70-იანი წლებიდან ვიდეო და კომპიუტერული თამაშები თანამედროვე ადამიანის გართობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ და მომგებიან ბიზნესს წარმოადგენს. მიუხედავად, იმისა, რომ ჯერ-ჯერობით ვიდეო თამაშებს ხელოვნების ნიმუშის სტატუსს არ ანიჭებენ, არსებობენ თამაშები, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ შესაბამის აღიარებას. (პ.ს თავის დროზე იგივეს ამბობნენ ჯერ უხმო ფილმებზე, როდესაც კაცობრიობა მხოლოდ ფოტოსურათებითა და ნახატებით ტკბებოდა, შემდგომ ფერად ფილმებზე, როდესაც ამ უკანასკნელმა, შავ-თეთრი ჩაანაცვლა). თუმცა, რაც მეტი დრო გადის და იხვეწება ტექნოლოგიები, ვიდეო თამაშები მეტად პოპულარული და აღიარებადი საგანი ხდება კაცობრიობისათვის.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, არსებობს ვიდეოთამაშები, რომლებსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ხელოვნების ნიმუშის სტატუსი: „Dark Souls“, „Uncharted“, „Mortal Kombat“ „Zelda“ „Metal Gear Solid“ „Warcraft“, „God Of War“ „Hollow Knight“ „Mario“ და კიდევ სხვა მრავალი. შესაბამისად, კომპიუტერული თამაშების ეკრანიზაციებიც საკმაოდ ბევრია, ხოლო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ცნობილი რა თქმა უნდა „Resident Evil“-ის ექვს ნაწილიანი კინოფრანჩიზაა, რომელშიც მთავარ როლს მილა იოვოვიჩი ასრულებს. უნდა ითქვას, რომ ბლოკბასტერმა ორიგინალის სცენარიდან რადიკალურად გადაუხვია და მხოლოდ სახელები და უფერული პერსონაჟები დატოვა, რომლითაც მაყურებლისათვის, ე.წ Funservice-ის შექმას ცდილობა. მიუხედავად ხსენებულისა, კინოფრანჩიზამ მაინც მოახერხა 1.2 მილიარდი აშშ დოლარი მოგროვება, თუმცა საბოლოოდ გამოჩნდა, რომ ფრანჩიზა მოთხოვნადი და ყურებადი აღარ იყო, ყოველ შემთხვევაში იმ ფორმატით რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში მიყვებოდა, შესაბამისად რაღაც იყო შესაცვლელი და ყველაზე ლოგიკური გამოსავალი რა თქმა უნდა ფრანჩიზის რებუტი აღმოჩნდა. შესაბამისად, მედია გიგანტმა, „Netflix“-მა, 2021 წელს შემოგვთავაზა კინოფრანჩიზის რებუტი…
უყურე „Resident Evil: Welcome to Racoon City“-ის adjaranet-ზე
აღსანიშნავია, რომ კინოფრანჩიზის რებუტი იმდენად „რებუტული“ გამოდგა, რომ მოვლენათა განვითარება საწყისების საწყის დაუბრუნა, როდესაც 1996 წელს Play Station-ზე პირველად ვიხილეთ თუ როგორ მიემგზავრებიან S.T.A.R-ის (მოგვიანებით გეტყვით მათ შესახებ) ოპერატილი თანამშრომლები „Raccoon City“-ში დავალებაზე (ზოგადად მაყურებელიც და გეიმერების დიდი ნაწილიც რეზიდენტს მეორე ნაწილიდან გაეცნენ, ხოლო ჩვენს განსახილველ ბლოკბასტერში მოვლენები თამაშის პირველი ნაწილის შესაბამისად იწყება). შეგახსენებთ, რომ სურათში სიუჟეტი სამწუხაროდ ცნობილი კომპანიის, „Umbrella“-სა და მის მიერ შემუშავებული ვირუსით გამოწვეული მოვლენების ირგვლივ ვითარდება, სადაც ზომბი აპოკალიფსის მიზეზი სწორედაც, რომ ზემოხსენებული კომპანიის და რამოდენიმე ადამიანის პირადი ინტერესები გამოდგა, ხოლო ამ ყველაფრის ეპიცენტრი კორპორაცია „Umbrella“-ს მშობლიური ქალაქი Raccoon-ი აღმოჩნდა. რებუტში მოვლენეიც სწორედაც, რომ რაკუნ სითიში ვითარდება, სადაც სპეციალური დანიშნულების ჯგუფი, „S.T.A.R.S“ (Special Tactics and Rescue Service) ქალაქში შედის. შეიძლება ითქვას, რომ ფილმი კინოთეატრებში თითქმის არ გასულა და დაბალი შეფასებების (imdb 5.2 ★; rottentomatoes
36% და
65%) მიუხედავად, 25 მილიონ აშშ დოლარიანმა ბლოკბასტერმა სულ რაღაც 100-მდე ეკრანით 17 მილიონის მოგროვება შეძლო. აქვე შეგახსენებთ, რომ სტრიმინგ გიგანტი საკუთარ პროექტებს, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა (მაგალითად მარტინ სკორსეზეს Irishman) კინოთეატრებში არ უშვებს და ექსკლუზიურად ნეთფლიქსის გამომწერთათვის ქმნის.. თავად ნეთფლიქსის განმარტებით კი დებუტს მილიონობით ადამიანმა პირველივე დღეს უყურa, რაც მათივე განცხადებით დიდი წარმატებაა.
2021 წელსვე Netflix-ის მიერ გადაღებული Resident Evil-ის დასრულების თანავე, რა თქმა უნდა ხელმძღვანელობას გაუჩნდა შეკითხვა: – რა ვქანთ ახლა?.. პასუხი კი საკმაოდ ბანალური და მარტივი აღმოჩნდა. როგორც გაირკვა სტრიმინგ გიგანტის ფილმი ე.წ სატესტო ვერსიად იქნა გამოყენებული, რათა დადგენილიყო რამდენად იყო მაყუირებელი ფრანჩიზის გაგრძელებით დაინტერესებული. მიუხედავად იმისა, რომ Netflix ცდილობს ფილმების გადაღებას მისი ძირითადი კალაპოტი და შესაბამისი დინება ტელეშოუებსა და სერიალებს აქვთ დაკავებული. შესაბამისად ზემოხსენებულ შეკითხვაზე პასუხიც მარტივი აღმოჩნდა: – გადავიდეთ ტელესერიალის ფორმატზე, აღნიშნული თაობაზე კი კომპანიამ დაგეგმილი შოუს თრეილერიც კი შემოგვთავაზა უკვე:
უყურე „Resident Evil“-ის თრეილერს adjaranet-ზე
ჯერ-ჯერობით შოუს შინაარსისა და განსავითარებელი მოვლენების შესახებ არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ მოვლენები რაკუნ სითიში დაყებული ეპიდემიდან თითქმის სამი ათწლეულის შემდგომ ვითარდება, სადაც სამწუხაროდ ცნობილი კომპანიის „Umbrella“-ს კიდევ უფრო შემზარავ და ბნელ საიდუმლოებებს აეხდება ფარდა. სიუჟეტის განვითარდება ორ თაიმლაინში მოხდება. პირველი შემოგვთავაზებს 14 წლის ტყუპები დების, ჯეიდ და ბილი ვესკერების ისტორიას, რომლებიც საცხოვრებლად ახალ რაკუნ სითიში გადადიან და ხვდებიან იმასაც, რომ მათი მამა ბნელ საიდუმლოებებს მალავს (Resident Evil-ის სამყაროში Albert Wesker ერთ-ერთი მთავარი ბოროტმოქმედია). რაც შეეხება მეორე თაიმლაინს, მასში მოვლენები უკვე ათწლეულების შემდგომ ვითარდება, სადაც მხოლოდ 15 მილიონი ადამიანი გადარჩა, ხოლო 6 მილიარდზე მეტი ადამიანი და გაცილებით მეტი ცხოველი T-ვირუსითაა დაინფიცირებული. პროტაგონისტად კი კვლავ ჯეიდი გვევლინება, რომელიც ახლა ოცდაათი წლისაა და ამ აპოკალიპტურ სამყაროში გადარჩენას ცდილობს. სად არის მისი პატარა დაიკო ამას სავარაუდოდ შოუს მსველელობის პერიოდში გავიგებთ.
ტელესერიალის ნახვა ნეთფლიქსის ერთგულ გამომწერებს უკვე მიმდინარე წლის 14 ივლისიდან შეეძელბათ, თითქმის ერთი თვე გვაშორებს შოუს პრემიერიდან, რომლის პირველი სეზონი 50-59 წუთის ქრონომეტრაჟის 8 ეპიზოდისაგან იქნება შემდგარი, ხოლო პირველი ეპიზოდის სათაური თითქმის იმეორებს 2021 წლის ფილმის დასახელებას, „Welcome To New Racoon City“.
შოუს შემქმნელი Andrew Dabb-ია, რომელმაც თავის დროზე შემოგვთავაზა Supernaturals (იყო სცენარისტი და პროდიუსერი). დაგეგმილ შოუში მონაწილეობას იღებენ, როგორც სახელგანთქმული, ასევე ნაკლებად ცნობილი მსახიობები: Ella Balinska, შეასრულებსჯეიდვესკერისროლს,ხოლოSiena Agudong მისი დის. ალბერტ ვესკერი, ორიგინალ წყაროში თეთრკანიანია, თუმცა მას John Wick-ის ვარსკვლავი, აფრო ამერიკელი Lance Reddick განასახიეებს. ასევე ვიხილავთ Turlough Convery-ს, Connor Gosatti-ს, Mpho Osei Tutu-ს, Ahad Raza Mir-სა და სხვებს..
შეგახსენებთ, რომ „Resident Evil“-ის საავტორო უფლებებს, ახლაც გერმანული კომპანია, „Constantin Films“ ფლობს, რომელთან ერთადაც Netflix-მა გადაიღო აღნიშნული შოუ. გერმანული სტუდიის მიერ გადაღებული 6 ფილმის მიმართ არსებული პრობლემები, ორიგინალი ფრანჩიზის ფანების ძირითადი უკმაყოფილების მიზეზი გახდა, რადგან როგორც უკვე ერთხელ აღვნიშნავთ, „Resident Evil“-ის ორიგინალი წყაროდან დაახლოებით 5% იყო გამოყენებული, ხოლო დანარჩენი 95%, რომელიც მას ზუსტადაც რომ გრანდიოზულსა და შთამბეჭდავ „Survival Horror“-ად აქცევდა არ იქნა ეკრანიზირებული. აქვე დავამატებთ, რომ მილა იოვოვიჩის მონაწილეობით ფილმების ყურებისას გიჩნდებოდა შეგრძნება, რომ ეს ტიპიური, B კატეგორიის ზომბი ჰორორია, რომელიც „ბოროტების სავანეს არშემდგარი ორეულია, ხოლო ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი პერსონაჟების ნაცვლად, სრულიად ახალი, გამოგონილი, აქამდე უცნობი და უფერული გმირები შემოგვაჩევჩეს. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ახალ პოროექტში გერმანულ სტუდიას ნეთფლიქსთან ერთად კარგად აქვთ ნამუშევარი შეცდომებზე და მაქსიმალურად ეცდებიან სიტუაცია გამოასწორონ და შესაბამისად, მაყურებელს შესთავაზონ, ის რასაც ნამდვილად იმსახურებენ როგორც ფანები, ასევე თავად რანჩიზა. ზუსტად უცნობია რა რეიტინგი ექნება სერიალს, თუმცა თუ თრეილერითა და ზოგადად ფრანჩიზის ისტორიით ვიმსჯელებთ მას აუცილებლად R რეიტინგი უნდა ჰქონდეს, რადგან სხვაგვარად ეს ყვეალფერი იქნება გარდა Resident Evil-სა, რომელიც პირველ რიგში ცნობილია, როგორ Survival Horror.