კინოსამყაროს სხვადასხვა წარმომადგენლის გაერთიენება ერთიმეორეში და ამავე პერსონაჟების ადამიანების რეალობაში ჩვენება ილუსტრატორების საყვარელი გასართობია, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სინემანიას ერთგულმა მკითხველმა უამრავი სახალისო ინფორმაცია გაიგო და არაერთი სახალისო ფოტოსესია ნახა. იერ და სტილ შეცვლილი სახელოვანი პერსონაჟების გარდა ხშირად გვხვდებოდა საკმაოდ განსხვავებული პროექტებიც, მაგალითად ვიმოგზაურეთ ვირტუალურ მუზეუმში, სადაც ვნახეთ სახელგანთქმული გმირების პრეისტორიული თავის ქალები. ვიყავით მოწმენი, თუ როგორ გახდნენ ცნობილი ადამიანები ანიმაციური პერსონაჟები და პირიქით. ვიხილეთ რეფოტოგრაფირების არაერთი შესანიშნავი პროექტი და ზოგიერთი პერსონაჟის სქესის ცვლილებასაც კი ვიხილეთ. ასევე არაერთხელ შევეხეთ სასახლეში მცხოვრები ლამაზმანების ნახატებსაც, სადაც ისინი საკუთარი იერსახიდან გამოდიოდნენ და სხვადასხვა არტისტების პროექტებში ირგებდნენ, ხან თანამედროვე თინეიჯერის, ხანაც მომავალი დედების როლებს, თუმცა ის რაც დამწყებმა არტისტმა „DADA“-მ შემოგვავაზა, ჯერ-ჯერობით პორტალზე არ განგვითავსებია:
ილუსტრატორიმა ცნობილი პერსონაჟების პორტრეტები სიმეტრიულად ორ ნაწილად გაყო, სადაც ერთ მხარეს თავად გმირი ხოლო მეორე მხარეს მათი პირდაპირი მეთოქე, შინაგანი ეგო, საუკეთესო მეგობარი, საყვარელი ადამიანი თ თავად გმირის ალტერნატიული „მე“ მოათავსა. სანახაობა, რომელიც 50-ამდე ფოტოსურათისა და 100-ამდე ცნობილი პერსონაჟისაგან შედგება ნამდივლად საინტერესო სანახავია:
buy term papers online http://essay2y.com/ thesis website Abjusu npdybj