როგორც თქვენთვის ცნობილია, ტომ ჰოლანდის მონაწილეობით სპაიდერ მენის კინოფრანჩიზის მესამე ფილმის, „No Way Home“-ის გადაღებები მარტის თვეში დასრულდა, ხოლო ერთ წლიანი პროდაქშენის პერიოდში მაყურებლისათვის არაერთი საინტერესო დეტალი გახდა ცნობილი, მათ შორის ფოტოსურათები გადასაღები მოედნიდან, სხვადასხვა სახის საეჭვო თუ დასაჯერებელი ინფორმაცია და სხვა. აქვე აღსანიშნავია, რომ საინტერესო დეტალებს შორის ფიქსირდებოდა ისეთი ინფორმაციაც, რომლის დაჯერებაც რთული იქნებოდა, შესაბამისად სანამ გადავალთ ჭორებისა და სარწმუნო ინფორმაციის გარჩევაზე უმჯობესი იქნება ბლოკბასტერის ახალი თრეილერი თავად ნახოთ, ხოლო განხილვაზე ოდნავ მოგვიანებით გადავიდეთ:
უყურე Spider-Man: No Way Home-ის ახალ თრეილერს adjranet-ზე
შესაძლო სპოლერები
თავდაპირველი ინფორმაციით, ცნობილი იყო, რომ პიტერი და სტივენი სხვადასხვა პარალელურ სამყაროებში იმოგზაურებდნენ და იქ შეხვდებოდნენ შესაბამის პერსონაჟებს, თუმცა ხსენებული მოსაზრება მცდარი აღმოჩნდა და, როგორც თრეილერის დასაწყისში თავად სტივენ სტრეინჯი აღნიშნავს, მათ სამყაროს ესტუმრნენ სხვადასხვა გმირები, ანტიგმირები თუ ბოროტმოქმედები. ჩვენს წინა სტატიაში განვიხილეთ ის ფაქტი, რომ ფილმში აუცილებლად გამოჩნდებიან ტობი მაგუაერისა და ენრიუ გარფილდის ობობები, თუმცა ისინი თრეილერში მაინც არ გვაჩვენეს, მაგრამ გვაჩვენეს ის ბოროტმოქმედები, რომელთა მონაწილეობაც უკვე 100% ვიცოდით, Green Goblin, Doc. Octopus, Electro, რომელთა შემჩვნევაც მთელი თრეილერის განმავლობაშია შესაძლებელი. შესაბამისად ჩნდება შეკითხვა. როგორ უნდა მოერიეს ჰოლანდის ობობა ამ სამ ბოროტმოქმედს ერთად. ამავე კითხვას ამწვავებს ის ფაქტი, რომ თრეილერში ბოლოში დამატებით კიდევ ორ ბოროტმოქმედს Sandman-სა და Lizard-ს ვხედავთ. შეგახსენებთ, რომ ქვიშის კაცი, ტობი მაგუაერის ობობას მეტოკე იყო, ხოლო ექიმი კურტის კონორსის ხვლიკი გარფილდის. შესაბამისად მხოლოდ ჰოლანდის პიტერისათვის ჩამოთვლილი ბოროტმოქმედების მარტო დამარცხება შეუძლებელი იქნება და როგორც ანტაგონისტები მოხვდნენ MCU-ს სამყაროში, ანალოგიური გზით მოხვდებოდნენ მაგუერისა და გარფილდის ობობებიც. იმ შემთხვევაში, თუ ეს მოსაზრება მართალი აღმოჩნდა, დიდი ალბათობით მივიღებთ ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე ნოსტალგიურ შერკინებას, სადაც წესით ვიხილავთ Electro-ს, Sandman-ს, Green Goblin-სა და Lizard-ის შერკიებას ობობებთან. რა თქმა უნდა ეს მოსაზრება იმ წამსვე გაქარწყლდება, თუ სხვა ორი Spider-Man ბლოკბასტერში არ მიიღებს მონაწილეობას, თუმცა საწინააღმდეგოს ისეთი რაოდენობის ფაქტები ამტკიცებს, რომ ფანები 95% არიან დარწმუებულნი იმაში, რომ სამი ობობა, ბოროტმოქმედებს ერთიანი ძალებით გაუწევს წინააღმდეგობას. ასევე თუ დაგაინტერესათ ვინ გაუწევს ოპონირებას ალფრედ მოლინას ბოროტმოქმედს გეტყვით, რომ შესაძლოა Doc. Octopus ჰოლანდის პიტერს დაეხმაროს და საკუთარ სამყაროში დაბრუნება გადაწყვიტოს, ხოლო თრეილერში ნაჩვნები მათი შერკინება უბრალოდ დროებითი მოვლენაა, სანამ მოლინას პერსონაჟი აღმოაჩენს, რომ სხვა პიტერ პარკერს ებრძვის (ზუსტად ამ მიზეზით იხსნის ჰოლანდის პარკერი საკუთარი თრეილერში ნიღაბს, რომ ოქტოპუს საკუთარი სახე/ვინაობა აჩვენოს) .
თრეილერიდან ამოჭრილ ზემოთ ნაჩვენებ სცენას აუცილელბად აკლია ორი ობობა, რომელიც გამიზნულად არის ამოჭრილი. თუ დავაკვირდებით პერსონაჟების მიმართულებებს მივხვდებით, რომ ბოროტმოქმედები კონცენტრირებუნი ცენტრზე (სადაც ჰოლანდის პარკერია) არ არიან და სხვადასხვა მიამრთულებებით მოძრაოდენ, სადაც წესით მაგუერისა და გარფილდის ობობები უნდა იყვნენ. ასევე თუ დააკვირდებით უკანა ფონზე გამოჩენილ ხიმინჯებს, ეს ზუსტად ის მშენებლობის ნაწილია, რომელიც რამოდნიმე კვირის წინ Leak ფოტოებში გვაჩენეს, სადაც სამი ობობა ერთად იმყოფება. დიდი ალბათობით ობობების ფოტოსურათი, 3×3 ბრძოლის წინა სცენიდან უნდა იყოს ამოჭრილი.
შეგახსენებთ, რომ ფილმის რეჟისორი კვლავ ჯონ უათსია, რომელმაც „Spider-Man“-ის წინა ორი ფილმი გადაიღო, ასევე თუ მის ფილმოგრაფიაში ჩავიხედებით, შევამჩნევთ, რომ იგი ახალი „Fantastic Four“-ის რეჟისორადაც არის ნახსენები. ასევე, გავმეორდებით და გეტყვით, რომ Electro-ს, Doc. Octopus-სა და Green Goblin-ს წინა ფრანჩიზების, ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი მსახიობები, ჯეიმი ფოქსი, ალფრედ მოლინა და უილიამ დეფო განასახიერებენ. ამასთან ვარაუდობენ, რომ „Doctor Strange In The Multiverse of Madness“-ის მოვლენათა განვითარება აუცილებლად იქნება დაკავაშირებული „No Way Home“-თან. ეს უკანასკნელი ვერსია მეტად დასაჯერებელია, რადგან მეასმე ფილმით გამოწვეულ მოვლენებს აუცილებლად ექნება შესაბამისი შედეგები, რომელიც თავად სტრეინჯის გამოსასწორებელი გახდება (რასაც ნაჩვენებ თრეილერში უკვე ვხედავთ, როდესაც ჩვენი ორი საყვარელი გმირი ერთმანეთს ჩვენთვის უცნობი ყუთის დაუფლებაში ეჯიბრება). ასევე, ვარაუდობენ, კინოფრანჩიზის მესამე ფილმი, მორბიუსთან აუცილებლად იქნება დაკავშირებული ასევე როგორც ვენომის მეორე ნაწილთან,