კინოსამყაროს სხვადასხვა პერსონაჟების გადასხვაფერება და ამავე გმირების ადამიანების რეალობაში ჩვენება ილუსტრატორების საყვარელი გასართობია. ამასთან არტისტები სხვადასხვა ე.წ Crossover-ებსაც ქმნიან, სადაც ჩვენთვის ნაცნობ პერსონაჟებს ერთი-მეორის სამყაროში ანთავსებენ და წარმოუდგენლად სახალისო პროექტებს გვთავაზობენ. ამ ყველაფერს კი რა თქმა უნდა ადამიანის უსაზღვრო ფანტაზია ხელს უწყობს. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სინემანიას გუნდმა, ჩვენს ერთგულ მკითხველს არაერთხელ შესთავაზა სახალისო ფოტოსესიები სხვადასხვა პერსონაჟების მონაწილეობით, სადაც ისინი ხან ადამიანების სამყაროში ხვდებოდნენ, ხანაც პირიქით. ამასთან ერთად ხშირად სხვადასხვა პოსტებში არაერთხელ გვინახავს, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდნენ სახელგანთქმული ადამიანები, ანიმაციური გმირები რომ ყოფილიყვნენ. ახლა კი გვაქვს სურვილი შემოგთავაზოთ Hossein Diba-ს ნამუშევარი, სადაც არტისტმა ცნობილი პოპ-კულტურის პერსონაჯები ზედმეტად რეალისტურად დახატა. მიუხედავად იმისა, რომ არტისტმა ზოგიერთი ანიმაციური პერსონაჟი მაქსიმალურად ბუნებრივად დახატა, ზოგი გმირი თუ ცნობილი ადამიანი სხვადასხვა შოუებიდან იმ ფორმით და გარეგნობით გადმოხატა, რომლითაც ისნი საკუთარ შოუში იყვნენ წარმოდგენიულები: