Alien-ის გამოსთვლისთანავე, ჯერ კიდევ 70-იან წლებში პოპულარული გახდა ფილმებსა, სერიალებსა და სხვადასხვა სახის შოუებში ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი პერსონაჟების ჩვენება, რომლებიც პროტაგონისტის როლს შეასრულებდნენ ამა თუ იმ პროექტში. აღსანიშნავია, რომ უცხოს გამოსვლამდე, რიპლის მსგავსი პერსონაჟი ჰოლივუდში არ იყო, ან/და თუ იყო საკმაოდ იშვიათი მოვლენა გახლდათ, თუმცა 00-იანებიდან ჰოლივუდსა და ზოგადად სამყაროში ბევრი რამ შეიცვალა და უნდა ითქვას, რომ ძლიერი ქალი პერსონაჟების ნახვა სხვადასხვა ბლოკბასტერებში უკვე ნორმადაც იქცა, ვიდრე რაიმე გამორჩეულ მოვლენად.
ვაიოლა დევისი, სწორედ ის მსახიობია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ფილმებში ძლიერ, ქარიზმატულ და თავდაჯერებულ ქალებს ასახიერებს და ამჯერადაც ოსკაროსანმა არტისტმა ერთ-ერთ მსგავს პროექტში გადაწყვიტა მონაწილეობა და მას „The Woman King“ ჰქვია, რომლის თრეილერსაც წარმოგიდენთ:
უყურეთ The Woman King-ის თრეილერს
აღსანიშნავია, რომ Sony Pictures-ის მიერ გადაღებული ფილმი ეძღვნება Agojie-ს ისტორიას, ქალი მეომრების რეალურ არმიას, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ დასავლეთ აფრიკის სამეფოს, დაჰომეის. ზოგადად დასავლელი მაყურებლისათვის აგოჯის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი, თუმცა ის აფრიკის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა და მათი ამბავი შემდგომი თაობებისთვის შთაგონებელი გახდა. ქალი მეფე გვთავაზობს გენერალ ნანისკას ემოციურ და ეპიკურ მოგზაურობას, როდესაც ის ამზადებს ახალწვეულებს, რათა მათ შეძლონ სხვა კონტინენტიდან მოსული, სხვა ფერის ადამიანების დამარცხება, რომელთაც გადაწვეტილი აქვთ გაანადგურონ არსებული ცხოვრების წესი. შეგახსენებთ, რომ მოვლენები 1800-იანებში წლებში ვითარდება და მაყურებელს შესთავაზებს რელურ ამბავზე დაფუძნებულ ისტორიას.
აქვე აღსანიშნავია, რომ ოსკაროსანი ვაიოლა დევისის გარდა ფილმში მონაწილეობას, Star Wars-ის ვარსკვლავი, ჯონ ბოიეგა იღებს, რომელიც დაჰომეის მეფის როლს შეასრულებს. ფილმის რეჟისორი ჯინა პრინც-ბაითვუდია, რომელმაც თავის დროზე შემოგვთავაზა The Old Guard. ფილმის პროდიუსერი თავად ვაიოლა იქნება, ასევე როგორც მარია ბელო და კეთი შულმანი.
ფილმის პრემიერა კინოთეატრებში 16 სექტემბერს არის დაგეგმილი