ვარსკვლვავური ომები: მანდალორელი დისნეის უკანასკნელი მეგა ჰიტია, რომლის პრემიერაც 2019-ში, „Disney+“-ის სამაუწყებლო პლათფორმაზე შედგა. სერიალი, რომელიც 45-50 წუთიანი, რვა ეპიზოდისაგან შედგება მომენტალურად ერთ-ერთ ყველა ყურებად პროექტად იქცა და გაგრძელებაზეც რა თქმა უნდა უზარმაზარი მოთხოვნა შეიქმნა. არ გეგონოთ, რომ „The Mandalorian“ პოპულარული მხოლოდ „Star Wars“-ის სახელგანთქმული კინოფრანჩიზისა და იმავე სამყაროში მიმდინარე მოვლენების გამო გახდა, სადაც TV შოუს ყურებისას საკმაოდ ნაცნობი პერსონაჟები გვხდებიან, არა, თავად სერიალი საკმაოდ კარგად არის გადაღებული. ჯონ ფავრომ, რომლის გადაღებულია „Iron Man“, „Jungle Book“, „Lion King (2019)“, „Solo: A Star Wars Story“ და სხვა შესანიშნავი ფილმები არაჩვეულებრივად შეძლო მარტოხელა თავებზე მონადირე მანდალორელის ისტორიის მიწოდება მაყურებლისათვის. მანდალორელის წამრატებისთანავე გადაწყდა მეორე სეზონის გადაღება, რომელის პრემიერაც 2020 წლის ოქტომბრის თვეში შედგა.
დისნეის ახალი პროექტი არამარტო კარგი ისტორიითა და ნათელი პერსონაჟებით გამოირჩევა, სერიალში გამოყენებული CGI ეფექტებიც TV შოუს კვალობისათვის შეიძლება ითქვას რომ შესანიშნავია. შესაბამისად გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ მოკლე ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორ იღებდნენ მანდალორელს და ამასთან ერთად ამატებდნენ CGI ეფექტებს: