სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

20 საუკეთესო დასაწყისი სცენა ფილმებიდან

Cinemania ავტორი Cinemania
2 მაისი, 2018
რუბრიკა ვიდეო, სახალისო
0
20 საუკეთესო დასაწყისი სცენა ფილმებიდან
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მართალია, სერიალებისგან განსხვავებით ფილმებს იშვიათად აქვთ სპეციალურად შექმნილი გამხსნელი თემები ანუ ინტროები, მაგრამ ნებისმიერი მინიმუმ ერთი დაუვიწყარ დასაწყისს მაინც დაასახელებს. კინოს დასაწყის მომენტები შეიძლება იყოს თემატურად ან კინემატოგრაფიულად გამორჩეული, საეტაპო ან ძლიერ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენდეს მაყურებელზე, იმდენად, რომ კინოფილმის ხსენებისას პირველად დასაწყისი დაგვიდგეს თვალწინ.

დღეს სწორედ ასეთ შესანიშნავ მომენტებს გავიხსენებთ. უყურეთ კინოს ისტორიაში 20 გამორჩეულ დასაწყისს (ნუმერაცია პირობითია) და ისიამოვნეთ.

20. ტერმინატორი 2: განკითხვის დღე

ჯეიმს კამერონის დაუვიწყარი შედევრის მეორე ნაწილი, რომლის დასაწყისი პოსტაპოკალოფტურ მომავალს წარმოგვიდგენს, სულ ორ წუთნახევარს გრძელდება, მაგრამ დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და ფილმის ბოლომდე ცქერას გაიძულებს.

19. მატრიცა

მარტიცას ბევრი კინოისტორიაში საუკეთესო მძაფრსიუჟეტიან საი-ფაიდ მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ მისმა სიქველებმა არ გაამართლა. მაგრამ პირველი ფილმის დასაწყისი, ქერი-ენ მოსის (და მატრიცას პროგრამის ინტერფეისის) მონაწილეობით, მილენიუმის ზღვარზე ნამდვილი გადატრიალება იყო.

18. ლურჯი ხავერდი

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც დევიდ ლინჩის ფილმებს გამოარჩევს, ესაა მკვეთრად დასამახსოვრებელი ვიზუალი. 1986 წლის ლურჯი ხავერდის დასაწყისი სცენა კი მართლაც გამორჩეულია. გარეუბნის ცხოვრება, მკვეთრი ტონალური დისონანსები და განწყობა მაშინვე იქცევს მაყურებლის ყურადღებას.

17. მეფე ლომი

იშვიათად, რომ ანიმაციური ფილმის დასაწყისი მხატვრულად მეფე ლომივით დახვეწილი იყოს. აფრიკის ხედებისა და ცხოველების უმშვენიერეს კადრებს ჰანს ციმერისა და ელტონ ჯონის აფრიკულ ფოლკლორზე დაფუძნებული საუნდტრეკი ერთვის, რაც ვიზუალურ და ხმოვან მშვენიერებას ქმნის. მისი გულგრილად ცქერა და დავიწყება უბრალოდ შეუძლებელია.

16. კივილი

ვეს კრავენის სატირული თრილერის საწყისი სცენის ციტატებს ფანები დღემდე საკულტოდ მიიჩნევენ. დრიუ ბერიმორის პერსონაჟს, რომელზეც ყველა ფიქრობს, რომ მთავარია, დასაწყისშივე კლავს სერიული მკვლელი და ყველა ხვდება, რომ ამ ფილმში ყველაფერი წესების წინააღმდეგ წავა.

15. მაღლა

კიდევ ერთი ანიმაცია დაუვიწყარი და ცრემლებამდე ემოციური სცენით – ეს მაღლაა. კარლისა და ელის გაცნობის, ქორწინებისა და ხუთ წუთში ჩატეული ცხოვრების გზის ამსახველი ინტრო, ლამაზი და ნოსტალგიური მუსიკით იდეალური ნიმუშია იმისა, თუ მცირე მონაკვეთში უსიტყვოდ როგორ უნდა ჩაატიო მთელი ცხოვრება თავისი პატარა ბედნიერებებით, იმედგაცრუებებით, ურთიერთსიყვარულითა და თანადგომით, დანაკარგითა და ნოსტალგიით.

14. ოცეული

ოლივერ სტოუნის მძაფრსიუჟეტიანი საომარი დრამის, ოცეულის გამოსვლამდე ვიეტნამის ომის რეალურად, ავთენტურად ჯერ კიდევ არ ასახულიყო კინოში. სტოუნმა ამ ფილმში დამაჯერებლად დახატა ომის, ამერიკის ქაოსური და დემორალიზებული ქცევა ვიეტნამში. ეს კარგად ჩანს მის დასაწყისშიც, რომელშიც ჩარლი შინის ახალგაზრდა გმირი ჯუნგლებში გზის გაკვალვას ცდილობს.

13. მექანიკური ფორთოხალი

სტენლი კუბრიკის დაუვიწყარი ფილმის დასაწყისიც ასეთივეა. ვენდი კარლოსის მუსიკა და მალკოლმ მაკდაუელის მთავარი გმირის სახეზე ახლო კადრი, რომელიც თანდათან უკან მიდის, შემდეგ კი მისივე ნარატივი, ენტონი ბერჯესის მიერ შექმნილი, ულმობელი დისტოპიისა და ძალადობის სამყაროში გვიღებს კარს.

12. მაგარი ბიჭები

მარტინ სკორსეზეს ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი, რომელიც ჰენრი ჰილის რეალურ თავგადასავალს ეფუძნება, რეჟისორის საფირმო სტილშია გადაღებული. დასაწყისი მაყურებელს კლასიკური კრიმინალური დრამისთვის ამზადებს.

11. სანსეთ ბულვარი

ბილ უაილდერის ნუარის კლასიკა სანსეთ ბულვარი დაძაბული სცენით იწყება – სასწრაფოსა და პოლიციის სირენებით და კომენატატორის აღელვებული ხმით. კადრი მალევე გადადის აუზზე, რომელშიც დამხრჩვალი მამაკაცი ტივტივებს სახით ზემოთ. უცნაურია, მაგრამ შავ-თეთრი კადრი ამ სცენას განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს.

10. აპოკალიფსი დღეს

ფრენსის ფორდ კოპოლას საომარი დრამა დღემდე ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია, რაც ომზე გადაუღიათ. ჯოზეფ კონრადის “წყვდიადის გულის” კინოადაპტაციაში მძაფრად არის ნაჩვენები ომის ძალმომრეობა მის ნებისმიერ მონაწილეზე. დასაწყისი კი, რომელშიც The Doors-ის საკულტო The End-ი გაისმის ჯიმ მორისონის მისტიკური ვოკალით, რომელსაც თანდათან ვერტმფრენების ხმა ერევა და ფარავს, წარმოუდგენლად მომხიბლავია.

9. ნემსზე

დენი ბოილის ნემსზე, რომელიც მწერლისა და ფილმის სცენარისტის, ირვინ უელშის რომან “ჩხერკეთელაობის” მიხედვითაა გადაღებული, ერთ-ერთი საუკეთესო ბრიტანული ფილმია. ფილმის დასაწყისი იგი პოპის Lust for Life-ის თანხლებით 90-იანების კინოს კლასიკურ სტილშია აწყობილი და მთავარ გმირებსა და მათ ცხოვრების წესს გვაცნობს.

8. მაკულატურა

კვენტინ ტარანტინოს კლასიკა შთამბეჭდავად იწყება და დასასრულის სცენას იმეორებს: კრიმინალების დუეტი – ფამფქინი და ჰანიბანი ვინსენტ ვეგასა და ჯულს ვინფილდის საყვარელ სასადილოში სხედან. მათი საუბარი, რომელიც მოულოდნელად ძარცვაში გადაიზრდება, ტარანტინოს სტილში მოულოდნელი, სახალისო და დასამახსოვრებელია.

7. მოქალაქე კეინი

ორსონ უელსის მაგნუმ ოპუსის, მოქალაქე კეინის შესავალი ერთდროულად ბნელი, ატმოსფერული და დამაინტრიგებელია. მისი ნახვა მაყურებელს არწმუნებს, რომ წინ გასაოცარი ამბავი ელის.

6. უსახელო ნაბიჭვრები

როგორც ტარანტინოს სხვა ფილმებში, უსახელო ნაბიჭვრების დასაწყისიდანაც ფილმის ატმოსფერო ზუსტად იგრძნობა. დასაწყისი ქარიშხლის წინა სიწყნარის განწყობისაა და თანდათან შეჰყავს მაყურებელი ფილმში, რომელიც ჩრდილო საფრანგეთში ვიშის მთავრობის პერიოდში შურისმაძიებელი ებრაელების დაჯგუფების მიერ ნაცისტების დევნაზე მოგვითხრობს.

5. ნათლია: ნაწილი მეორე

დავა, თუ რომელი ნათლია ჯობია – პირველი თუ მეორე, ათწლეულებია გრძელდება, თუმცა შთამბეჭდავ დასაწყისზე თუ მიდგება საქმე, უმეტესობა სასაფლაოს სცენას აირჩევს, რომელიც ვიტოს ბავშვობასა და ცხოვრების გზის დასაწყისს გვიჩვენებს.

4. ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი IV

პირველი ფილმი, რომლითაც ვარსკვლავური ომების სამყაროში გაიღო კარი, ყოველმხრივ, მათ შორის ინტროთიც გამორჩეულია. მასში ვხედავთ საგის მთავარ გმირებს, დაპირისპირებას და, რასაკვირველია, ამ სამყაროს მასშტაბურობას და მშვენიერებას. ვიზუალური გამოსახულება, ეპოქის გათვალისწინებით, საოცარია. ამას ემატება ჯონ უილიამსის დაუვიწყარი მუსიკაც.

3. ყბები

სტივენ სპილბერგის ჰორორი, რომელიც მან 1975 წელს გადაიღო, დღემდე შიშს გვრის მაყურებელს. ეს ატმოსფერო დასაწყისიდანვე ცხადად საგრძნობია. მოახლოებული შიშის განცდა, რომელშიც საშინელი ზვიგენი წესიერად არც კი ჩანს, დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო, მძაფრი ფსიქოლოგიური გავლენის მომხდენ დასაწყის სცენად ითვლება კინოში.

2. ინდიანა ჯონსი და დაკარგული კიდობნის მაძიებელნი

ცოტაა ინდიანა ჯონსის პირველი ფილმივით სრულყოფილი დასაწყისი სცენა. მისი ვიზუალი პირდაპირ გვიხსნის, ვინაა ეს თავგადასავლების მაძიებელი და რისკენ ისწრაფვის. რელიკვიები, მისტიკა, თავგადასავლები – ეს ყველაფერი რამდენიმე წუთში და მაყურებელი მზადაა ყველგან ჰგაჰყვეს ინდიანა ჯონსს.

1. ერთხელ დასავლეთში

ერთხელ დასავლეთში სერჯიო ლეონეს ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია, და რასაკვირველია, საუკეთესო ვესტერნიც. მას დასაწყისიც კლასიკური იტალიური ვესტერნისა აქვს – სერჯიო ლეონეს საუკეთესო ტრადიციებში. შეიძლება ითქვას, რომ ეს სცენა რამდენიმე საუკეთესო სცენას აერთიანებს. ჩარლზ ბრონსონის ჰარმონიკის ფონზე სამი მსროლელის შეკრება, პერსონაჟთა სახასიათო გამომეტყველება და განწყობა ვესტერნისა და არამარტო ამ ჟანრის ფანების მიერ კინოისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო დასაწყისადაა აღიარებული.

 

აპოკალიფსი დღესდასაწყისიდასაწყისი სცენადევიდ ლინჩიერთხელ დასავლეთშივარსკვლავური ომებიინდიანა ჯონსი და დაკარგული კიდობნის მაძიებელნიინტროკივილიმაგარი ბიჭებიმაკულატურამარტინ სკორსეზემატრიცამაღლამეფე ლომიმექანიკური ფორთოხალიმოქალაქე კეინინათლია 2ნემსზეოლივერ სტოუნიოცეულისანსეთ ბულვარისაუკეთესო დასაწყისისერჯიო ლეონესტენლი კუბრიკიტერმინატორი 2: განკითხვის დღეუსახელო ნაბიჭვრებიფილმებიყბები
Previous Post

ფაჯრის საერთაშორისო კინოფესტივალზე 6 ქართული ფილმი აჩვენეს

Next Post

ჯეკი ჩანის ლესბოსელი ქალიშვილი ჰომოფობიის ნიადაგზე ქუჩაში ცხოვრობდა

Next Post
ჯეკი ჩანის ლესბოსელი ქალიშვილი ჰომოფობიის ნიადაგზე ქუჩაში ცხოვრობდა

ჯეკი ჩანის ლესბოსელი ქალიშვილი ჰომოფობიის ნიადაგზე ქუჩაში ცხოვრობდა

ახალი ამბები

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

ავტორი Cinemania
18 მაისი, 2022
0

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ავტორი Cinemania
17 მაისი, 2022
0

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ავტორი Cinemania
16 მაისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
4322

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
3780

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3061

ბოლოს დამატებული

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

ავტორი Cinemania
18 მაისი, 2022
0

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ავტორი Cinemania
17 მაისი, 2022
0

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ავტორი Cinemania
16 მაისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020