პარკებსა თუ შოპინგ მოლებში ხშირად ვაწყდებით სახეებს, რომელთა დანახვისას წამიერად გვეფიქრება – „ეს სახე სადღაც მინახავს, მაგრამ სად?“. ხანგძლივი ტვინის ჭყლეტის შედეგად, ვხვდებით, რომ ეს ცნობილი ადამიანია, რომელიც ამა თუ იმ ფილმში, პოლიტიკურ გადაცემასა თუ მუსიკალურ კლიპში გვყავს ნანახი. შესაბამისად მომენტალურად ვწყვეთ მიუახლოვდეთ, გამოვართვათ ავტოგრაფი და სამახსოვროდ ერთი ფოტოსურათიც გადავიღოთ. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი საკმაოდ ამაღელვებელია, თუმცა გაცილებით ამაღელვებელია, როდესაც უცნობ და ამასთან ერთად საკმაოდ ძველ ფოტოალბომს ათვალიერებ, სადაც მოულოდნელად აღმოაჩენ უცნობ ადამიანს, რომელსაც ჰოლივუდის მეგა ვარსკვლავებთან ერთად აქვს სამახსოვრო ფოტოსურათები გადაღებული.
მოგეხსენებათ, ჩვენს წინა სტატიაში ერთხელ უკვე შემოგთავაზეთ შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც უცნობი ქალბატონი აღბეჭდილი იყო ჰოლივუდის ყველაზე დიდი ვარსკვლავების გვერდით. შემდგომ კი გაირკვა, რომ უცნობი ქალბატონი „HFPA“-ის (Hollywood Foreign Press Association (ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია)) ყოფილი წევრი, მარია სნოის-ლაგლერი იყო.
ახლა კი დაახლოებით იგივე სიტუაციაში აღმოჩნდა ვინტაჟური ფოტოსურათებით მოვაჭრე დენ ბერი, რომელმაც სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა 30 წლის წინადელი ფოტოალბომი, 70-მდე ფოტოსურათით, სადაც უცნობი მამაკაცი ჰოლივუდის მეგა ვარსკვლავების გვერდით იყო აღბეჭდილი. მამაკაცის დადგენა ვერ მოხერხდა, თუმცა გაირკვა, რომ ფოტოსურათების უმეტესობა გადაღებულია 1994 წლის 14 მარტს, ტინა ბრაუნის მასპინძლობით გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც კალიფორნიაში, კეროდ კი ლოს ანჯელესში, სასტუმრო ბელ-ეარში იმართებოდა:
viagra 100 mg tablet buy online generic prescription viagra buy cheap viagra online uk
The logistics is very fast, it looks good when worn, and I am very satisfied!