კინოსამყაროს სხვადასხვა პერსონაჟების გადასხვაფერება და ამავე გმირების ადამიანების რეალობაში ჩვენება ილუსტრატორების საყვარელი გასართობია. ამასთან არტისტები სხვადასხვა ე.წ Crossover-ებსაც ქმნიან, სადაც ჩვენთვის ნაცნობ პერსონაჟებს ერთი-მეორის სამყაროში ანთავსებენ და წარმოუდგენლად სახალისო პროექტებს გვთავაზობენ.
თავის დროზე აღვნიშნავდით, რომ ამ ყველაფერს ადამიანის უსაზღვრო ფანტაზია უწყობა ხელს, თუმცა ყოველთვის გვავიწყდებოდა გვეთქვა, რომ დღეს თანამედროვე ტექნმოლოგიები გაცილებით მეტის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. ამ შემთხვევაში ადამიანის პირადი ნიჭი თუ წარმოსახვის უნარი უკანა პლანზე გადადის და შესაბამისად მეორეხარისხოვანი ხდება. რამოდენიმე თუნდაც 5-7 წლის უკან იმისათვის რომ პერსონაჟები გადაგვესხვაფერებინა აუცილებელი იყო მათი დახატვა, იქნებოდა ეს ფურცელზე თუ რომელიმე ვირტუალურ პროგრამაში, თუმცა დღეს ამ ყველაფერს a.i, ანუ ხელოვნური ინტელექტი აკეთებს. Instagram-ზე და Facebook-ზე არაერთ სახალისო აპლიკაციას ვაწყდებით, რომლებიც დამოუკიდებლად ახოციელებენ რეალური ადამიანების პერსონაჟებზე მიმსგავსებას ან პირიქით. შესაბამისად გვინდა წარმოგდიგინოთ ერთ-ერთი მსგავსი აპლიკაციის ნამუშევარი, სადაც ვირტუალურმა არტისტა ცნობილი ანიმაციური პერსონაჟები რეალურ ადამიანებად აქცია: