ჩვენ უკვე არაერთხელ განვიხილეთ მარველის კინოსამყაროში მიმდინარე მოვლენები და ამასთან ერთად არაერთხელ შევეხეთ დაგეგმილი ბლოკბასტერების პრემიერის თარიღებს. სულ ახლა ხანს შედგა MCU-ს ახალი ტელესერიალის, Moon Knight-ის პრემიერა და დარჩენილი წელიწადიც ახალ-ახალ პროექტებს გვპირდება – Doctor Strange 2, Black Panther 2 და რა თქმა უნდა Thor: Love & Thunder, რომლის თრეილერის პრემიერაც დღეს შედგა:
უყურე Thor: Love & Thunder თრეილერს
როგორც ცნობილია, თორის მეოთხე ფილმში საკმაოდ საინტერესოდ განვითარდება მოვლენები სიკველის დიდი ნაწილი სახელგანთქმული კომიქსის Thor: God of Thunder-ის ეკრანიზაცია იქნება, სადაც კრის ჰემსუორტის გარდა მონაწილეობას, ნატალი პორტმანი, Guardians of The Galaxy-ის სრული კასტი, ტესა ტომპსონი და კრისტიან ბეილი მიიღებენ, ყველანი საკუთარი კანონიკური როლებით, გარდა ყოფილი ბეტმენისა, რომელიც მარველის კინოსამყაროსთვის ახალ სუპერბოროტმოქმედს, Gorr-ს განასახიერებს. ანტაგონისტი ცნობილია, როგორც ღმერთებზე მონადირე. კომიქსში მას სამი თორი უპირისპირდება, სხვადასხვა დროის მონაკვეთებიდან, წარსულიდან, მომავლიდან და აწმყოდან. თუ როგორ განახორციელებდა ფილმის რეჟისორი, ტაიკა ვაიტიტი ამ დეტალს აღნიშნული თრეილერის გამოსვლამდე უცნობი რჩებოდა, თუმცა ახლა ვიცით, რომ ერთ-ერთ ოდინსანს ნატალი პორტმანი განასახიერებს, ხოლო დანარჩენ ორს, Ravager Thor-სა და ნამდვილ Thor-ს უკვე კრისი. ფილმში მონაწილეობას ასევე იღებს რასელ ქროუ, რომელიც ზევსის როლს შეასრულებს, რომელსაც კოლიზეუმში, ლამაზი ქალბატონების გარემოცვაში ვხედავთ. პირველად ვიხილეთ კრისტიან ბეილი, როგორც გორი – ღმერთების მფატრავი და უნდა ითქვას, რომ მისი დანახვა აღნიშნულ როლში უბრალოდ შეუდარებელია.
ფილმში ბოროტმოქმედი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მას ეზიზღება ყველა ღმერთი, ის მოგზაურობს სამყაროში, სხვადასხვა დროის მონაკვეთებში და ხოცავს ღმერთებს, ხოლო სამი თორი მას კვალდაკვალ მისდევს და მის შეჩერებას ეცდება. ვისაც Thor: God of Thunder აქვს წაკითხული დეტალურად ეცოდინება, თუ როგორ ვითარდება მოვლენები კომიქსში, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტაიკა და მარველი დაგეგმილ ბლოკბასტერში დიდ ცვლილებებს შეიტანენ, რაც თუნდაც თრეილერის ყურებით უკვე გასაგებია.
სახალისო კამეოებში მოწვეულები არიან, მეთ დეიმონი, მელისა მაკარტი და სემ ნილი.
მიუხედავად იმისა, რომ სტუდიამ სრულფასოვანი, ორწუთნახევრიანი თრეილერი შემოგვთავა, დიდი ალბათობით მასში ისეთი კადრებია ნაჩვენები, რომელიც ფილმის საბოლოო ვერსიაში არ მოხვდება ან/და მხოლოდ ქრონომეტრაჟის პირველი რამოდენიმე წუთის მოვლენებს ასახს. ამიტომაც გარდა იმისა, რაც ვახსენეთ, რაიმე განსაკუთრებულის გაგება და დაზუსტება ამ კონკრეტულ ეტაპზე საკმაოდ რთული იქნება, თუმცა რაც დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ – სანახაობრივად თორის შესახებ ახალი ფილმი, სრულიად განსხვავებული იქნება ყველაფერი იმისაგან, რასაც მარველი აქამდე გვთავაზობდა (საუბარია ვიზუალურ ეფექტებზე).