არსებობენ ადამიანები, რომლებიც „Street Art“-ს ვანდალიზმსა და დანაშაულს უწოდებენ, თუმცა „Jamie Paul Scanlon“, რომელიც JPS-ის სახელით არის ცნობილი დამნაშავეა მხოლოდ იმაში, რომ საკმაოდ ორიგინალურად და განსხვავებულად ახერხებს საკუთარი ხედვის დაფიქსირებას. გრაფიტის ხელოვანი ულამაზეს და ორიგინალურ ნამუშევრებს ხატავს, რომელსაც თანამედროვე პოპ-კულტურის ელემენტებით აჯერებს. ერთი შეხედვით შეიძლება იფიქრო, რომ ეს უბრალოდ კარგად დახატული და დეტალური გრაფიტია, თუმცა დაკვირვების შემდგომ მიხვდები, რომ კედელზე დახატული ილუსტრაციები საკმაოდ რთულ, კოპლექსურ და 3D პროექტებს წარმოადგენს, რომელიც კონკრეტულ ლოკაციას ამა თუ იმ გზით ერწყმიან