„Toy Story“ პირველად ეკრანზე 1995 წელს გამოვიდა და მის შემქმნელ სტუდიას, „Pixar“-ს მილიონობით აშშ დოლარის მოგება მოუტანა (410 მილიონი). ამ წარმატებასთან ერთად, კინოსამყარო დარწმუნდა იმაში, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით შესაძლებელი იყო წარმატებული 3D ანიმაციური ფილმების შექმნა. „სათამაშოების ისტორია“ ცნობილ კინოფრანჩიზად იქცა და 1995 წლიდან დღემდე ოთხი სურათია გამოსული.
პიქსარის უკანასკნელი შემოქმედება „Toy Story 4“-ია, რომელის პრემიერაც მიმდინარე წლის 20 ივნისს შედგა და შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია. ანიმაციურმა ფილმმა კომპანიას ერთი მილიარდი აშშ დოლარის მოგება მოუტანა.
„სათამაშოების ისტორიის“ წარმატებას მისი ერთგული ფანბაზაც მოწმობს, რომლებიც კინოფრანჩიზასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროექტებს გეგმავენ და ასრულებენ. მიმდინარე ეტაპზე გვინდა წარმოგიდინოთ „Toy Story“-ის ერთგული ფანი ძმები, მორგან და მეისონ მაგრუები, რომლებმაც 8 წელი დასჭირდათ იმისათვის, რომ „სათამაშოების ისტორიის“ მე-3 ნაწილი ერთ-ერთში რეალური სათამაშოებით გადაეღოთ. მათ გამოიყენეს ის სათამაშოები, რომლებიც წლების განმავლბაში აგროვეს. მათ მოახერხეს და საათნახევრიანი „პიქსარის“ შედევრი რეალობაში იგივე ქრონომეტრაჟითა და მსგავსი სცენარით „Stop Motion“ პრინციპით გადაიღეს.













კადრს მიღმა (როგორ იღებდნენ ძმები სურათებს)



