კინოინდუსტრია მე-20 საუკუნის დასაწყისიდან საკმაოდ მომგებიანი ბიზნესი გახდა. მიმდინარე ეტაპზე ისეთი გიგანტები, როგორიც არის „დისნეი“, ყოველწლიურად მილიარდებს შოულობენ. მიუხედავად იმისა, რომ 2020-2021 წლების პანდემია კინოსამყაროსათვის, ასევე როგორც მთელი სამყაროსათვის საკმაოდ რთული პერიოდი აღმოჩნდა, კინოინდუსტრია გასართობ შოუ-ბიზნესშიშემოსავლების კუთხით მაინც პირველ ადგილზე რჩება.
წარმატებულ ფილმებში რა თქმა უნდა სახელგანთქმული მსახიობები იღებენ მონაწილეობას და წარმოუდგენლად დიდ ჰონორარებსაც იღებენ. მაგალითად, ტომ კრუზმა„შეუსრულებელ მისიის“ ფრანჩიზის უკანასკნელ ფილმში „Fallout“ 30 მილიონი აშშ დოლარი აიღო. ყოველივე ზემოაღნიშულის გათვალისწინებით, გვინდა წარმოგიდგინოთ ყველაზე მდიდიარი მსახიობების ჩამონათვალი 2021 წლის მდგომარეობით, რომლებმაც შემოსავალი არა მხოლოდ მსახიობობით, არამედ პროდუსერობითა და რეჟისორობითაც მიიღეს.