სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ალბერტ სერა: “ჩემი ფილმები უნიკალურია”

Cinemania ავტორი Cinemania
13 მაისი, 2018
რუბრიკა კინოგურმანი, რევიუ
0
ალბერტ სერა: “ჩემი ფილმები უნიკალურია”
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

2016 წელს კანის 69-ე კინოფესტივალზე კონკურს გარეთ კატალონიელი რეჟისორის, ალბერტ სერას ფილმი ლუი XIV-ის სიკვდილი აჩვენეს. პრემიერის ფარგლებში რეჟისორთან ჩაიწერა ინტერვიუ, სადაც მან ფილმის შესახებ და ფრანგებისთვის საყვარელ მსახიობზე, ჟან-პიერ ლეუსთან მუშაობაზე ისაუბრა.

 

თქვენი წინა ფილმი – ჩემი სიკვდილის ამბავი არასასიამოვნოდ, უსარგებლოდ და მიუღებლად დაახასიათეს. ახალი ფილმი – ლუი XIV-ის სიკვდილი პირიქით, სრულიად განსხვავებულია, თითქმის კლასიკური.

კი, ნამდვილად საკმაოდ კლასიკური ფილმია. თავდაპირველად ამ ტერმინს ვიყენებდი იმიტომ, რომ ხაზი გამესვა, როგორია ჩემი ფილმების დამოკიდებულება რეალურ დროსთან მიმართებით. ისინი, სულ მცირე, ფსიქოლოგიურად მაინც – ძალიან ჰგვანან წარმოდგენებს. ზოგჯერ მაყურებლისთვის რთულია, ამოიცნოს ფილმის მიღმა დაფარული იდეები ან განზრახვა. ჩემი სიკვდილის ამბავი სრულიად გიჟური იდეების და სასოწარკვეთილების ნაკრებია. ძალიან ძნელია, თქვა, თუ რაზეა ფილმი, ან თუნდაც იმის განსაზღვრა, ფილმი კარგია თუ ცუდი.

ამგვარი ეფექტის გაძლიერებას მსახიობებიც უწყობენ ხელს, რადგან მათ არ უწევთ პერსონაჟის იდეებით შექმნა. ჩემი მეთოდი ასეთია, რომ მე მათ არ ვეკონტაქტები. მსახიობებს იმის შესახებაც კი არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა მსურს ზოგადად. ზოგჯერ შესაძლოა, მეც არ ვიცოდე, რა მინდა! ფილმს იმიტომ ვიღებ, რომ ვუყურო ცოცხალ გამოსახულებებს. კინოს მაგია გამოსახულების შექმნა კი არაა, არამედ ამ გამოსახულებების ყურება. ეს მყისიერია, ეს იმ წამის მომენტია. ეს გამოსახულების იდეა კი არაა –  არამედ თავად გამოსახულება. ყოველი მათგანი უნიკალურია. ასე რომ, თუკი ჩემი ფილმები მიუღებელი და არასასიამოვნოა, სწორედ იმიტომ, რომ ისინი უნიკალურია.

ეს ფილმი გაცილებით “მისაღებია”, ვიდრე თქვენი ადრეული ნამუშევრები, სადაც მასალასთან საკმაოდ სწრაფად და თავისუფლად თამაშობთ. ამ შემთხვევაში კი სერიოზული ტონი უფრო გამოსჭვივის, რაც ამბიდან გამომდინარე, არცაა გასაკვირი.

ასეთად გამოიყურება სწორედ ამბის გამო, სადაც დრო, სივრცე, ქმედება და გმირი, – ყველაფერი ერთიანობაშია. რთულია, ამ შემთხვევაში იყო იკონოკლასტური და პროვოკაციული. ასე რომ, ფილმში უფრო მეტად თანდაყოლილი ჰომოგენურობაა. საბოლოო ჯამში, ფილმი შესაძლოა ცოტა ჩვეულებრივი, თავაზიანია, რისიც, ცოტა არ იყოს, მრცხვენია კიდეც (იცინის). დარწმუნებული ვარ, ყველა გიჟურ რამეებს ელოდა, თუმცა ფილმმა ასე მოითხოვა. გიჟური იდეები კარგად რომ მორგებოდა ფილმს, მაშინ უკან არ დავიხევდი. პროცესში წინასწარ არ ვიცი, რა როგორ იქნება.

თუმცა ვფიქრობ, ბევრი ადამიანისთვის ფილმი მაინც საკმაოდ გიჟურია (იცინის). რიტმი კვლავ ნელია, მოქმედებებში – ბევრი გამეორება. ჩვენ ვართ ერთ ოთახში, სადაც ახლოდან ვაკვირდებით მოქმედებებს და ჩვენი ხედვაც წინასწარგანსაზღვრულია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ადამიანი მეუბნებოდა, თითქოს ფილმი ამაღელვებელია, აქ არ ხდება გმირთან იდენტიფიკაცია – ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. შეიძლება ფილმი სენტიმენტალურობის ზღვარზეა.

ფილმში ბევრი სპეციფიკური დეტალია მეფის მოთხოვნებსა და მის ირგვლივ მყოფთა ქმედებებში. რაიმე კონკრეტულ ტექსტს ხომ არ ეყრდნობოდით?

დიახ, სან-სიმონის, იმ დროის მნიშვნელოვანი ფრანგი მწერლის მოგონებებს. მასთან იყო ყველაფერი ის, რაც ასე მომწონს, თუმცა ჩვენ სხვა ტიპის კვლევებიც ვაწარმოეთ და სხვა ისტორიულ წყაროებსაც ჩავხედეთ. ფილმი ისტორიას საკმაოდ ერთგულობს, თუმცა, რა თქმა უნდა, მივმართეთ შემოქმედებითობასაც, რის გარეშეც ფილმი უბრალოდ, ვერ იქნებოდა თანამედროვე. ფილმის ერთ-ერთი იდეა ხომ თანამედროვეობის ჩვენებაა წარსულის გამოყენებით. პატივს ვცემ წარსულსაც და ისტორიასაც, მაგრამ მე ხელოვანი ვარ.

ფილმის უმეტეს ნაწილში მეფე უუნაროა, თუმცა არის რამდენიმე მომენტი, როდესაც სიახლოვეც ჩნდება, მაგალითად, შვილიშვილთან საუბარში.

ფილმის კიდევ ერთი იდეა იმის ჩვენებაა, თუ როგორ უმკლავდება ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე პირი უძლურებას. შეიძლება, შენ უზარმაზარ ძალაუფლებას ფლობდე, მაგრამ ბოლოს მაინც მოგიწევს გამკლავება სიბერესთან და ავადმყოფობასთან. მეფე საკუთარი სიცოცხლის დასასრულს უნდა გაუმკლავდეს, ისტორიკოსები – სახელმწიფოს ერთი პერიოდის დასასრულს. მიუხედავად იმისა, რომ “მეფე მზე” ხარ, სიკვდილზე ძალაუფლებას არ ფლობ. ეს შესანიშნავი გაკვეთილია, ამიტომ ცდილობს ის, თავის მემკვიდრეს დაგროვილი სიბრძნე გადასცეს.

თქვენი კადრები ძალიან ფერწერულია, სწორედ იმ პერიოდის მხატვრობის მსგავსი. ფიქრობდით ამაზე ფილმის გადაღებისას?

არა, დიდად არა. ვგულისხმობ იმას, რომ ვიცი და პატივს ვცემ იმ ნამუშევრებს – და ჩემს ფილმებში არის პლასტიური ასპექტები – მაგრამ ჩემი მუშაობის სტილი არ მოიცავს ამგვარ დაკვირვებებს. ჩვენ სამი კამერით ვმუშაობდით და თანაც შეუწყვეტლივ, ასე რომ, მე იმის დრო არ მქონდა, გავჩერებულიყავი და დაკვირვებით ამეწყო კომპოზიცია. გადასაღებ მოედანზე მსახიობებზე ვარ კონცენტრირებული. ჩემთვის მოსაწყენია, გადაღებისას ვფიქრობდე განათებაზე და კადრის პლასტიურ ასპექტზე. ეს ყველაფერი უკვე წინასწარ მაქვს გამზადებული. გადაღებისას კი ვმუშაობ ატმოსფეროზე და მსახიობებზე. ჩემი სისტემა – ესაა მცდელობა, გავანადგურო ადრე დამკვიდრებული იდეები და ისტორიული პრეცენდენტები. მომწონს, როდესაც გადასაღებ მოედანზე დესტრუქციას ვაკვირდები.

ფილმისთვის ლოკაცია სპეციალურად აარჩიეთ?

ფილმი ციხე-კოშკში გადავიღეთ, თუმცა იქ ცარიელი კედლების გარდა არაფერი იყო. ყველაფერი, რასაც ფილმში ხედავთ, ნულიდან არის შექმნილი. თავიდან ციხის სხვა ოთახების და ავეჯის გამოყენებას ვფიქრობდით, მაგრამ გადაწყვეტილება შევცვალე. ეს ყველაფერი კი ასევე ჩემი გადაღების ნაწილია. მომწონს ქაოსი. სწორედ ქაოსი ქმნის ისეთ ატმოსფეროს გადასაღებ მოედანზე, როგორიც მიყვარს, და თან ეს უფრო სახალისოცაა. კინოს გადაღებაც სწორედ ამიტომ დავიწყე, რომ ის უფრო მეტად სახალისოა, ვიდრე რუტინული ცხოვრება. ზოგჯერ საჭიროა ასეთი სასაცილო მომენტების შექმნა. მათ შესაქმნელად კი ქაოსი კარგი საშუალებაა.

როლზე მხოლოდ ჟან-პიერ ლეუ გყავდათ წარმოდგენილი?

სინამდვილეში ეს იყო სხვა პროექტი, რომელიც სამი თუ ოთხი წლის წინ პომპიდუს ცენტრმა დამიკვეთა. ამ პროექტის მიხედვით, ჟან-პიერ ლეუ, რომელიც ლუი XIV-ს განასახიერებდა, 15 დღის განმავლობაში მინის გალიაში უნდა წოლილიყო. პროექტი ფინანსების გამო ვერ განხორციელდა, თუმცა რამდენიმე წლის მერე გადავწყვიტეთ, ამ იდეისთვის კინოს ფორმა მიგვეცა. ამასთანავე, ნამდვილი ამბის ერთგული დავრჩით და მეფის სიკვდილი წარმოდგენად ვაქციეთ, წარმოდგენად, სადაც დრო, სივრცე და ყველაფერი ის, რაზეც უკვე ვისაუბრე, გაერთიანდებოდა.

რა თქმა უნდა, ჟან-პიერს თავისი აზრიც ჰქონდა რამდენიმე საკითხზე, მაგრამ ჩემი მიდგომა საკმარისად ძლიერი იყო იმისთვის, რომ ჩემს პროცესში მთლიანად ჩამერთო. ეს ჰგავს ლავას, რომელიც ყველაფერს ფარავს და ყველაფერს შავად აქცევს, ყველაფერს ერთგვაროვანს ხდის. მნიშვნელოვანია ატმოსფერო, რაც მეთოდოლოგიის შედეგია და რაც ისეთ ინტენსივობას ქმნის, როგორსაც შემდგომ ეკრანზე ვხედავთ. ასე რომ, ამ კუთხით, ჟან-პიერი იდეალური იყო. აღფრთოვანებული ვარ მისი პიროვნებით. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მისი სამსახიობო წარსული არ იყო საინტერესო. ის ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი მას შემდეგ გახდა, რაც მისი პიროვნების და გმირის ერთიანობის პროცესი დაიწყო. ასეთ შემთხვევაში ხომ ყველაფერი შესაძლებელია.

 

წყარო: filmcomment.com

მოამზადა ბექა სუხიტაშვილმა

ალბერტ სერაბექა სუხიტაშვილიკანის კინოფესტივალილუი XIV-ის სიკვდილიჟან-პიერ ლეუჩემი სიკვდილის ამბავი
Previous Post

მზის გოგონები საქართველოდან

Next Post

“ბრუკლინი 9-9” NBC-ზე გაგრძელდება

Next Post
“ბრუკლინი 9-9” მეხუთე სეზონით დამთავრდება

“ბრუკლინი 9-9” NBC-ზე გაგრძელდება

ახალი ამბები

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

ავტორი Cinemania
5 აგვისტო, 2022
0

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
4 აგვისტო, 2022
0

ცნობილი ადამიანების შვილების უცნაური და განსხვავებული სახელები

ცნობილი ადამიანების შვილების უცნაური და განსხვავებული სახელები

ავტორი Cinemania
3 აგვისტო, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ავტორი Cinemania
15 მაისი, 2019
5770

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

ავტორი Cinemania
11 მაისი, 2019
5107

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
689

ბოლოს დამატებული

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

ავტორი Cinemania
5 აგვისტო, 2022
0

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
4 აგვისტო, 2022
0

ცნობილი ადამიანების შვილების უცნაური და განსხვავებული სახელები

ცნობილი ადამიანების შვილების უცნაური და განსხვავებული სახელები

ავტორი Cinemania
3 აგვისტო, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020