სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ, სანამ “გრინდელვალდის დანაშაულებს” ვნახავთ

Cinemania ავტორი Cinemania
9 ნოემბერი, 2018
რუბრიკა პოტერომანები, საინტერესო
0
ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ, სანამ “გრინდელვალდის დანაშაულებს” ვნახავთ
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ჯადოსნური ცხოველების მეორე ფილმის პრემიერამდე სულ ცოტაღა რჩება და პოტერომანებშიც მატულობს ის სასიამოვნო მღელვარება, რომელიც ჯადოქრულ სამყაროში მორიგი ვიზიტის მოლოდინს უკავშირდება. მოდი, გადავხედოთ ყველა დეტალს და ფაქტს, რომლებიც ნიუტ სკამანდერის ახალი თავგადასავლის შესახებ გადასაღები მოედნიდან, მსახიობების ან შემქმნელების ინტერვიუებიდან და სხვა არხებიდან გავიგეთ, რათა “გრინდელვალდის დანაშაულების” სანახავად მაქსიმალურად ინფორმირებულები მივიდეთ.

გაიგებს თუ არა ფილმს ისეთი მაყურებელი, რომელსაც ჰარი პოტერის ფილმები არ უნახავს?

აუცილებელი არაა, ჯადოსნური ცხოველების სერიის გასაგებად პოტერის ყველა წიგნი წაიკითხოთ ან ყველა ფილმი ნახოთ. მთავარია იცოდეთ, რომ ამ სამყაროში მაგია და ჯადოქრობა ჩვეულებრივი მოვლენაა, შეხვდებით უამრავ განსხვავებულ და უჩვეულო უნარის მქონე ჯადოქარს და ჯადოქართა საზოგადოებას, რომლებიც ჩვეულებრივი ადამიანების (არაჯადოქრებს დიდ ბრიტანეთში მაგლები ეწოდებათ, ამერიკაში – არამაგები) გვერდით ცხოვრობენ, თუმცა ჯადოქრობას ყველანაირად მალავენ. თუმცა ის მაყურებელი, რომლისთვისაც პოტერის სამყარო ნაცნობია, ფილმში უამრავ “სააღდგომო კვერცხს” აღმოაჩენს.

საიდან მოდის ტერმინი “ჯადოსნური ცხოველები”?

ედი რედმეინი ნიუტ სკამანდერის როლში

“ჯადოსნური ცხოველები. სად ვიპოვოთ ისინი” – სახელმძღვანელოა, რომლითაც ჰოგვორტსში სწავლობენ და მასში სხვადასხვა ჯადოსნურ არსებაზე საინტერესო ინფორმაციაა მოცემული. მისი ავტორი კი ნიუტ სკამანდერია – მაგიზოოლოგი, მაგიის სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობდა უნიკალური მაგიური არსებები რომ მოეძებნა და მათი თვისებები აღეწერა. ჯადოსნური ცხოველების აღწერის დაკვეთა მან 1918 წელს მიიღო, მისი წიგნის პირველი ტირაჟი კი 1927 წელს დაიბეჭდა და მას შემდეგ პოპულარულ სახელმძღვანელოდ იქცა. “ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი” წიგნად ჰარი პოტერის წიგნების გამოსვლის შემდეგ მალევე გამოქვეყნდა (და მისი ქართული თარგმანიც არსებობს). სწორედ ამ წიგნის ავტორის დაუჯერებელ თავგადასავლებზეა ჯადოსნური ცხოველების სერია, რომლის ხუთი ფილმია დაანონსებული.

გვხვდება თუ არა ფილმში ჰარი პოტერი?

ჯადოსნური ცხოველების ისტორიებში არათუ ჰარის, არამედ მის მშობლებსაც კი ვერ ვიხილავთ, რადგან მეორე ნაწილის მოქმედება, პირველის მსგავსად, მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მიმდინარეობს. თუმცა ნამდვილად შეგვხვდებათ ჰარი პოტერის ისტორიებიდან ჩვენთვის კარგად ნაცნობი რამდენიმე სახელი.

უფრო მეტი ნიუტ სკამანდერისა და მის გარშემო დატრიალებული ამბების  შესახებ…

“ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი”

ნიუტ სკამანდერის როლს ოსკაროსანი ედი რედმეინი ასრულებს. პირველ ფილმში ის ნიუ-იორკს ეწვევა, უკვე შეგროვებული ეგზემპლარები კი ტარდისის მსგავსი ყოვლისდამტევი ჩემოდნით დააქვს. პირველ ნაწილში სკამანდერს ცხოველების არალეგალურ გადატანაში გამოიჭერენ და აშშ-ის მაგების კონგრესში (MACUSA) ასამართლებენ, აღნიშნული ორგანიზაციის ხელმძღვანელი პერსივალ გრეივსი (მას კოლინ ფარელი თამაშობს) სკამანდერს ბნელ და გავლენიან ჯადოქართან, გელერტ გრინდელვალდთან კავშირში ადანაშაულებს.

ნიუტ სკამანდერის გარშემო განვითარებული ამბების პარალელურად ვეცნობით იდუმალებით მოცული ყმაწვილის, ქრიდენს ბერბოუნის (ეზრა მილერი) ისტორიას, რომელიც ორგანიზაცია “ახალი სალემის” ხელმძღვანელის შვილობილია. ეს ორგანიზაცია ჯადოქრების არსებობას აღიარებს. ქრიდენსი ობსკურია – გარკვეული ტიპის მაგიური ძალის მქონე ადამიანი, რომელსაც ჯადოქართა შვილებისთვის საკუთარი შესაძლებლობების გადაცემა შეუძლია. ობსკურ ქრიდენსს სენატორის მკვლელობაში სდებენ ბრალს და მას ობსკურანტები იჭერენ, რაც შეეხება სენატორ გრეივსს, ის შენიღბული გრინდელვალდი აღმოჩნდება, რომელსაც სკამანდერის დახმარებით შეიპყრობენ.

რამდენად წარმატებული გამოდგა ფილმის პირველი ნაწილი?

სტუდია Warner-მა ჯადოსნური ცხოველების სამი ფილმი ჯერ კიდევ პირველი ნაწილის გამოსვლამდე დააანონსა, 2016 წლის ოქტომბერში კი ცნობილი გახდა, რომ სტუდია ხუთი ფილმისგან შემდგარ სერიას გეგმავდა. სერიის სცენარზე თავად ჯოან როულინგმა იმუშავა. ხუთივე ფილმის მოქმედება 19 წლის განმავლობაში, 1945 წლამდე განვითარდება (სხვათა შორის, ეს დამბლდორის მიერ გრინდელვალდის დამარცხების თარიღია). პირველი ფილმის საერთო შემოსავალმა 814 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

რაზე იქნება მეორე ნაწილი?

ჯონი დეპი გელერტ გრინდელვალდის როლში

გელერტ გრინდელვალდი ციხიდან გარბის და თანამოაზრეებს იკრებს. მისი მიზანი, როგორც ჰარი პოტერის წიგნებიდანაც შევიტყვეთ, ჯადოქრების სააშკარაოზე გამოსვლა და მაგლებზე გაბატონებაა. ჯადოქრული სამყაროს ამ ერთგვარი ჰიტლერის გეგმების ჩაშლას კი ჰოგვორტსის ტრანსფიგურაციის პროფესორი ალბუს დამბლდორი (ჯუდ ლოუ) და მისი ნიჭიერი მოსწავლე ნიუტ სკამანდერი ცდილობენ. სკამანდერს ამ საქმეში ნიუ-იორკში ვიზიტისას შეძენილი მეგობრებიც ეხმარებიან. გარდა ამისა, ფილმში ფარდა აეხდება ქრიდენსის უჩვეულო ძალის საიდუმლოს.

ვიხილავთ თუ არა ახალ პერსონაჟებს?

ჯუდ ლოუ ახალგაზრდა ალბუს დამბლდორის როლში

დღიდან მეორე ნაწილის დაანონსებისა, პოტერომანები სულმოუთქმელად ელიან ალბუს დამბლდორის გამოჩენას, რომელიც ჯადოსნური ცხოველების სიუჟეტის მიმდინარეობისას სულაც არაა თეთრწვერა მოხუცი. თუმცა, უდავოდ, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ჯადოქარია. ჰოგვორტსის მომავალი დირექტორი ამ პერიოდში ტრანსფიგურაციის პროფესორია, რომლის სახლში მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამაც (ეს წიგნიდან “ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები” კარგად გვახსოვს) მისი და მისი ყოფილი უახლოესი მეგობრის, გელერტ გრინდელვალდის გზები სამუდამოდ გაყარა.

ფილმში ასევე გამოჩნდება ახალგაზრდა მინერვა მაკგონაგელი (ფიონა გლესკოტი). საერთოდ, გრიფინდორის კლუბის ხელმძღვანელისა და ტრანსფიგურაციის მომავალი პროფესორის გამოჩენა ჯადოსნურ ცხოველებში საკმაოდ უცნაურია, რადგან პოტერომანებისთვის ცნობილია, რომ მაკგონაგელი 1935 წელსაა დაბადებული – იმ პერიოდის შემდეგ, რომელშიც მეორე ფილმის მოქმედება განვითარდება. საინტერესოა, რა სახით გამოჩნდება პროფესორი მაკგონაგელი.

კიდევ ერთი ახალი პერსონაჟია ტესი სკამანდერი – ნიუტის უფროსი ძმა (კალუმ ტერნერი), რომელიც პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი გმირია და დიდი ბრიტანეთის მაგიის სამინისტროში მუშაობს და აქტიურად მონაწილეობს გრინდელვალდის საერთაშორისო ძებნაში. უმცროს ძმასთან მას თბილი დამოკიდებულება აქვს.

ლეტა ლესტრეინჯი ტესის საცოლეა. მასზე ნიუტ სკამანდერი იყო შეყვარებული – მისმა ფოტომ პირველ ფილმში გაიელვა ნიუტის კაბინეტში. როგორც ჩანს, მაგიზოოლოგი ბოლომდე ვერ გათავისუფლებულა ლეტას (ზოე კრავიცი) სიყვარულისგან, რომლის გამოც ჯადოქართა გარკვეული წრეებიც კი მოიმდურა.

ერთ-ერთი ოფიციალური თრეილერის გამოსვლის შემდეგ უდიდესი ინტერესი გამოიწვია ნაგინის პერსონაჟმა (კლაუდია კიმი), რომელიც მალედიქტუსია – ადამიანი, რომლის სისხლიც დაბადებიდანვე დაწყევლილია და დროთა განმავლობაში ის ცხოველად გადაიქცევა. “გრინდელვალდის დანაშაულებში” ნაგინი ჯერ კიდევ ქალია და ცირკის მსახიობია, სადაც გველად გადაქცევის ნომრებს ტრიუმფით ასრულებს. მას ქრიდენსი დაუმეგობრდება. პოტერის ისტორიიდან ნაგინი გველად გავიცანით, რომელიც ვოლდემორის ერთგული და უჩვეულოდ გონიერი თანმხლები და ამასთანავე, მისი ჰორკრუქსი იყო. ამრიგად, ნაგინის ისტორიის ნახვა ფილმის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგაა.

არ უნდა დაგვავიწყდეს ნიკოლას ფლამელი – დამბლდორის ძველი მეგობარი, ფილოსოფიური ქვის აღმომჩენი ალქიმიკოსი XIV საუკუნიდან, რომელმაც მარადიული სიცოცხლის ელექსირს მიაგნო.

ნაგინის პერსონაჟთან დაკავშირებული სკანდალი

კლაუდია კიმი ნაგინის როლში

როცა ცნობილი გახდა, რომ ნაგინის როლს აზიური წარმოშობის კლაუდია კიმი შეასრულებდა, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ფილმის შემქმნელებს ბრალი დასდო “ეგზოტიკური წარმოშობის ქალების შესახებ სტერეოტიპის გამყარებაში” – და ეს ბრალდება მხოლოდ იმიტომ, რომ ნაგინის პერსონაჟი ცირკის მსახიობია. გარდა ამისა, პერსონაჟის სახელი წარმოდგება სიტყვიდან “ნაგა”, რაც სანსკრიტზე “სამეფო კობრას” ნიშნავს, ხოლო “ნაგინი” მისი მდედრობითი ფორმაა; შესაბამისად, უმჯობესი იქნებოდა, ეს პერსონაჟი ინდური წარმოშობის მსახიობს ეთამაშა, კიმი კი კორეული წარმოშობის გახლავთ.

ჯოან როულინგმა ამის საპასუხოდ ტვიტერზე განაცხადა, რომ ნაგინის პერსონაჟი ინდონეზიური მითოლოგიიდანაა ნასესხები და დასძინა: “ინდონეზიის ტერიტორიაზე ასობით ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, მათ შორის, იაველები, ჩინელები და ბეტაველები”. ინდონეზია მართლაც ერთ-ერთი ყველაზე მრავალეროვანი სახელმწიფოა მსოფლიოში, შესაბამისად, ნაგინის პერსონაჟის წარმოშობის თაობაზე უკმაყოფილება ცოტა არ იყოს გადაჭარბებულია.

კიდევ ერთი სკანდალი ჯონი დეპთან დაკავშირებით

მას შემდეგ, რაც ჯონი დეპს თავისმა ყოფილმა ცოლმა, ემბერ ჰარდმა ძალადობრივ ქმედებაში დასდრო ბრალი, მსახიობს რეპუტაცია საკმაოდ შეელახა. ცნობილი გახდა, რომ სტუდია Disney “კარიბის ზღვის მეკობრეებს” ჯეკ ბეღურას გარეშე გადაიღებს, თუმცა Warner-ის პოზიცია განსხვავებულია. სტუდია ამჯობინებს, მსახიობების პირადი ცხოვრების განსჯისგან შორს დაიჭიროს თავი.

2017 წლის დეკემბერში ჯოან როულინგმა საკუთარ საიტზე ჯონი დეპის დასაცავი ტექსტი გამოაქვეყნა. მასში ავტორი აღნიშნავს, რომ გრინდელვალდის როლზე მსახიობის გამოცვლის საკითხს განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ დეპთან მუშაობა გადაწყვიტა, რადგან ჯონი და მისი მეუღლე ზრდასრული ადამიანები არიან და ურთიერთობას თავადვე გაარკვევენ, კინოს კი ამან ხელი არ უნდა შეუშალოს.

ფრენჩაიზში მონაწილეობას და როულინგის განცხადებას 2018 წლის ოქტომბერში თავად დეპიც გამოეხმაურა: “სამწუხაროა, რომ ამ გაუგებრობების გამო პრეტენზიებზე პასუხის გაცემა ჯოანს მოუხდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ მე ტყუილად დამდეს ბრალი და ჯოანს, რომელმაც მე საჯაროდ დამიცვა, ამის დამამტკიცებელი ფაქტი ჰქონდა. სხვა შემთხვევაში ის ასე არ მოიქცეოდა”.

ფანების მტკიცებით, როულინგმა ფილმის სიუჟეტში “რეტკონის” ხერხი გამოიყენა

საერთოდ, რა არის “რეტკონი”? რეტკონი (რეტროგრადული კონტინუიტეტი) ეწოდება ლიტერატურაში (განსაკუთრებით – კომიქსებში) და ფილმებში გამოყენებულ მხატვრულ ხერხს, რომელიც ნაწარმოებში მოვლენათა კანონზომიერების ცვლილებაში ან ალტერნატიული ისტორიების გამოგონებაში გამოიხატება. რეტკონში შეიძლება შეიცვალოს როგორც ისტორიის მიმდინარეობა, ისე უგულებელყოფილ იქნას მანამდე მომხდარი ესა თუ ის მოვლენა ან პირიქით, წარსულში მომხდარი მოვლენა ახლებურად იყოს წარმოდგენილი. რეტკონი ახალი ცნება სულაც არაა. მას, როგორც ლიტერატურულ ხერხს, ჯერ კიდევ კონან დოილი იყენებდა. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია “მკვდარი” შერლოკ ჰოლმსის დაბრუნება. როგორც აღინიშნა, რეტკონი განსაკუთრებით პოპულარული ხერხია კომიქსებში.

ჯადოსნური ცხოველების სერიებში ჯოან როულინგი თავის ქმნილებას – ჯადოსნურ სამყაროს, რომელიც ჩვეულებრივი სამყაროს გვერდით არსებობს, უფრო და უფრო აფართოებს და დროდადრო ცვლის გარკვეულ დეტალებს და ელემენტებს, რომლებიც ჩვენთვის უკვე ფაქტებადაა ქცეული. მაგალითად, ნაგინი ჩვენს წარმოდგენაში მართალია უჩვეულო, მაგრამ მაინც გველი იყო, ამჯერად კი ის მალედიქტუსად ანუ სამუდამოდ ცხოველად გადაქცეულ ადამიანად მოგვევლინა. მინერვა მაკგონაგელი, რომელიც პოტერიადაში 1935 წელს იყო დაბადებული, სავარაუდოდ რეტკონის მეშვეობით ჩაერთვება ჯადოსნური ცხოველების სამყაროში. Reddit-ის მომხმარებელი ფანები ამტკიცებენ, რომ როულინგი აპირებს, თავად ნიუტ სკამანდერის ისტორიას გადაწეროს და მას მაქციათა აღწერის რეესტრის თანამშრომლად გადააქცევს, რასაც აქამდე გამოქვეყნებული წიგნების შინაარსთან არავითარი კავშირი არ აქვს.

და ბოლოს: უკვე ვრცელდება თუ არა სპოილერები?

კი, მედიაში უხვადაა დეტალები ფილმის სიუჟეტიდან, რადგან ფანებისთვის უკვე მოეწყო ფილმის დახურული ჩვენება. ასე რომ, ფრთხილად იყავით, რათა პრემიერას (ჩვენთან ის 15 ნოემბერს შედგება) სპოილერებით სავსე არ შეხვდეთ და “გრინდელვალდის დანაშაულების” პირველად ნახვის სიამოვნება და სიუჟეტში დამალული სიურპრიზები არ გამოტოვოთ.

ამერიკის მაგთა კონგრესიახალი თავგადასავალიახალი პერსონაჟებიგრინდელვალდის დანაშაულებიდამბლდორიდეტალები ფილმიდანედი რედმეინიეზრა მილერიზოე კრავიციკალუმ ტერნერიკლაუდია კიმიკოლინ ფარელილეტა ლესტრეინჯიმალედიქტუსიმინერვა მაკგონაგელინაგინინიუტ სკამანდერიობსკურირეტკონისაინტერესო ფაქტებისკანდალიტესი სკამანდერიფიონა გლესკოტიჯადოსნობაჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინიჯადოქრების ცირკიჯოან როულინგიჯუდ ლოუჰარი პოტერის ისტორია
Previous Post

ჯინ ჰეკმანის 13 დასამახსოვრებელი ფრაზა

Next Post

ლოკიზე სერიალს გადაიღებენ

Next Post
ლოკიზე სერიალს გადაიღებენ

ლოკიზე სერიალს გადაიღებენ

ახალი ამბები

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ქვიზები

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
5640

დარწმუნებული ხარ რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ქვიზი: დარწმუნებული ხარ, რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2019
2186

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3061

ბოლოს დამატებული

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020