დიდი ხნის ლოდინის შემდგომ, DC-ის ერთ-ერთი ყველაზე მოსალოდნელი ბლოკბასტერის Black Adam-ის (შავი ადამის) პრემიერის თარიღი ახლოვდება და ახლოვდება. შეგახსენებთ, რომ თითქმის ათი წელია, რაც მთავარი გმირის როლის შემსრულებლად დუეინ „The Rock“ ჯონსონი სახელდება, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, რომ აღნიშნული პერსონაჟის შესახებ ფილმი გადაეღოთ და მას მთავარი როლი შეესრულებინა. თავდაპირველად შავი ადამი 2019 წელს გამოსულ Shazam-ში უნდა გამოჩენილიყო, როგორც ბოროტმოქმედი, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ საწყის ეტაპზე უმჯობესი იქნებოდა კინოგმირის შესახებ დამოუკიდებელი ფილმი გადაეღოთ. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ფილმის ე.წ პროდაქშენი (გადაღებები) 2021 წელს დაიწყო სტუდია, თავად როკთან ერთად პერიოდულად სხვადასხვა სახის თიზერებით გვართობდა, ხოლო დღეს უკვე სრულფასოვანი თრეილერის ნახვაა შესაძლებელი, რომლის პრემიერაც სულ რამოდნეიმე საათის წინ შედგა:
უყურე The Black Adam-ის თრეილერს
სანამ თრეილერის განხილვაზე გადავალთ უნდა აღვნიშნოთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ადამის ორიგინალი წყაროს (კომიქსები) ინფორმაციას შეეხება. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ჩვენ პროტაგონისტი ისტორიულად ცნობილია, როგორც Theo Adam Tethon, რომელიც გამოგონილ ქვეყანაში, Kahndaq-ში (ეგვიპტის მსგავსი სახელმწიფო) ქრისტეს შობამდე 1279 წლის 11 სექტემბერს დაიბადა. ადამი რამზეს II ვაჟია, რომელიც ეგვიპტის ღმერთების ზეგავლენის ქვეშ მოექცა და დღემდე DC-ის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სუპერბოროტმოქმედად რჩება. DC-ის სამყაროში შავი ადამი წარმოდგენილია, როგორც Shazam-ის მთავარი მეტოქე. ახლა კი შევხედოთ თრეილერს, რომელიც ჩვენს მიერ წამომოდგენილი ინფორმაციისა და ოფიციალური წყაროსაგან რადიკალურად განსხვავდება. ვიდეოს დასაწყისში თავად ადამისაგან ვიგებთ, რომ ის და მისი ოჯახი მონები იყვნენ. დუენის პერსონაჟს ჩვენთვის ჯერ-ჯერობით უცნობი პერსონაჟი კლავს, თუმცა შემდგომ მისმა ვაჟმა თავი გაწირა, რათა მამა „ღმერთად“ გაცოცხლებულიყო და ახლა ადამი არასოდეს, არავის, არავითარი მიზეზით არ დაუჩოქებს… როგორც უკვე მოგახსენეთ, ადამი წლების განმავლობაში წარმოდგენილია, როგორც ბოროტმოქმედი, თუმცა საკმაოდ საინტერესო და გულისამაჩუყებელი წარსულით. ამასთან ერთად მაყურებელს მომენტალურად უჩნდება შეკითხვა, თუ ფილმის ძირითად ქრონომეტრაჟს ბოროტმოქმედი დაიკავებს, ვინ იქნება ამ შემთხვევაში დადებითი პერსონაჟი/გმირი, ის რა დოზით იქნება წარმოდგენილი, ვინ განასახიერებს მას და საბოლოოდ ვის უნდა უგულშემატკივროს მაყურებელმა? ყველაფერს მივყვეთ ეტაპობრივად:
სამომავლო ბლოკბასტერში დადებით პერსონაჟებად წარდგებიან Hawkman, Doctor Fate, Cyclone და Atom Smasher, რომლებიც Justice Society-ის წარმოადგენენ (Justice League-ის მსგავსი გუნდი). აქვე აღსანიშნავია, რომ Doctor Fate შეგვიძლია წარმოვიდოგნოთ, როგორც Doctor Strange-ის პროტოტიპი, თუმცა გაცილებით ძლიერი, Atom Masher-ი როგორც Antman-ის, Cyclone, როგორც Storm-ის, ხოლო Hawkman, როგორც Thor-ის. დიდი ალბათობით Doctor Fate და „Justice Society of America“-ში შეეცდება წინ აღუდგეს შავ ადამს, რომლის მოტივაციაც ამ წუთისათვის უცნობია. თრეილერში ასევე ვისმენთ სიტყვებს, სადაც ადამს Hawkman-ი მიმართავს, რომ გმირები ადამიანებს არ კალვენ, ხოლო ადამი პასუხობს, რომ ის ამას აკეთებს. ასევე ვისმენთ Doctor Fate-ის სიტყვებს, სადაც დროის მბრძანებელი ადამს ესაუბრება და აკონკრეტებს, რომ ადამმა თავად უნდა გადაწყვიტოს გაანადგურებს სამყაროს თუ იხსნის მას. ასევე ვხედავთ იმასაც, თუ როგორ აფეთქბს როკის პერსონაჟი ორ გამანადგურებელს, ასევე ხანგრძლივი პატიმრობის შემდგომ, როგორ ხოცავს სპეც. დანიშნულების რაზმის ფორმებში ჩაცმულ ადამიანებს. ჯერ-ჯერობით იმითი, რაც არის თრეილერში წარმოდგენილი შეგვიძლია ვთქვათ, რომ შავი ადამი ღმერთების პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ბოროტმოქმედის გზას დაადგება, თუმცა შემდგომ სხვადასხვა მიზეზებით ან/და მხოლოდ მისთვის ცნობილით ე.წ ანტიგმირად იქცევა. აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ ბლოკბასტერში მომსწრენი გავხდებით დაახლოებით ისეთი სიტუაციის, როგორიც Batman VS Superman-ში ვიხილეთ, სადაც საბოლოოდ ორი მეტოქე უფრო მეტი საფთხის წინაშე გაერთიანდა, რადგან სხვაგვარად აზრი ეკარგება დუეინ ჯონსონის, მსგავსი მეგავარსკვლავის ბოროტმოქმედად დატოვებას. აქვე ისიც ცნობილია, თუ როგორ ეკიდება ყოფილი Wrestler-ი თავის გმირებს, სადაც კონტრაქტში თავიდანვე გათვალისწინებულია ისეთი დეტალები, როგორებიცაა: რამდენჯერ ჩაიმუხლება ან/და წაიქცევა მისი გმირი, ძლევს თუ არა მას ვინმე და სხვა. ერთი სიტყვით მისი კინოგმირები მუდამ ქარიზმატულები, უძლეველები, სამართლიანები და კეთილშობილები არიან, შესაბამისად შავი ადამის ცივსისხლიანი მკვლელის როლში ნახვა ფიზიკურად წარმოუდგენელია. აქვე დავამატებთ იმასაც, რომ ბლოკბასტერში იუმორიც საკმარისად იქნება, რისი ნათელი მაგალითი შავი ადამის თავზე გადაღუნული მეტალის ბიტაა, ხოლო შემდგომ ცაში აგდებული და სრული ამ სიტყვის განმარტებით გაფრენილი უსახელო პერსონაჟი.
ბლოკბასტერის პროდიუსერი ჰირამ გარსიაა, ხოლო რეჟისორი Jaume Collet-Serra-აა, რომლის გადაღებულია Jungle Cruise (ასევე დუენის მონაწილეობით), The Shallows,Run All Night და Non-Stop. დუეინ როკ ჯონსონის გარდა ფილმში მონაწილეობას იღებენ: პირს ბროსნანი კენტ ნელსონს განასახიერებს, რომლის ალტერ ეგოსაც Doctor Fate წარმოადგენს, ალდის ჰოჯი შეასრულებს Hawkman-ის როლს, ქუინტესა სვინდელი Cyclone-ს, ხოლო ნოა ჩენტინეო Atom Smasher-ს განასახიერებს.
ფილმის პრემიერა 2022 წლის 21 ოქტომბერს მხოლოდ კინოთეატრებში შედგება. აქვე აუცილებლად უნდა დავამატოთ, რომ როგორც უკვე მოგახსენეთ თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ შავი ადამი, Shazam-ის (Capitan Marvel, კომიქსებში თავდაპირველად შაზამს ასე ერქვა) პირველ ფილმში გამოჩნდებოდა, როგორც ბოროტმოქმედი, თუმცა შემდგომ გადაწყდა და სუპერგმირისა და სუპერბოროტმოქმედის შერკინების ნახვა Shazam 3-ში უკეთესი იქნებოდა. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, წინ Flash-ის (23.06.23წ.), Aquaman 2: Lost Kingdom-ისა (17.03.23წ.) და Shazam 2: Fury Of The Gods-ის (16.12.22w.) პრემიერები გველოდება, სადაც იმედს ვიტოვებთ, რომ ადამის შესახებ დამატებით ინფორმაციას უკვე ხსენებული ფილმის გარდა აუცილებლად შევიტყობთ.