მოგეხსენებათ, რომ გოთემის ბნელი რაინდის შესახებ ახალ ბლოკბასტერს ცნობილი რეჟისორი მეტ რივზი იღებს და ბრიუს უეინის როლში ახალგაზრდა „Twilight“-ის ვარსკვლავი რობერტ პატინსონი მოიწვია. შეგახსენებთ, რომ ფილმის პრემიერა მიმდინარე წლის ივლისის თვეში იყო დაგეგმილი, თუმცა მსოფლიოში მიმდიანრე პანდემიის გამო პირველი ჩვენების თარიღმა ჯერ წლის ბოლოსაკენ, შემდგომ კი საერთოდ 2022 წლის 11 მარტისაკენ გადაიწია.
ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში „The Batman“-ის შესახებ ვიტყობდით მნიშვნელოვან და საინტერესო ინფორმაციას, ასევე როგორც ვნახულობდით არაერთ დამაინტრიგებელ თიზერსა თუ თრეილერს. საკმაოდ საინტერესო და მსუყე უკანასკნელი თრეილერი, ოქტომბრის შუა რიცხვებში ვიხილეთ, როდესაც DC Fandom შედგა, სადაც ბნელი რაინდის გარდა, ასევე Flash-ის თრეილერიც გვაჩვენეს. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი თრეილერის გასვლიდან თითქმის არაფერია გასული, ინტერნეტში კიდევ ერთი სრულიად ახალი თიზერის ნახვა არის შესაძლებელი, რომელიც როგორც ჩანს იაპონური ბაზრისათვის არის გამზადებული. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ კადრში მოკლე იაპონური რეპლიკები ისმის და ადგილ-ადგილ იეროგლიფების შემჩნევაც არის შესაძლებელი, თრეილერის ერთობლიობა არ იკარგება და ახალი საინტერსო დეტალების შემჩნევაც საკამოდ მარტივია:
უყურე „The Batman“-ის ახალ თრეილერს
შეგახსენებთ, რომ ფილმი მაქსიმალურად ორიენტირებული იქნება თავად ბეტმენზე და დიდ აქცენტს გააკეთებს მის დეტექტიურ (გამომძიებლის) უნარაჩვევებზე. ასევე, მოხდება ამ უნარების რელობასთან ინტეგრირება, რადგან მაქსიმალურად მიახლოებული იყოს მისი შესაძლებლობები, როგორც ფიზიკური, მენტალური თუ ტექნოლოგიური არსებულ სამყაროსთან. ასევე, ზოგიერთი წყარო იმასაც ვარაუდობს, რომ მეტ რივზის ბეტმენი კრისტოფერ ნოლანის ტრილოგიაზე მეტად რეალისტური იქნება. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ რივზის „The Batman“-ს არაფერი კავშირი არ ექნბა სხვა დღემდე გამოსულ ფილმებთან და იქნება სრულიად დამოუკიდებელი სურათი, რომელიც როგორც უკვე ვთქვით აქცენტს გოთემის რაინდსა და მისი მოღვაწეობის ადრეულ წლებზე გააკეთებს. შეგახსენებთ, რომ „The Batman“-ის მოვლენები „Earth 2“-ზე განვითარდება. ყოველივე ხსენებულის გათვალისწინებით ორმაგად დამაინტრიგებელია ის სიტყვები, რომელიც ბეტმენის პოსტს თან ახლავს, „It’s Not Just A Signal, It’s a Warning“ .