სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

Suicide Squad-ის თრეილერი და ყველაფერი რაც ფილმის შესახებ ვიცით

Cinemania ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2021
რუბრიკა გასართობი, თრეილერი, კომიქსები, საინტერესო, სახალისო, სიახლეები, ფოტოები, ცნობილი ადამიანები
0
Suicide Squad-ის თრეილერი და ყველაფერი რაც ფილმის შესახებ ვიცით
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

დევიდ აიერის „Suicide Squad“ საკმაოდ რთული ისტორიის მქონე ფილმი გამოდგა. სურათის გადაღება დაჩქარებული წესით მიმდინარეობდა და შუა წარმოებისას განიცდიდა უამრავ ცვლილებას. საბოლოოდ  2016 წელს, როდესაც ფილმის პრემიერა შედგა კინოკირტიკოსებმა, ასევე როგორც მაყურებლებმა იგი დაბალი შეფასებებით შეამკეს.  სავალალო შეფასებების მიუხედავად, 175 მილიონიანი ბიუჯეტით სურათმა მსოფლიოს მასშტაბით 750 მილიონ აშშ დოლარზე მეტის მოგროვება შეძლო და შესაბამისად არ იყო გასაკვირი, რომ „Warner.Bros“ „DC“-თან ერთად კინოფრანჩიზის გაფართოებას ეცდებოდნენ.

როგორც თქვენითვის ცნობილია მას შემდეგ რაც დისნემ ჯეიმს განი, იმ დროისათვის 10 წლის წინანდელი პოსტების (როგორც სტუდიამ აღნიშნა ჰომოფობიური) გამო საკუთარი რიგებიდან გარიცხა, მომენტალურად მას ხელი Warner.Bros-მა სტაცა და მათი ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ბლოკბასტერის Suicide Squad-ის რებუტის რეჟისორის სკამში მოათავსა. ჯერ კიდევ 2019 წლის 30 იანვარს „ Warner Bros“-მა დაანონსა, რომ „Suicide Squad“-ის პრემიერა 2021 წლის 6 აგვისტოს შედგებოდა. ფილმის გადაღება 2018 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა მრავალი მიზეზის გამო არაერთხელ გადაიდო, ხოლო როდესაც დაიწყო მსოფლიოში კოვიდ 19-თან დაკავშირებული პანდემია დაიწყო, რომელმაც ფილმის გადაღებების დასრულებას საკმაოდ შეუშალა ხელი. მიუხედავად ყველაფრისა, პრემიერის თარიღი არ შეცვლილა და პრემიერის თარიღის მოახლოებასთან ერთად ფილმის მარკეტინგული ჯგუფიც მეტად აქტიურობს, რასაც ბოლო თრეილერის გამოსვლა ადასტურებს:

უყურე „Suicide Squad“-ის ბოლო თრეილერს adjaranet-ზე

The Suicide Squad Trailer - Jokes Fly And People Die In The Latest Red Band Trailer - We Talk Film

თრეილერის ყურებისას მომენტალურად იგრძნობა განის ხელწერა, გალაქტიკის მცველების პირველი ეპიზოდის მსგავსი დახვეწილი იუმორი, სახალისო პერსონაჟები, საინეტერესო ლირიული გადახვევები და რა თქმა უნდა 80-იენბისათვის დამახასიათებელი მუსიკა (ან მიმსგავსებული).  როგორც ცნობილია, ჯეიმსი არამხოლოდ ფილმის რეჟისორია, არამედ სცენარიც თავად დაწერა.

იმის გათვალისწინებით, რომ ჯეიმს განის ფილმი ორიგინალისაგან განსხვავებული იქნება, ასევე ახალი იქნება სამსახიობო გუნდის უმეტესობა, თუმცა ნაცნობ სახეებსაც აუცილებად ვიხილავთ. როგორც ხედავთ სამსახიობო ჯგუფს იდრის ელბა შეუერთდა, თუმცა არა დედშოტის როლით. იგი კინოსამყაროსათვის ახალ პერსონაჟს Bloodsport-ს განასახიერებს. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მარგო რობი დაბრუნდება და ჰარლი კუინის როლს კვლავ შეასრულებს. აქვე, ისიც აღსანიშნავია, რომ 2020-ში მისი პერსონაჟის მონაწილეობით სოლო ფილმი „Birds of Prey“ უკვე ვიხილეთ, რომელმაც საკმაოდ დაბალი შეფასებები მიიღო, როგორც კრიტიკოსების, ისე მაყურებელთა მიერ. დაბრუნდება ჯოელ კინამანი, რომელიც მთავრობის აგენტის როლს კვლავ შეასრულებს, თუმცა როგორც ჩანს არა ბრუტალური სპეც.რაზმელის, არამედ ყვითელ მაისურში გადაცმული თავებზე მონადირის როლით, განმეორებით ვიხილავთ ჯაია კორტნისა და ვაიოლა დევისის პერსონაჟებს, ცნობილ მძარცველს, კაპიტან ბუმერანგსა და სასტიკ ამანდა უოლერს. ასევე ზუსტად ვიცით, რომ KING SHARK-ს სილვესტერ სტალონე გაახმოვანებს. DC-ის სამყაროში პირველად გამოჩნდება მაიკლ რუკერი, რომელსაც მაყურებელი იონდუს სახელით მეტად იცნობს. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს ჯონ სინას დებიუტი კომიქსების სამყაროში და ასევე მისი ახალი პერსონაჟის, „Peacemaker“-ის გამოჩენა, რომლის შესახებაც განი  Suicide Squad-ის გარეთ, დამატებითი დამოუკიდებელი ფილმის გადაღებას გეგმავს. ერთი სიტყვით ახალი პერსონაჟებისა და მსახიობების რაოდენობას ნამდვილად არ ვუჩივით, ხოლო მათ ვისაც აინტერესებს დეტალურად ვინ რომელ პერსონაჟს განასახიერებს შეუძლიათ შესანიშნავი პოსტერები შეათვალიერონ:

ინფორმაცია იმაზე, თუ როგორი მოვლენები განვითარდება თვითმკვლელთა რაზმის  ირგვლივ და როგორ გადაარჩენენ ისინი სამყაროს, ჯერ-ჯერობით იდუმალებით არის მოცული, გარდა იმისა, რაც თრეილერში, უზარმაზარი ხმელეთზე მოძრავი ზღვის ვარსკვლავის სახით ვიხილეთ. ამასთან, ჯეიმს განის მიერ რეჟისორის სკამის დაკავება და ასევე, მის მიერ ახალი სცენარის დაწერა  (დადასტურებულია ჯეიმსისა და მისი ძმის, შონის მიერ) სრულიად თავდაყირა აყენებს რაიმე ლოგიკური და აზრთან ახლოს მყოფი შინაარსის განჭვრეტას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ვაიოლა დევისი უბრუნდება სასტიკი და ცივსისხლიანი უფროსის, ამანდა უოლერის როლს და თუ გავითვალისწინებთ თრეილერში მის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს, თამამად შეგვილია ვივარაუდოთ, რომ ფილმის ახალი ვერსიაც ტიპიურად, როგორც მისი წინამორბედი ისე განვითარდება. საკუთარი პატიმრობის ვადის შემცირებით მოტივირებული ბოროტმოქმედები მათი უფროსის დავალებით დაამარცხებენ საერთო მტერს და კვლავ გადაარჩენენ სამყაროს, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ამჯერად რეჟისორის სკამში ჯეიმს განია და იმედია იგი, რაიმე ახალსა და განსხვავებულს შემოგვთავაზებს.

შეგახსენებთ, რომ ბლოკბასტერის პრემიერა, კინოთეატრებსა და HBOmax-ზე 06/08/2021 წელს არის დაგეგმილი და წინა ფილმისაგან განსხვავებით, რომლის რეიტინგი PG-13 იყო, მტკიცე „R“ იქნება.

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

 

 

suicide squadsuicide squad 2the suicide squadთვითმკვლელთა რაზმითვითმკვლელთა რაზმი 2თრეილერი
Previous Post

„The Tomorrow War“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

Next Post

აწყვეტილების Toyota Supra აუქციონზე რეკორდულ თანხად გაიყიდა

Next Post
აწყვეტილების Toyota Supra აუქციონზე რეკორდულ თანხად გაიყიდა

აწყვეტილების Toyota Supra აუქციონზე რეკორდულ თანხად გაიყიდა

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
4322

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

ავტორი Cinemania
11 მაისი, 2019
5107

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
3780

გასართობი

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

ავტორი Cinemania
18 მაისი, 2022
0

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ავტორი Cinemania
17 მაისი, 2022
0

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ავტორი Cinemania
16 მაისი, 2022
0

ახლა კითხულობენ

რატომ აცვიათ ქალბატონებს წითელ ხალიჩაზე დიდი ზომის ფეხსაცმელები?

რატომ აცვიათ ქალბატონებს წითელ ხალიჩაზე დიდი ზომის ფეხსაცმელები?

ავტორი Cinemania
10 მაისი, 2018
0

“ჩემთვის მკვდარი” მეორე სეზონით განახლდება

“ჩემთვის მკვდარი” მეორე სეზონით განახლდება

ავტორი Cinemania
4 ივნისი, 2019
768

სოფი ლორენი ცნობილი ფოტოს შესახებ განმარტებას აკეთებს

სოფი ლორენი ცნობილი ფოტოს შესახებ განმარტებას აკეთებს

ავტორი Cinemania
30 ოქტომბერი, 2017
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020