თანამდროვე სამყაროში, სხვადასხვა მოწყობილობებისა და აპლიკაციების დახმარებით ე.წ „Rideshare“ (საწილომგაზრობა) საკმაოდ პოპულარული გადაადგილების საშუალება გახდა. შტატებში დიდი პოპულარობით სარგებლობს „Uber“, რომელიც ყველა მოქალაქეს აძლევს საშუალებას უფასოდ ან/და მცირე ანაზღაურები სანაცვლოდ დაიმგზავროს იგივე მარშუტზე მიმავალი აპლიკაციის მომხმარებელი ნებისმიერი ადამიანი. ხსენებული საქმიანობა, როგორც მძღოლისათვის, ისე მგზავრისათვის საკმაოდ მომგებიანია. მაგალითად მგზავრი ტაქსისი მესამედი ფასის სანაცვლოდ მგზავრობს კერძო ავტომობილით, ხოლო მძღოლი მისივე მიზნებიდან გამომდინარე, ისედაც გასავლელი მარშუტისათვის იღებს გასამრჯელოს. შესაბამისად ორივე მხარე კმაყოფილია.
ახლა მთავვარზე. საქმე იმაშია, რომ სტუდია „RLJE Films“-მა საკუთარი ახალი პროექტის „Spree“-ს თრეილერი შესთავაზა მაყურებელს. ერთი შედეხვით შესაძლოა გეგნოთ, რომ ეს არა ფილმი არამედ ერთგვარი დოკუმენტური ან/და გასართობი შოუა და ნაწიობრივ მართალიც იქნებით. სიმართლე კი ის არის, რომ კომპანია RLJE Films-მა და რეჟისორიმა ევგენი კოტლიარენკომ გადაწყვიტეს სრულიად განსხვავებული ფილმი გადაეღოთ. მათი ჩანაფიქრი მარტივია.
ფილმი „Stranger Things“-ის ვარსკვლავის ჯო კერის მიერ განსახიერებულ 23 წლის პერსონაჟზე, კურტზე მოგვითხრობს, რომელიც „Rideshare“-ის ერთ-ერთი აპლიკაციის, „Spree“-ს პარტნიორია და საკუთარი ავტომობილით სხვადასხვა მოქალაქეებს გადაადგიებას თავაზობს. ამასთან ერთად, როგორც თრეილერიდან ირკვევა, ჯოს პერსონაჟი სოციალურ ქსელზე ე.წ „Influencer“-ც არის და დამატებითი აუდიტორიისა და პოპულარობის მოასხვეჭად არაფერზე დაიხევს უკან. იმისათვის, რომ საკუთარ თავი მასებს გააცნოს, კურტს შემზარავი იდეა მოსდის თავში. ახალგაზრდა პირად ავტომობილში სხვადასსხვა წერილებში ამონტაჯებს ვიდეო კამერებს, იწყებს მგზაბრების გადაწყანას და ამასთან ერთად პირდაპირ ეთერში აშუქებს მგზავრობის პერიოდს. ეს უბრალო A პუნქტიდან B პუნქტამდე გადაადგილება არ გეგონოთ. გეგმა, რომელსასც კურტმა „#thelesson“ უწოდა სასტიკ, სისხლიან, შემზარავ და დამამცირებელ მომპყრობას გულისხმობს. იგი იტაცებს მგზავრებს, უყრის დამაძინებელ და მომწამვლელ ნივთიერებებს წყალში, აწამებს, ემუქრება და ხოცავს მათ.
თუ ნანახიდან ვიმსჯელებთ, ფილმს აუცილებლად „16+“ ან/და „R“ შეფასება ექნება, რადგან თრეილერშიც კი არის სცენების სადაც, კარგად ჩანს სისხლი, სასტიკი მოპყრობა და სხვა. აქვე შეგახსენებთ, რომ ფილმი მიმდინარე წლის 14 აგვისტოს უნდა გამოსულიყო და ეხლაც სტუდია იბრძვის იმისათვის, რომ სურათის პრემიერა კინოთეატრებში შედგეს. მიუხედავად იმისა, რომ ფიქრობენ, რომ შტატებში ნელ-ნელა დაიწყონ გარკვეული შეზღუდვების მოხხსნა და კინოთეატრებიც გახსნან მაინც სათუო რჩება ის ფაქტი, რომ გახსნილი კინოთეარების მიუხედავად პანდემიის პირობებში მაყურებელი მივიდეს და დაესწორს ჩვენებებს.
ჩვენ კი იმედს ვიტოვებთ, რომ რეალითი შოუს სტილში გადაღებული ფილმი, საკმაოდ საინტერესო და სახალისო საყურებელი იქნება, მიუხედავად მისი სისხლიანი სცენებისა. აქვე აღსანიშნავია, რომ ჯო კერისთან ერთად ფილმში მონაწილეობას იღებენ, საშირ ზამატა, მიკა ბორტონი, ჯონ დელუკა და სხვები.