არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ინტერნეტში ერთი საკამოდ საინტერესო და ამავე დროს შემაშფოთებელი ვიდეო გავრცელდა და მომენტალურად მილიონობით ნახვა მოაგროვა. ეჭვი არაა, რომ ამ არსების დანახვისთანავე, მის არაამქვეყნიურ წარმომავლობაზე იწყებ ფიქრს და ამასთან ერთად მხოლოდ ერთი სიტყვა მოგდის აზრად – „Venom“.
“April couldn’t possibly get worse”
*Fucking Venom* pic.twitter.com/yQDdUJ8d41
— 🌵 Vɪɴ 🧪 (@cantguardjaylen) April 3, 2020
თავდაპირველად ყველამ ეს ერთგვარ სააპრილო ხუმრობად მიიღო და ყურადღება არავინ მიაქცია, შემდგომ ვენომ 2-ის ორიგინალური მარკეტინგული გათვლაც კი ეგონათ, თუმცა სიმართლე ის არის, რომ არავინ არაფერი ზუსტად არ იცის. ვიდეოც საკმაოდ რეალური ჩანს და არანაირი მონტაჟისა თუ ეფექტის ნიშნებს არ შეიცავს, შესაბამისად ყველა დაინტერესდა მისი წარმომავლობით, რადგან ასეთი რამ მართლაც, მხოლოდ ვენომის შესახებ გადაღებულ ფილმში თუ იქნებოდა შესაძლებელი.
Twitter Science-მა დაახლოებითი პასუხი გვითხრა, როდესაც აღნიშნა, რომ ვიდეოში ასახული შავი მასა ერთგვარი მატლია სახელად „Bootlace Worm“, რომელიც მომაკვდინებელი ნეიროტქსინითა და სიგრძეში ყველაზე გრძელი ზომით გამოირჩევა (შეიძლება აღწევდეს 55 მეტრსაც კი სიგრძეში).
მარველის ფანებისათვის კი ყოველივე ზემოაღნიშნული სასიხარულო ამბავია, რადგან კლინტარის მაცხოვრებელი შავი სიმბიოტის, ვენომის არსებობა შესაძლოა მართალი იყოს და ცოტა ხანში სადმე, ედდი ბროკს დაუფლებული კედლებზე მოხტუნავეც კი დავინახოთ.