სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ტოპ 10 “საუკეთესო” ბოროტმოქმედი საშინელებათა ფილმში

Cinemania ავტორი Cinemania
15 ნოემბერი, 2018
რუბრიკა საინტერესო
0
ტოპ 10 “საუკეთესო” ბოროტმოქმედი საშინელებათა ფილმში
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საშინელებათა ფილმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი კარგი ბოროტმოქმედია. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სუსტი სცენარისა და რეჟისურის მიუხედავად ადამიანების კინოში მოსაყვანად ძლიერი ანტაგონისტიც საკმარისია. წარმოგიდგენთ ათ საუკეთესო ჰორორის ვილანს.

10. ქენდიმენი (ქენდიმენი)

ქენდიმენი მკვლელია, რომელიც ურბანული ლეგენდის თანახმად, სარკესთან 5-ჯერ ხსენების შემდეგ ჩნდება და მსხვერპლს კაუჭით ფატრავს. მისტიური მკვლელის როლი, 1992 წლის ფილმში ტონი ტოდმა შეასრულა.

9. პენივაიზი (იგი)

პენივაიზი ჰორორის დიდოსტატის სტივენ კინგის კალამს ეკუთვნის. რომან იგის ეკრანიზაციამ შარშან მაყურებელთა და კრიტიკოსთა სიმპათია დაიმსახურა. ზებუნებრივი ძალების მქონე არსების როლი კი ბილ სკარშგორდმა შეასრულა. პენივაიზი ქალაქ დერის საკანალიზაციო სისტემაში მცხოვრები მონსტრია, რომელიც სანადიროდ 27 წელიწადში ერთხელ გამოდის. მას ნებისმიერი ფორმის მიღება შეუძლია, თუმცა უპირატესობას კლოუნის კოსტიუმს ამჯობინებს.

8. ჩარლზ ლი რეი (საბავშვო თამაში)

“საბავშვო თამაში” სათამაშოში შესახლებული სერიული მკვლელის ჩარლზ ლი რეის, იგივე ჩაკის ისტორიას მოგვითხრობს. ჩაკის ფრენჩაიზი 6 ფილმს მოიცავს, ბოროტი თოჯინა შეუცვლელად ბრედ დურიფმა გაახმოვანა. 2019 წლის ზაფხულს საბავშვო თამაშის რიმეიქი გამოვა.

7. ჯონ Jigsaw კრამერი (ხერხი)

თავსატეხების დიდოსტატი პირველად 2004 წლის ჯეიმს ვანის ჰორორ ხერხში გამოჩნდა. წარმატებულ ფილმს 7 სიქველი მოჰყვა. სურათის მთავარი ანტაგონისტი ტობინ ბელის შესრულებით, ინჟინერი ჯონ კრამერია, მას სჯერა, რომ სასიკვდილო მახეებში გამომწყვდევით იგი ადამიანებს სიცოცხლის დაფასებას ასწავლის, გადარჩენისთვის კი მათ უბრალოდ სწორი არჩევანი უნდა გააკეთონ. მიუხედავად ამისა, ფრენჩაიზის მსვლელობისას კრამერი თავისივე მოგონილ წესებს ხშირად არღვევს, ზოგ შემთხვევაში მის მსხვერპლს გადარჩენის შანსი უბრალოდ არ აქვს.

6. ტომას ბრაუნ ჰიუიტი (ტეხასური ჟლეტვა ბენზოხერხით)

ტომას ბრაუნ ჰიუიტი, იგივე “ტყავსახიანი” 1974 წელს გამოსული “ტეხასული ჟლეტვა ბენზოხერხითის” მთავარი ანტაგონისტია. ჰიუტის საყვარელი იარაღი, მიხვდებოდით და – ბენზოხერხია, სახეს კი ადამიანის ტყავისგან შეკერილი ნიღაბი უფარავს. 8 ფილმში მისი როლი შვიდმა სხვადასხვა მსახიობმა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ტყავსახიანი მარტო არ მოქმედებს, ხშირ შემთხვევაში იგი ადამიანებს თავისი ოჯახის წევრების გადაწყვეტილებით კლავს. მისთვის უცხო არ არის კანიბალიზმი. ჰიუიტის პროტოტიპი, რეალურად არსებული სერიული მკვლელი – ედ გენია.

5. მოჩვენება (კივილი)

უეს კრეივენმა უკვე ჰორორის დავიწყებულ ქვეჟანრ სლეშერს (Slash – დაჭრა, აკუწვა, დასერვა) ახალი სიცოცხლე 1996 წელს ფილმ “კივილით” შთაბერა. ამ ათეულის სხვა მონაწილეებისგან განსხვავებით, მოჩვენების ნიღბიანი მკვლელი არანაირ ზებუნებრივ ძალას არ ავლენს, მეტსაც გეტყვით, არც რეგენერაციისა და დიდი გამძლეობის უნარით გამოირჩევა. ფრენჩაიზი 4 ნაწილს მოიცავს, თითოეულ მათგანში საკულტო ნიღაბს სხვადასხვა პერსონაჟი ირგებს, მკვლელის ვინაობას კი მხოლოდ ფილმის მიწურულს ვიგებთ, შესაბამისად მოჩვენება არაერთ მსახიობს ჰყავს განსახიერებული. გარდა ამისა, სერიული მკვლელის ხილვა ძმები უაიენსების პაროდია ძალიან საშიშ კინოშიც არის შესაძლებელი.

4. ელიოტ სპენსერი (ჯოჯოხეთიდან აღმდგარი)

ამ პერსონაჟის ზედმეტსახელია პინჰედი (Pin – ქინძისთავი, Head – თავი), იგი ჯოჯოხეთის მთავარი სინობაიტია, კლაივ ბარკერის სამყაროში სინობაიტი ჯოჯოხეთში მოხვედრილი ადამიანია, რომელიც დემონად გადაიქცა და მეხსიერება სრულად დაკარგა. მისთვის უცხოა შეწყალება, ადამიანებისთვის ტანჯვაში სულის ამოხდა კი, მისი პროფესიაა. მიუხედავად ამისა, იშვიათად, პინჰედში ადამიანური საწყისები იღვიძებს და ზოგ სერიაში იგი სიკეთის მხარეს არის. სპენსერის როლი ფრენჩაიზის 8 ნაწილში დაგ ბრედლიმ შეასრულა, 2011 და 2017 წლის ფილმებში მისი ადგილი სხვა მსახიობებმა დაიკავეს.

3. ჯეისონ ვურჰისი (პარასკევი, 13)

ოფიციალურად ჯეისონ ვურჰისი 1957 წელს 11 წლის ასაკში კრისტალის ტბაში დაიხრჩო. 23 წლის შემდეგ იგი ჰოკეის მოთამაშის ნიღბითა და მაჩეტეთი ხელში ბრუნდება. 1980 წელს გამოსული “პარასკევი 13” მალევე პოპულარული გახდა და არაერთი, უფრო კონკრეტულად კი, თერთმეტი გაგრძელება ჰპოვა. სხვადასხვა პერიოდში ჯეისონის როლი ოთხმა მსახიობმა შეასრულა. სულ მკვდრეთით აღმსდგარ მანიაკს 700 ადამიანი ჰყავს მოკლული. გარდა ამისა ერთ-ერთ ფილმში მან თვით ფრედის მოაჭრა თავი, ფრედი ვინ არის? მისი შესახებ მოგვიანებით მოგიყვებით.

2. მაიკლ მაიერსი (ჰელოუინი)

1978 წელს გამოსული ჯონ კარპენტერის ფილმი “ჰელოუინი” ბევრის აზრით სლეშერის ჟანრის ფუძემდებელია. სურათის მთავარი გმირი ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოქცეული მკვლელია, რომელიც უილიამ შატნერის მიერ განსახიერებული სტარ ტრეკის პერსონაჟის კირკის ნიღაბს ატარებს. მისი საყვარელი იარაღი სამზარეულოს დანაა, თუმცა 11 ნაწილის განმავლობაში მაიერსი თავის მსხვერპლს არაერთი ორიგინალური გზით კლავს. იგი “იჩქარე ნელას” (მსხვერპლი გარბის, თავდამსხმელი ნელი ნაბიჯით უახლოვდება, მაგრამ მაინც ეწევა, ზოგჯერ კი მეტსაც გეტყვით, წინ ხვდება) პრინციპით მოძრავი ერთ-ერთი პირველი პერსონაჟია. მაიერსის ნიღაბი სხვადასხვა დროს 8 მსახიობმა მოირგო.

1. ფრედი კრიუგერი (საშინელება თელების ქუჩაზე)

ათეულში პირველ ადგილს უეს კრეივენის კიდევ ერთი პირმშო, ფრედი კრიუგერი იკავებს. კრიუგერი ბავშვების მკვლელია, რომელსაც პატარა ქალაქის მცხოვრებნი ცოცხლად დაწვავენ. რამდენიმე წლის შემდეგ შურისძიების წყურვილით შეპყრობილი ბოროტმოქმედის სული, სიზმრების სამყაროში ბრუნდება. მისგან გაქცევა შეუძლებელია, დაძინება კი სიკვდილის ტოლფასია. კრიუგერის ფავორიტი იარაღი ბრჭყალებიანი ხელთათამანია. საშინელება თელების ქუჩაზე სტარტს 1984 იღებს. სულ ფრენჩაიზი 9 სერიისგან შედგება, აქედან 7 ფილმში სიზმრების მბრძანებელის როლი რობერტ ენგლუნდმა შეასრულა. 2010 წლის რიმეიქში კრიუგერის როლს ჯეკი ერლი ჰეილი თამაშობს.

13იგიკივილიპარასკევისაბავშვო თამაშისაშინელება თელების ქუჩაზეტეხასური ჟლეტვა ბენზოხერხითქენდიმენიხერხიჯოჯოხეთიდან აღმდგარიჰელოუინიჰორორი
Previous Post

დევიდ ლინჩმა ვიდეო გამოაქვეყნა

Next Post

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვუყუროთ სერიალს "ნარკოსი"

Next Post
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვუყუროთ სერიალს “ნარკოსი”

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვუყუროთ სერიალს "ნარკოსი"

ახალი ამბები

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

ავტორი Cinemania
23 მაისი, 2022
0

რატომ უნდა უყუროთ მაიკლ ბეის ახალ ფილმს Ambulance (რევიუ)

რატომ უნდა უყუროთ მაიკლ ბეის ახალ ფილმს Ambulance (რევიუ)

ავტორი Cinemania
20 მაისი, 2022
0

ცნობილი წყვილები, რომლებიც განქორწინების შემდგომ მეგობრებად დარჩნენ

ცნობილი წყვილები, რომლებიც განქორწინების შემდგომ მეგობრებად დარჩნენ

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2022
0

ქვიზები

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
5640

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
689

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3061

ბოლოს დამატებული

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

ავტორი Cinemania
23 მაისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები, რომლებიც ფსევდონიმებს იყენებენ

ცნობილი ადამიანები, რომლებიც ფსევდონიმებს იყენებენ

ავტორი Cinemania
21 მაისი, 2022
0

რატომ უნდა უყუროთ მაიკლ ბეის ახალ ფილმს Ambulance (რევიუ)

რატომ უნდა უყუროთ მაიკლ ბეის ახალ ფილმს Ambulance (რევიუ)

ავტორი Cinemania
20 მაისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020