სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

10 საინტერესო ფაქტი ბრედლი კუპერის შესახებ

Cinemania ავტორი Cinemania
5 იანვარი, 2019
რუბრიკა კადრში და კადრს მიღმა, კინოგურმანი
0
10 საინტერესო ფაქტი ბრედლი კუპერის შესახებ
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ბრედლი კუპერის კარიერას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ მსახიობმა ყველაზე სექსუალური კაცის იმიჯიდან ოსკარის სამგზის ნომინანტობამდე ძალიან საინტერესო გზა გაიარა. დიდი ცისფერი თვალები და მომხიბვლელი გარეგნობა კუპერის აურაცხელ თაყვანისმცემელს გულგრილს არასდროს ტოვებდა, თუმცა მსახიობი წლების განმავლობაში ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ ამ სიმპათიური გარეგნობის მიღმა მრავალმხრივ ნიჭიერი არტისტი იმალებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კუპერს წარუმატებელი როლებიც ჰქონია, მსახიობმა თავისი ადგილის მოძებნა მოახერხა და დღეს ის ჰოლივუდის კინოინდუსტრიაში ერთ-ერთი გამორჩეული სახეა.

სინემანია წარმოგიდგენთ 10 საინტერესო ფაქტს ბრედლი კუპერის შესახებ:

1. კლინტ ისტვუდის მიერ 2014 წელს გადაღებულ ოსკაროსან სურათში – ამერიკელი სნაიპერი ბრედლი კუპერმა კრის კაილის როლისთვის დაახლოებით 18 კილო მოიმატა. მიუხედავად იმისა, რომ გადაღებების დაწყებამდე მსახიობს წონაში მოსამატებლად ერთი წელი მისცეს, გაძლიერებული ვარჯიშითა და დღეში 5000 კალორიის მიღებით კუპერმა სასურველი შედეგის მიღება სულ რაღაც სამ თვეში შეძლო.

ბრედლი კუპერი
ბრედლი კუპერი ფილმში “ამერიკელი სნაიპერი”

2. 2001 წელს ბრედლი კუპერი ნიუ-იორკის სამსახიობო სკოლას ამთავრებდა, როდესაც ფილმიდან – ცხელი ამერიკული ზაფხული პირველი შემოთავაზება მიიღო. ფილმის გადაღებები უნივერსიტეტის დამთავრებისა და მაგისტრის ხარისხის მინიჭების პერიოდს ემთხვეოდა, თუმცა მსახიობს ბევრი არ უფიქრია, სკოლა გააცდინა და სადებიუტო შემოთავაზებაზე უარი არ თქვა.

3. ალბათ, ბევრს გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ ბრედლი კუპერისთვის ყველაზე რთულად შესასრულებელი ფილის როლი აღმოჩნდა ფილმიდან – წვეულება ვეგასში. მიუხედავად იმისა, რომ კუპერის კარიერა საკმაოდ მრავალფეროვანია და მან წლების განმავლობაში არაერთი საინტერესო და რთული პერსონაჟი განასახიერა, მსახიობი ყველგან აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ფილის გმირზე მუშაობა გაუჭირდა. The Guardian-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა: ფილი ჩემგან ყველაფრით განსხვავდება. შეიძლება, ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ეს გარკვეულწილად საინტერესოც იყოს, თუმცა, ვუყურებ ფილმს და ამ პერსონაჟში საკუთარ თავს საერთოდ ვერ ვხედავ.

კადრი ფილმიდან წვეულება ვეგასში
კადრი ფილმიდან წვეულება ვეგასში

4. ბრედლი კუპერი ტელევიზორში პირველად სერიალის – სექსი დიდ ქალაქში ადრეულ ეპიზოდში გამოჩნდა, სადაც მან სარა ჯესიკა პარკერის პერსონაჟის მორიგი სასიყვარულო ობიექტის როლი მოირგო. ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა, თუმცა მსახიობს ერთი პრობლემა მაინც შეექმნა – აღმოჩნდა, რომ მექანიკური ტრანსმისიის მქონე მანქანის მართვა არ იცოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრედლი კუპერი სასწრაფოდ შევიდა მანჰეტენის ერთ-ერთ ავტოსკოლაში, მანქანის მართვის სრულყოფილად შესწავლა მაინც ვერ მოასწრო და საჭირო სცენებში მის მაგივრად დუბლიორმა ითამაშა.

5. მთავარი მიზეზი, თუ რატომ გადაწყვიტა ბრედლი კუპერმა მსახიობობა, დევიდ ლინჩის შესანიშნავ სურათს – ადამიანი-სპილო უკავშირდება. როგორც მსახიობი იხსენებს, სულ რაღაც 12 წლის იყო, როდესაც წითელ სავარძელზე მოკალათებულმა პირველად ნახა ეს ფილმი და მან იმდენად ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მაშინვე გადაწყვიტა მსახიობობა. (სხვათა შორის, ნიუ-იორკის სამსახიობო სკოლაში სწავლისას, ბრედლი კუპერმა ერთ-ერთ სპექტაკლში ჯონ მერიკი განასახიერა. მოგვიანებით კი ეს სპექტაკლი, მისივე მონაწილეობით, ბროდვეიზეც დაიდგა).

ბრედლი კუპერი
ბრედლი კუპერი

6. გარდა იმისა, რომ ბრედლი კუპერი  ნამდვილად ნიჭიერი მსახიობია, ის განათლებული და ჭკვიანიცაა. მსახიობი ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლობდა. მან ასევე წარმატებით დაამთავრა ნიუ-იორკის სამსახიობო სამაგისტრო სკოლა და მოგვიანებით, როდესაც ჰოლივუდის კინოინდუსტრიაში ფეხი მოიკიდა, ინგლისური ლიტერატურის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებაზეც ფიქრობდა. ბრედლი კუპერი თავისუფლად ფლობს ფრანგულ ენას.

7. ბრედლი კუპერს ბევრ სხვადასხვა ადგილზე უმუშავია. ნიუ-იორკის სამსახიობო სკოლაში სწავლისას ერთ-ერთი სასტუმროში კარისკაცადაც მუშაობდა.

8. ბრედლი კუპერი ხშირად აღნიშნავს, რომ სულაც არ მოსწონს ყველა ის ფილმი, რომელშიც უთამაშია. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი სტივის შესახებ სწორედ ასეთი ფილმების რიგებშია, როგორც მსახიობი ამბობს, მასში მონაწილეობით მაინც ძალიან ბედნიერია, რადგან სანდრა ბულოკის პარტნიორობა მოუწია.

ბრედლი კუპერი და სანდრა ბულოკი ფილმში ყველაფერი სტივის შესახებ
ბრედლი კუპერი და სანდრა ბულოკი ფილმში ყველაფერი სტივის შესახებ

9. ბრედლი კუპერი საკმაოდ დიდ დროს ატარებს გადასაღები მოედნის გარეთ და სიამოვნებით ერთვება მისთვის საინტერესო აქტივობებში. მაგალითად, ის მუშაობდა ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომლის სახელოვნებო პროგრამის ფარგლებშიც, ქალაქის ღარიბ და მჭიდროდ დასახლებულ უბნებში ბავშვებს სამსახიობო ოსტატობას ასწავლიდნენ.

10. ბრედლი კუპერს ძალიან მოსწონს მზარეულობა. როგორც თავად ამბობს, ეს მისი არაჩვეულებრივი ბებიის დამსახურებაა, რომელთან ერთადაც ხშირად ამზადებდა გემრიელ კერძებს.

ადამიანი სპილობრედლი კუპერიდევიდ ლინჩიკადრში და კადრს მიღმანინო დოლიაშვილისანდრა ბულოკიყველაფერი სტივის შესახებწვეულება ვეგასში
Previous Post

"ვიკინგები" მეექვსე სეზონით დასრულდება

Next Post

ცნობილია პროდიუსერების გილდიის დაჯილდოების ნომინანტები

Next Post
ცნობილია პროდიუსერების გილდიის დაჯილდოების ნომინანტები

ცნობილია პროდიუსერების გილდიის დაჯილდოების ნომინანტები

ახალი ამბები

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

ავტორი Cinemania
23 მაისი, 2022
0

რატომ უნდა უყუროთ მაიკლ ბეის ახალ ფილმს Ambulance (რევიუ)

რატომ უნდა უყუროთ მაიკლ ბეის ახალ ფილმს Ambulance (რევიუ)

ავტორი Cinemania
20 მაისი, 2022
0

ცნობილი წყვილები, რომლებიც განქორწინების შემდგომ მეგობრებად დარჩნენ

ცნობილი წყვილები, რომლებიც განქორწინების შემდგომ მეგობრებად დარჩნენ

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ავტორი Cinemania
10 ივნისი, 2019
2545

ქვიზი: ამ კითხვებს მხოლოდ GOT-ის ერთგული ფანები უპასუხებენ

ავტორი Cinemania
10 მაისი, 2019
5033

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ავტორი Cinemania
13 მაისი, 2019
5776

ბოლოს დამატებული

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

ავტორი Cinemania
23 მაისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები, რომლებიც ფსევდონიმებს იყენებენ

ცნობილი ადამიანები, რომლებიც ფსევდონიმებს იყენებენ

ავტორი Cinemania
21 მაისი, 2022
0

რატომ უნდა უყუროთ მაიკლ ბეის ახალ ფილმს Ambulance (რევიუ)

რატომ უნდა უყუროთ მაიკლ ბეის ახალ ფილმს Ambulance (რევიუ)

ავტორი Cinemania
20 მაისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020