ჰავაური მაისური ეცვა. ასე გავიცანი რობინ უილიამსი და მისის დაუთფაიერი ერთდროულად. ამ ფილმზე მუშაობა ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი იყო, – განაცხადა ბროსნანმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

მისის დაუთფაიერი

ერიკ გოლდბერგი

რობინ უილიამსს ძალიან რთული გრაფიკი ჰქონდა, როდესაც ჯინს ახმოვანებდა ანიმაციურ ფილმში ალადინი. სტუდიაში მხოლოდ ოთხი საათით ახერხებდა მისვლას. ამის მიუხედავად, საუკეთესოდ შეძლო პერსონაჟის გაცოცხლება.

ალაინის გამოსვლიდან 25 წლის შემდეგ, ანიმატორი ერიკ გოლდბერგი ჰყვება უილიამსზე, რომელიც გამუდმებით სენდვიჩებს მიირთმევდა და ტელევიზორს უყურებდა. ეს, ერთი შეხედვით – ჩვეულებრივი ადამიანი, სულ სხვანაირი ხდებოდა, როგორც კი მიკროფონის წინ დგებოდა. მას წამებში შეეძლო გარდასახვა! მან იმდენი მასალა დაგვიტოვა, რომ დიდხანს ვარჩევდით საუკეთესოს. რობინი ყველაზე კეთილი ადამიანი იყო, ვისთანაც კი მიმუშავია. ვფიქრობ, სცენარი მისთვის მიმართულება იყო და მეტი არაფერი. ის თავად თხზავდა ტექსტს და ჩვენ ეს ძალიან მოგვწონდა.

რობინ უილიამსი

ბილი კრისტალი

ბილი კრისტალი დოკუმენტური ფილმის – ჩაიხედე ჩემს გონებაში მთავარი პერსონაჟია. ის და უილიამსი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ. როგორც ბილი იხსენებს, რობინს ჩვევად ჰქონდა, მისთვის დაერეკა და გრძელი ხმოვანი შეტყობინებები დაეტოვებინა. ამ დროს ის სხვადასხვა ადამიანის ხმით ჰყვებოდა სასაცილო ამბებს. რონალდ რეიგანის გარდაცვალების შემდეგ უილიამსმა პრეზიდენტის ხმით დატოვა შეტყობინება. როდესაც კრისტალმა გადაურეკა და ჰკითხა “რეიგანს”, თუ როგორ ახერხებდა დაკავშირებას, მან მიუგო, რომ იყო უცნაურ ადგილას, სადაც ძალიან ცხელოდა.

რობინ უილიამსი

ბრედლი პირსი

ბრედლი პირსი სულ რაღაც ხუთი წლის იყო, როდესაც 1995 წელს რობინ უილიამსთან ერთად ითამაშა ფილმში ჯუმანჯი. მაშინ მისთვის მსახიობის ბევრი ხუმრობა გაუგებარი იყო. ხუმრობების უმეტესობას მე და კირსტენ დანსტი ვისმენდით. რობინს შეეძლო, სხვადასხვა ადამიანის ხმით ემღერა მთელი სიმღერა. მაშინ ვერ ვხვდებოდით, რომ ის ვიღაცების იმიტაციას აკეთებდა და ეს ძალიან გვეუცნაურებოდა, – იხსენებს პირსი.

მიუხედავად იმისა, რომ პირსი ვერ ხვდებოდა ხუმრობების მნიშვნელობას, მას უილიამსი დაამახსოვრდა ადამიანად, რომელიც ყოველთვის ზრუნავდა იმაზე, რომ ბავშვებს გადასაღებ მოედანზე თავი კომფორტულად ეგრძნოთ. რობინი ჩემს საგრიმიოროში შემოდიოდა და კომპანიონობას მიწევდა. მეუბნებოდა, რომ მშვიდად ამეტანა ეს პროცედურა. ის ძალიან კეთილი და მზრუნველი იყო…

რობინ უილიამსი

ითან ჰოუკი

ითან ჰოუკი 19 წლის იყო, როდესაც მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ გახმაურებულ ფილმში მკვდარი პოეტების საზოგადოება. მისი კარიერის დასაწყისი სწორედ ეს ფილმი გახდა, სადაც რობინ უილიამსი უოლტ უიტმენის მოყვარული მასწავლებლის, ჯონ კითინგის როლს ასრულებს. ჰოუკი იხსენებს: რობინი ძალიან სასაცილო იყო და მუდმივად იმპროვიზირებდა. მის ხუმრობებზე მთელი გადამღები ჯგუფი იცინოდა. მე კი მაშინ სტანისლავსკის წიგნს ვეცნობოდი და სერიოზულად ვუყურებდი ჩემს პროფესიას. მინდოდა, ბოლომდე შევსულიყავი გმირის ხასიათში. ამიტომ არ ვიცინოდი, და რაც უფრო სასაცილო ხდებოდა სიტუაცია, მით მეტი ბოლი გამომდიოდა ყურებიდან. მერე უილიამსი ამაზეც ხუმრობდა და ვფიქრობდი, რომ საშინლად არ მოვწონდი.

სინამდვილეში კი საქმე ასე სულაც არ იყო. გადაღებების დასრულების შემდეგ უილიამსის აგენტი ითანს დაუკავშირდა და თანამშრომლობა შესთავაზა. ის გრძნობდა, რომ ჰოუკი ერთ დღეს მნიშვნელოვანი მსახიობი გახდებოდა.

რობინ უილიამსი

რობერტ დე ნირო

რობერტ დე ნირო იხსენებს, რომ გამოღვიძების გადაღებების დროს, როდესაც ის და უილიამსი სერიოზულ როლებზე მუშაობდნენ ბრონქსის ჰოსპიტალში, რობინს ხუმრობების მოყოლას სთხოვდა ხოლმე. ასე ცდილობდნენ თავის განმუხტვას მძიმე ატმოსფეროსგან, რომელიც მათი როლების გამო იყო შექმნილი.

რობინ უილიამსი

ოლივერ საქსი

ფილმი გამოღვიძება მწერლისა და ნევროლოგის, ოლივერ საქსის ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული. საქსი გადასაღებ მოედანზე იმყოფებოდა და აღფრთოვანებული იყო დე ნიროსა და უილიამსის ოსტატობით. ის ასე ახასიათებდა რობინ უილიამსს: რობინი ძალიან კარგად ართმევდა თავს სცენებს. შესვენების დროს კი მას ვერავინ აჩერებდა. არც კი ვიცი, ვის შევადარო, ის ფანტასმაგორიული გენიოსი იყო!

რობინ უილიამსი

ნორმ მაკდონალდი

რობინ უილიამსის გარდაცვალების შემდეგ ნორმ მაკდონალდმა თავის ტვიტერზე მისი გაცნობის ისტორია გამოაქვეყნა. ადრე ორივე კომედიანტი ერთ ღონისძიებაში მონაწილეობდა. ესაა პერიოდი, როდესაც მაკდონალდი თავის კარიერას იწყებდა, ხოლო რობინი უკვე ვარსკვლავი იყო. ტვიტების სერიაში მაკდონალდმა მოყვა, რა ხდებოდა სცენის უკან, როდესაც უილიამსმა გადაწყვიტა, ყოფილიყო იდიშის მცოდნე მკერავი და კომენტარი გაეკეთებინა მის ჩაცმულობაზე. ჩემს გასახდელში სამყაროში ყველაზე სასაცილო ადამიანი იმყოფებოდა, რომელმაც ნახევარი საათის განმავლობაში იმდენი კარგი ხუმრობა თქვა, რამდენიც მე ჩემი გამოსვლისთვისაც კი არ მქონია მზად.

რობინ უილიამსი

ჯონ ლითგოუ

ჯონ ლითგოუ და რობინ უილიამსი ერთად იღებდნენ მონაწილეობას ჯონ ირვინგის ეპიკური რომანის ეკრანიზაციაში – მსოფლიო გარპის მიხედვით. გარპის როლი მოითხოვდა განსაკუთრებულ დრამატიზმს, რასაც უილიამსმა ბრწყინვალედ გაართვა თავი.

ერთ-ერთ ინტერვიუში ლითგოუ იხსენებს: რობინი უკვე სუპერვარსკვლავი გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო კომიკოსი იყო, ის საკუთარ თავს სერიოზულ მსახიობადაც თვლიდა. ჯორჯ როი ჰილი ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული რეჟისორია, ვისთანაც კი მიმუშავია. მან რობინს უთხრა, რომ არ უნდოდა კომედიური ტრიუკები და რობინმა მარტივად და ძალიან ზუსტად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას.

რობინ უილიამსი

ტერი გილიამი

1991 წელს რობინ უილიამსმა უსახლკარო, მოტყუებული კაცის როლი ითამაშა ფილმში მეფე მეთევზე. რეჟისორმა, ტერი გილიამმა განაცხადა, რომ მსახიობმა ეს პერსონაჟი სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა.

სცენები რთული გადასაღები არ იყო, რადგან ეფექტების გამოყენებას ვაპირებდით, მაგრამ ეს განსაკუთრებული დავალება იყო მსახიობებისთვის. რობინი ემოციებად იღვრებოდა. საინტერესოა, რომ ყოველი გადაღების შემდეგ ის განმეორებით დუბლს ითხოვდა. ის გრძნობდა, რომ მის გმირს გამოუთქმელი ტანჯვა და ტკივილი ჰქონდა, რომელიც ბოლომდე უნდა გადმოეცა. მე ის რამდენჯერმე გავაჩერე და ვუთხარი: “რობინ, შენ უკვე მიხვედი მთავარ წერტილამდე, უკვე მივაღწიეთ სასურველ შედეგს. საკმარისია, უკვე საკუთარ თავს ტკენ!”

რობინ უილიამსი

გას ვან სენტი

ჭკვიანი უილ ჰანტინგი დრამატული ფილმია, თუმცა გადაღებებზე სრული სიგიჟე ხდებოდა. უილიამსმა, რომელიც უილ ჰანტინგის (ასრულებს მეთ დეიმონი) თერაპევტის როლს თამაშობს, ბევრი კომედიური ელემენტი შემოიტანა ფილმშიც და გადასაღებ მოედანზეც. რეჟისორმა გას ვან სენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა: ის არ ცდილობდა ჩემს გაცინებას, მაგრამ მეთს ამხიარულებდა. გადამღები ჯგუფი მისი აუდიტორია იყო, რომლისთვისაც ხშირად სტენდ–აპ შოუებს აწყობდა. ზოგჯერ სპეციალურად მივუთითებდი, რომ ამ კომედიური შესვენების შემდეგ სამუშაოს დაბრუნებოდა. მისი პასუხი კი ყოველთვის ერთი და იგივე გახლდათ: “რა თქმა უნდა, ბოს!”

რობინ უილიამსი

 

წყარო: www.refinery29.com

მოამზადა გიორგი კარანაძემ

HBOალადინიბილი კრისტალიბრედლი პირსიგამოღვიძებაგას ვან სენტიგიორგი კარანაძეერიკ გოლდბერგიითან ჰოუკიკირსტენ დანსტიმარა უილიამსიმეთ დეიმონიმეფე მეთევზემისის დაუთფაიერიმკვდარი პოეტების საზოგადოებამსოფლიო გარპის მიხედვითნორმ მაკდონალდიოლივერ საქსიპირს ბროსნანირობერტ დე ნირორობინ უილიამსირობინ უილიამსი: ჩაიხედე ჩემს გონებაშირონალდ რეიგანისტანისლავსკიტერი გილიამიუოლტ უიტმენიფლაბერიჭკვიანი უილ ჰანტინგიჯინიჯონ ირვინგიჯონ კითინგიჯონ ლითგოუჯორჯ როი ჰილიჯუმანჯი
Previous Post

სანდენსის ფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

Next Post

ალფონსო კუარონმა ამერიკის რეჟისორთა გილდიის ჯილდო მიიღო

Next Post
ალფონსო კუარონმა ამერიკის რეჟისორთა გილდიის ჯილდო მიიღო

ალფონსო კუარონმა ამერიკის რეჟისორთა გილდიის ჯილდო მიიღო

ახალი ამბები

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ამ კითხვებს მხოლოდ GOT-ის ერთგული ფანები უპასუხებენ

ავტორი Cinemania
10 მაისი, 2019
5033

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
3780

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5599

ბოლოს დამატებული

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020