იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს პორტალზე სხვადასხვა დროს მრავალი ლამაზი, განსხვავებული და უცნაური ფოტოსესია შეგვითავაზებია ჩვენი მკითვხველისათვის, იმას რასაც მიმდინარე ეტაპზე წარმოვადგენთ, ნახატების შექმნის სურვილს თავადაც გაგიჩენთ.
ინტერნეტში ცნობილმა ბრიტანელმა არტისტმა, მეტსახელად GhostHouse სრულიად არაჩვეულებრივი ფოტოსესიისათვის მოგვცა შესაძლებლობა შეგვეხედა. ხელოვანმა ე.წ ყავისფერ ქაღალდზე განსხვავებულ სტილში შექმნა სხვადასხვა სახელგანთქმული პერსონაჟების ნახატები, სადაც მრავალი ფერების გამოყენებით წარმოუდგენლად შთამბეჭდავი ილუსტრაციები შექმნა. სიმართლე იმაშია, რომ, ხელოვანმა ყავისფერ ქაღალდზე, რომელიც თავისთავად ნახატს მეტ სილამაზესა და ორიგინალურობას მატებს, მოახერხა თითოეული ნახატში პერსონაჟისათვის არადამახასიათებელი სტილში დაეხატა და შექმნა საკუთარი ხედვის სრულიად განუმეორებელი ცნობილი პერსონაჟების პორტრეტები.