სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ხოაკინ ფენიქსის ოჯახის შოკისმომგვრელი ისტორია

Cinemania ავტორი Cinemania
4 მაისი, 2018
რუბრიკა კადრში და კადრს მიღმა, კინოგურმანი
0
ხოაკინ ფენიქსის ოჯახის შოკისმომგვრელი ისტორია
10
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ყველასთვის ცნობილია, რომ ხოაკინ ფენიქსი წინააღმდეგობებით აღსავსე მსახიობია. მას შემდეგ, რაც ფილმისთვის – ზღვარის გადაკვეთა ერთდროულად ოქროს გლობუსითაც დაჯილდოვდა და გრემის გამარჯვებულიც გახდა, მისი ყალბი დოკუმენტური ფილმი და მოჩვენებითი ფსიქიკური ავადმყოფობა მაყურებლმა არცთუ ისე კარგად მიიღო და მისი პერსონა მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ როცა ხოაკინ ფენიქსის ოჯახის შოკისმმომგვრელ ისტორიას გაეცნობით, მისი ეს წინააღმდეგობრივი ბუნება აღარავისთვის იქნება გასაკვირი. საერთაშორისო კულტის (ცნობილი, როგორც “ღვთის შვილები”) წევრობიდან დაწყებული, 1993 წელს რივერ ფენიქსის სიკვდილით გაგრძელებული, ფენიქსების ოჯახი დღემდე არაერთი ტრავმით იტანჯება.

ხოაკინ ფენიქსი ხუთ-წევრიანი ოჯახის შუათანა წარმომადგენელია. დედამისი, სახელად არლინი 1968 წელს ჩამოვიდა ნიუ-იორკიდან კალიფორნიაში, სადაც ხოაკინის მამას, ჯონ ლი ბატომს შეხვდა. მას შემდეგ, რაც რივერი შეეძინათ, ფენიქსების ოჯახი შეუერთდა საერთაშორისო ოჯახურ კულტს, რომელიც სისასტიკისა და სექსუალური ძალადობის ბუდე იყო.

მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ფენიქსების ოჯახი საბოლოოდ ჩამოშორდა რელიგიურ კულტს, ისინი საცხოვრებლად გადავიდნენ ჰოლივუდში, სადაც საკუთარი ხუთი შვილის: ხოაკინის, რეინის, სამერის, ლიბერთის და რივერის კარიერაზე ზრუნვა დაიწყეს. რივერ ფენიქსი დედმამიშვილებს შორის პირველი იყო, რომელმაც სახელი გაითქვა. მაყურებლის განსაკუთრებული ყურადღება კი ფილმში – დარჩი ჩემთან შესრულებული როლით დაიმსახურა.

შესაძლოა, ფენიქსების ოჯახის თითოეულ წევრს ჰოლივუდში დიდი წარმატებისთვის მიეღწია და მათ ამის პოტენციალი ნამდვილად ჰქონდათ, თუმცა, როგორც ჩანს, ტრავმები და მუდმივი იმედგაცრუებები ამ ოჯახს ყოველთვის თან სდევდა. ფენიქსების ოჯახი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ოჯახია ჰოლივუდის ისტორიაში.

 

ფენიქსების ოჯახი და “ღვთის შვილები”

არლინ ფენიქსი და ჯონ ლი ბატონი ჰიპები იყვნენ. ისინი ახლადჩამოყალიბებული უცნაური კულტის – ღვთის შვილების მიმდევრები გახდნენ. მაშინ ჯერ კიდევ ვერ იაზრებდნენ, თუ რა ზიანის მოტანა შეეძლო ამ საკულტო სწავლებებს მათი შვილებისთვის. რივერ ფენიქსის შესახებ ბიოგრაფიული წიგნის ავტორის, გევინ ედვარდსის მიხედვით, ეს კულტი თავის მიმდევრებს შორის ინცესტს, ბავშვთა სექსს და პედოფილიას ახალისებდა.

სამი წლის ასაკის ბავშვები საკუთარ მშობლებთან და სხვა მოზარდებთან ერთად სხვადასხვა სექსუალურ თამაშებში იღებდნენ მონაწილეობას და ამას მუდმივი ხასიათი ჰქონდა… – წერდა ედვარდსი.

მოგვიანებით, რივერ ფენიქსმა ერთ-ერთ ჟურნალს გაუმხილა, რომ უნდოდა, გააზრებულ ასაკში ჰქონოდა პირველი სექსუალური ურთიერთობა… ის სულ რაღაც ოთხი წლის იყო, როდესაც სხვა ბავშვებთან ერთად სექსუალურ თამაშებში ჩაერთო.

ფენიქსების ოჯახი (მაშინ ჯერ კიდევ ბატომები იყვნენ) საცხოვრებლად კულტის მიმდევრების მთავარ თავშეყრის ადგილას – ქალაქ კროკეტში, ტეხასის შტატში გადავიდა. მას შემდეგ, რაც რეინ ფენიქსი დაიბადა, ოჯახის პატრიარქმა – ჯონ ბატომმა კულტის ერთ-ერთი უმაღლესი ტიტული მიიღო. მალევე ფენიქსები ჯერ პუერტო რიკოში გადასახლდნენ, ორი წლის შემდეგ კი – კარაკასში, ვენესუელაში, სადაც ხალხში თავიანთი კულტის სწავლებებს ქადაგებდნენ და ამავდროულად, ვირთხებთან ერთად, უკიდურეს სიბინძურესა და სიღარიბეში ცხოვრობდნენ.

 

ბატომებიდან ფენიქსებამდე

ხოაკინი სამი წლის იყო, როდესაც ფენიქსებმა კულტი დატოვეს და კარაკასის გარეუბანში გადავიდნენ. თუმცა, მათი საცხოვრებელი პირობები ამით არ გაუმჯობესებულა. ისინი ქარიშხლიან სანაპიროზე, კვლავ ღია ცის ქვეშ, სიბინძურესა და გაჭირვებაში ცხოვრობდნენ.

არლინ ფენიქსი ძალიან იმედგაცრუებული დარჩა, როდესაც გაიგო, რომ ღვთის შვილებში ქალების ფუნქცია მხოლოდ და მხოლოდ ის იყო, კულტისთვის მამრობითი სქესის ახალი წევრები გაეჩინათ. სწორედ ამ ილუზიების მსხვრევის შემდეგ ჩამოშორდნენ ფენიქსები კულტს და მიმდევრებისგან მოშორებით დასახლდნენ. მოგვიანებით სამხრეთ ამერიკიდან სატვირთო მანქანით ფლორიდაში, შეერთებულ შტატებში დაბრუნდნენ. ახალი ცხოვრების დასაწყისის სიმბოლოდ კი გვარი – ბატომი – შეიცვალეს და ფენიქსები გახდნენ.

მათ მუდმივი შემოსავალი არასდროს ჰქონიათ. კულტის წევრობისთვისაც ფულს არავინ უხდიდა. ისინი მუდმივად მოგზაურობდნენ სამხრეთ ამერიკიდან ჩრდილოეთ ამერიკაში და ამ წლების განმავლობაში შიმშილობდნენ. ბავშვები იძულებულები იყვნენ, ქუჩაში დამდგარიყვნენ, ეცეკვათ, ემღერათ და ფული ასე ეშოვათ.

რივერ ფენიქსის ბიოგრაფი წერდა, რომ რივერი და ხოაკინი თითქმის მთელი დღე გარეთ იყვნენ, ქუჩის კუთხეებში მღეროდნენ და ოჯახისთვის ორი კაპიკის გამომუშავებას ცდილობდნენ.

რივერი პატარაობიდანვე მიჩვეული იყო ქუჩაში დგომას. ადრეული ასაკიდანვე ხან კულტის წევრობას ქადაგებდა, ხან მღეროდა და ხურდას ასე აგროვებდა. თუ სახლში დაბრუნებული, გარკვეულ თანხას მაინც ვერ მიიტანდა, შესაძლოა, იმ საღამოს მთელი ოჯახი მშიერი დარჩენილიყო, – წერს ბიოგრაფი.

 

სექსუალური თამაშები ოთხი წლის ასაკში

რივერ ფენიქსმა ერთხელ ერთ-ერთ ჟურნალთან გულწრფელად აღიარა, რომ მისი მთავარი ტრავმა ოთხი წლის ასაკში სექსუალურ თამაშებში მონაწილეობა იყო. მისი მშობლები ისეთი რელიგიური კულტის წევრები იყვნენ, რომლის მიმდევრებიც სექსუალურ ძალადობაში, ინცესტში, ბავშვთა სექსსა და პედოფილიაში იყვნენ ჩართულნი.

რა თქმა უნდა, არ მინდოდა ასეთ პატარა ასაკში ასეთი ცხოვრება გამომეცადა. ადრეული ბავშვობიდან მახსოვს სხვადასხვა ადამიანების შიშველი სხეულები ჩემს სახეზე… ამან, რა თქმა უნდა, ჩემს ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა და შეიძლება ითქვას, რომ 10-14 წლის ასაკში უკვე იმპოტენტი ვიყავი. თუმცა, რას ვიზამთ. ყველა ადამიანი რაღაც მოცემულობაში იბადება და ჩვენ ყველას გვიწევს, ყველაფერი მივიღოთ ისე, როგორც არის, – წერდა რივერი.

მიუხედავად იმისა, რომ ფენიქსების ოჯახმა ღვთის შვილები დატოვა, რელიგიური კულტის ცხოვრების წესმა თითოეულ მათგანზე მაინც უზარმაზარი გავლენა იქონია. მშობლებს სექსუალურ ცხოვრებაზე ჯანსაღი წარმოდგენები არ ჰქონდათ და ბუნებრივია, ეს ყველაფერი მათ თინეიჯერ შვილებზეც აისახა.

კორი ფელდმანი, მსახიობი და რივერ ფენიქსის ახლო მეგობარი, წერდა, რომ რივერს სრულიად არაადეკვატური დამოკიდებულება ჰქონდა სექსის მიმართ, ის მთლიანად შეპყრობილო იყო ამით და რა თქმა უნდა, ეს მის ბავშვობის გამოცდილებას უკავშირდებოდა.

ერთადერთი, რაზეც ის ფიქრობდა, სექსი იყო, – ამბობდა კორი ფელდმანი.

ბავშვობის მძიმე გამოცდილების შემდეგ, რივერს 10-დან 14 წლამდე არავისთან ჰქონია სექსუალური ურთიერთობა. თუმცა, 15 წლის ასაკში გადაწყვიტა, “მეორედ დაეკარგა უმანკოება”. ეს უკვე აღარ იქნებოდა რელიგიური კულტის ფარგლებში განხორციელებული აქტი. მან თავისი გადაწყვეტილება მშობლებს გაანდო და ნებართვა სთხოვა, მაგრამ იმის მაგივრად, რომ მშობლები უბრალოდ დათანხმებოდნენ და თავის ნებაზე მიეშვათ, მათ წარმოუდგენელი სისულელე ჩაიდინეს: საკუთარ შვილს სახლის უკანა ეზოში სექს-კარავი მოუწყვეს და უთხრეს, რომ შეეძლო, იმასთან ჰქონოდა სექსი, ვისთანაც მოუნდებოდა… ალბათ, რთული მისახვედრი არ არის, რა რეაქცია ექნებოდა რივერს ამ ყველაფერზე. მისი თინეიჯერული სურვილები და მისწრაფებები ერთი დიდ და მომაკვდინებელ უხერხულობად გადაიქცა.

 

რივერ ფენიქსი და ნარკოტიკები

რივერ ფენიქსმა ნარკოტიკების მოხმარება მაშინ დაიწყო, როდესაც კორი ფელდმანს გადაღებებზე შეხვდა. მაშინ ის 16 წლის იყო. ბიჭებმა პირველად მარიხუანა გასინჯეს, თუმცა მალევე ფენიქსის ნარკოდამოკიდებულება უკონტროლო გახდა და მან მძიმე ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო.

რივერი კოკაინს და ჰეროინს ერთდროულად იღებდა. მისი ტრაგიკული დასასრულიც ნარკოტიკებს უკავშირდება – სულ რაღაც 23 წლის იყო, როდესაც ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზისგან გარდაიცვალა.

1993 წლის 31 ოქტომბერს, რივერის სიკვიდილის ღამეს, ხოაკინ და რეინ ფენიქსებიც ძმასთან ერთად, ლოს-ანჯელესის ღამის კლუბში იყვნენ. რივერმა იცოდა, რომ კვდებოდა. იმ მომენტში მის გარშემო იდგნენ მისი ძმები, და და ჰოლივუდელი მეგობრები (მათ შორის Red hot chili papers-ის გიტარისტი ჯონ ფრუსჩიანტე). როგორც ამბობენ, რივერმა ნარკოტიკებით გაჯერებული მორიგი კოქტეილის მიღების შემდეგ პეპერსების გიტარისტს უთხრა: თავს ცუდად ვგრძნობ, მგონი, ბევრი მომივიდა.

ხოაკინ ფენიქსი 19 წლის იყო, როდესაც ძმის გადარჩენის იმედით 911-ში დარეკა. თუმცა, რივერის სიცოცხლე ამ ზარმა ვერ იხსნა… ხოაკინი სასწრაფოში რეკავდა, რეინი კი რივერის მოსულიერებას ცდილობდა…

 

საქველმოქმედო იდეა და მუსიკოსების სიხარბე

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფენიქსების მთელი ოჯახი ქუჩის მუსიკოსები იყვნენ. ისინი მუსიკასაც ქუჩაში წერდნენ. მას შემდეგ, რაც წამოიზარდნენ, მიხვდნენ, რომ მათი ეს ყოველდღიური საქმიანობა შესაძლოა საკმაოდ მომგებიანიც გამხდარიყო. თინეიჯერობისას რეინმა და რივერმა მუსიკალური ბენდი – Attic შექმნეს. ადრეულ 90-იანებში კი ხმის ჩამწერ სტუდიაში Island სადებიუტო ალბომის ჩაწერაც მოახერხეს. რივერის სიკვდილის შემდეგ, რეინმა ამ ალბომის გამიქსვას წლები შეალია, იმ იმედით, რომ საქველმოქმედო მიზნით გაყიდიდა. თუმცა, იმ მუსიკოსების სიხარბემ, ვინც მას ალბომის შექმნაში ეხმარებოდნენ, რეინის გეგმებს ხელი შეუშალა:

მინდოდა, ეს ალბომი გაყიდვაში ჩამეშვა, აღებული ფული კი საქველმოქმედო მიზნებისთვის დამეხარჯა, სწორედ იმ პრობლემების გადასაჭრელად გამომეყენებინა, რაზეც ჩემს ძმას გული შესტკიოდა. თუმცა იმ მუსიკოსებმა, ვინც ამ ალბომის შექმნაში მიიღეს მონაწილეობა, საკმაოდ ბევრი ფული მოითხოვეს და ჩემი ეს იდეაც თაროზე შემოვდე, – განაცხადა რეინმა The Guardian-თან ინტერვიუში, – ფულზე დიდად არ ვდარდობდი. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ბოლოს და ბოლოს, ალბომზე მუშაობა დავასრულე. რივერის მუსიკა ძალიან მიყვარს და იმედი მაქვს, ერთ დღესაც ამ ალბომს გამოვუშვებ.

 

როგორ გადაარჩინა ვერნერ ჰერცოგმა ხოაკინ ფენიქსი

2006 წელს ხოაკინ ფენიქსი ჰოლივუდის გორაკებზე მანქანით მიდიოდა, როდესაც უცებ გზიდან გადაუხვია. ფენიქსის მანქანას უკან ცნობილი გერმანელი რეჟისორი, ვერნერ ჰერცოგი მიჰყვებოდა. მან სწრაფად მოახდინა რეაგირება, როდესაც ფენიქსის მანქანა კლდიდან გადაგორდა. ფენიქსი დაშავებული და დაბნეული იყო და ვერნერმა ხოაკინი დამტვრეული მანქანიდან გადმოათრია. ჰერცოგი იხსენებს, რომ დაბნეული ხოაკინი დაქცეული ბენზინის სიახლოვეს სიგარეტის მოკიდებასაც კი ცდილობდა. გერმანელმა რეჟისორმა ის დააწყნარა და სასწრაფოს მოსვლამდე გვერდიდან არ მოშორებია.

 

ხოაკინ ფენიქსი და ალკოჰოლიზმი

როგორც ჩანს, ფენიქსებს სხვადასხვა მავნე ჩვევაზე დამოკიდებულება სისხლში ჰქონდათ. ყველაფერი დაიწყო მამით, რომლის ალკოდამოკიდებულებაც, როგორც ამბობენ, მშობლებს შორის არსებული კონფლიქტის მთავარი მიზეზი იყო… მოგვიანებით, უეცრად მოსული წარმატების შემდეგ, რივერ ფენიქსიც ნარკოდამოკიდებული გახდა და მისი ცხოვრება ფატალურად დასრულდა. ბოლოს ხოაკინის ჯერიც დადგა. მან 2005 წელს ალკოჰოლიზმის დასამარცხებლად სარეაბილიტაციო კლინიკას მიაკითხა. ხოაკინ ფენიქსი თავის ალკოდამოკიდებულებას ჯონი ქეშის ბიოგრაფიულ ფილმში (ზღვარის გადაკვეთა) შესრულებულ როლს აბრალებს.

სასმელს სწორედ ამ ფილმის გადაღებების დროს დავუახლოვდი. მანამდე არ ვსვამდი ყოველდღიურად. გადაღებების პროცესში კი თითქოს სხვა საქმე არ მქონდა, დალევაშიც არაფერი მიშლიდა ხელს. ამიტომაც შევჯექი ალკოჰოლზე… როცა ვსვამდი, თავს უკეთ ვგრძნობდი.

 

მსახიობობიდან რეპერობამდე

2008 წელს ხოაკინ ფენიქსმა გამოაცხადა, რომ მსახიობობას თავს ანებებდა და რეპერის კარიერას იწყებდა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს მისი უცნაური დოკუმენტური ფილმის – მე ისევ აქ ვარ – გეგმებში შედიოდა. მან ფილმი მსახიობთან და თავისი დის, სამერი ფენიქსის ქმართან – კეისი აფლეკთან ერთად გადაიღო. უნდა აღინიშნოს, რომ ფილმის პრემიერამდე ფენიქსმა რამდენიმე სიმღერა მართლაც ჩაწერა.

მას შემდეგ, რაც ხოაკინმა რეპერობა გადაწყვიტა, გამოქვეყნდა ფანების მიერ გადაღებული ჩანაწერები, სადაც წონაში მომატებული და წვერიანი დებიუტანტი რეპერი მიკროფონთან გაუგებრად ბურდღუნებდა და ერთხელ სცენიდანაც კი ჩამოვარდა.

მისი ეს პერფორმანსები საკმაოდ უცნაურად და ნეგატიურად შეაფასეს. ფენიქსი თავს იმით იმართლებდა, რომ კლუბებში, სადაც ის მღეროდა, ცუდი აკუსტიკა იყო. სულ მალე გავრცელდა ჭორებიც, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ პიარის ნაწილი გახლდათ, რაც ფენიქსის წარმომადგენელმა კატეგორიულად უარყო.

მიუხედავად იმისა, რომ ხოაკინის კარიერული ცვლილება რეალური არ აღმოჩნდა და ის კინოს მალევე დაუბრუნდა, მისი თქმით, ეს ვნებათაღელვა დაეხმარა, სამსახიობო კარიერის მარწუხებისგან გათავისუფლებულიყო.

 

დადგმული ფსიქიკური აშლილობა

ხოაკინ ფენიქსის დოკუმენტური ფილმი, მე ისევ აქ ვარ სინამდვილეში მთლიანად გამოგონილ სიუჟეტზე იყო აწყობილი. ფილმი მსახიობის ვითომდა ორწლიან ფსიქიკურ აშლილობასა და  მისი ცხოვრების ქრონიკებს ასახავდა. თუმცა, ყველას დღესაც არ სჯერა, რომ ეს ყველაფერი დადგმული იყო – ფენიქსის გამოჩენამ დევიდ ლეტერმანის შოუში ბევრს გაუჩინა ეჭვი, რომ ის ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო. მსახიობს მზის სათვალე ეკეთა და მთელი დროის განმავლობაში კვლავ გაურკვევლად ბურდღუნებდა.

ხოაკინ ფენიქსის მიერ დადგმული ფსიქიკური აშლილობის სცენები ჰოლივუდში არცთუ ისე კარგად მიიღეს და ამის გამო მისი კარიერა ოსკარის ნომინანტობიდან მეორეხარისხოვან მსახიობობამდე ჩამოქვეითდა, მას როლის მიღება სატელევიზიო რეკლამებშიც კი უჭირდა.

ჩემი დოკუმენტური ფილმის გამოსვლის შემდეგ დამიდგა პერიოდი, როდესაც  მდარე ხარისხის ფილმებში მთავაზობდნენ როლებს. იმ პერიოდში სესხების აღებაც კი დამჭირდა. მეც და ჩემი ბუღალტერიც ძალიან ვნერვიულობდით, რადგან არ ვიცოდით, წინ რა გველოდა, – აღნიშნა ფენიქსმა.

ფენიქსის კინოკარიერის ფსკერისკენ წასვლა ნაწილობრივ იმანაც გამოიწვია, რომ მაყურებელს მისი თამაშის აღარ სჯეროდა.

იმ ჭორების მიუხედავად, რაც ფენიქსის დოკუმენტური ფილმის პრემიერის წინ დაგროვდა (და უნდა ითქვას, რომ ეს ჭორები გამართლდა კიდეც), მასში თავმოყრილი მასალა ნამდვილი სიგიჟე იყო. ფილმში ხოაკინი ნარკოტიკებს მოიხმარს, ორალური სექსი აქვს თავის წარმომადგენელთან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ასისტენტებს.

Los Angeles Time-ის ერთ-ერთი ჟურნალისტი მიმოხილვაში წერდა, რომ კინოგამქირავებლები ფილმის ნახვის შემდეგ საგონებელში ჩავარდნენ: რამდენიმე გამქირავებლის თქმით, ფილმი სავსე იყო ჰოლივუდური დებოშით, დეფეკაციის სცენებით და უფრო მეტი სიშიშვლით, ვიდრე ეს გეი-პორნოშია.

 

სამერ ფენიქსის განქორწინება

2010 წელს ხოაკინ ფენიქსი და კეისი აფლეკი გაცილებით დიდ სკანდალში გაეხვნენ, ვიდრე ეს ხოაკინის დოკუმენტური ფილმის ფაბრიკაციას მოჰყვა. ამჯერად ორმა ქალმა, რომელიც ამავე ფილმზე მუშაობდა, კეისი აფლეკს სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი.

ერთ-ერთი ამბობდა, რომ კეისი აფლეკმა სასტუმროს ნომერში მას ხელების ფათური დაუწყო, ხოლო მეორეს თქმით, აფლეკი მას, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ლოგინში ჩაუხტა. აფლეკმა ბრალდებები უარყო და სასამართლომ ორივე საქმე დახურა. ეს სკანდალი ხელახლა ამოტივტივდა ოსკარის ნომინაციის შემდეგ, რომელიც აფლეკმა 2016 წელს მიიღო ფილმისთვის მანჩესტერი ზღვასთან.

საკითხავია, რამდენად იმოქმედა ამ ყველაფერმა კეისი აფლეკისა და სამერ ფენიქსის ოჯახურ ცხოვრებაზე? აფლეკს თითქმის ოცწლიანი თანაცხოვრება აკავშირებდა ხოაკინის დასთან, თუმცა სამერმა განქორწინება მოითხოვა და 2017 წელს ისინი საბოლოოდ დაშორდნენ ერთმანეთს.

 

მოამზადა ნინო დოლიაშვილმა

წყარო:  https://www.ranker.com

AtticLos Angeles TimeRed hot chili papersThe Guardianარლინ ფენიქსიგევინ ედვარდსიდარჩი ჩემთანდევიდ ლეტერმანივერნერ ჰერცოგიზღვარის გადაკვეთაკეისი აფლეკიკორი ფელდმანილიბერთი ფენიქსიმანჩესტერი ზღვასთანმე ისევ აქ ვარნინო დოლიაშვილირეინი ფენიქსირივერ ფენიქსისამერ ფენიქსიღვთის შვილებიხოაკინ ფენიქსიჯონ ლი ბატომიჯონ ფრუსჩიანტეჯონი ქეში
Previous Post

"მხევლის წიგნი" მეორე სეზონით დაბრუნდა!

Next Post

სირცხვილი კანს: ქალი რეჟისორები ქართული ფილმების ფესტივალზე ლიდერობენ

Next Post
სირცხვილი კანს: ქალი რეჟისორები ქართული ფილმების ფესტივალზე ლიდერობენ

სირცხვილი კანს: ქალი რეჟისორები ქართული ფილმების ფესტივალზე ლიდერობენ

ახალი ამბები

F9-ის (Fast & Furious) ახალი თრეილერი და გამოსვლის თარიღი

F9-ის (Fast & Furious) ახალი თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
15 აპრილი, 2021
0

ზაკ სნაიდერის „Army of The Dead“-ის გამოსვლის თარიღი და ოფიც.თრეილერი

ზაკ სნაიდერის „Army of The Dead“-ის გამოსვლის თარიღი და ოფიც.თრეილერი

ავტორი Cinemania
14 აპრილი, 2021
0

2021 წლის ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) გამარჯვებულები

2021 წლის ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) გამარჯვებულები

ავტორი Cinemania
13 აპრილი, 2021
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
3310

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
2976

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5587

ბოლოს დამატებული

F9-ის (Fast & Furious) ახალი თრეილერი და გამოსვლის თარიღი

F9-ის (Fast & Furious) ახალი თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
15 აპრილი, 2021
0

ზაკ სნაიდერის „Army of The Dead“-ის გამოსვლის თარიღი და ოფიც.თრეილერი

ზაკ სნაიდერის „Army of The Dead“-ის გამოსვლის თარიღი და ოფიც.თრეილერი

ავტორი Cinemania
14 აპრილი, 2021
0

2021 წლის ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) გამარჯვებულები

2021 წლის ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) გამარჯვებულები

ავტორი Cinemania
13 აპრილი, 2021
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020