კინომსახიობთა შთამბეჭდავ თანავარსკვლავედში გამორჩევა და მაყურებლისთვის არამხოლოდ არტისტული მონაცემების გამო თავის შეყვარება ადვილი როდია. ეს დიდი წარმატებით გამოსდის დენი დევიტოს. დღეს გადავწყვიტეთ, ამ შესანიშნავ მსახიობსა და ადამიანზე კონკრეტული ფაქტები წარმოგიდგინოთ და დაგარწმუნოთ, თუ რა კარგი ტიპია ის.
სხვა ბუმბერაზი პიროვნებების* მსგავსად, ისიც ნიუ-ჯერსიდანაა.
*ესენი არიან: ბრიუს სპრინგტინი, მერილ სტრიპი, უიტნი ჰიუსტონი და მრავალი სხვა.
მისი საპროდიუსერო კომპანია Jersey Films ასევე გრანდიოზული ფილმებითაა ცნობილი.
მათ შორისაა მატილდაც. ამ ფილმთან დაკავშირებული ფაქტი: ფილმის გადაღებისას დენი დევიტოს და მის ცოლს, რეა პერლმანს მატილდას როლის შემსრულებელი მარა უილსონი ხშირად დაჰყავდათ ოჯახურ პიკნიკებზე. ამ დროს მარას დედა მკერდის კიბოს დიაგნოზით მკურნალობდა.
მიმდინარე მოვლენები თუ პრობლემები ყოველთვის კარგად ესმის.
მათ შორის – პოლიტიკაც.
Antonin Scalia retire bitch
— Danny DeVito (@DannyDeVito) March 3, 2013
და მუდამ მზადაა მხარდაჭერისთვის.
im danny devito, slightly out of place but happy to be included pic.twitter.com/viyz0md2UQ
— uptown rat (@midtownrat) June 12, 2018
მისი ბრძნული, დამაფიქრებელი აზრები და შემოქმედებითი ხედვა მართლაც გამორჩეულია.
მხატვრები საკუთარი შემოქმედებითი საქმიანობით იტანჯებიან. სწორედ ამიტომ ურევია სიტყვა painting-ში სიტყვა pain (“ტკივილი”).
დროდადრო სოციალურ მედიაში საკუთარი ფეხის სურათებს აქვეყნებს. რა დანიშნულებით, ზუსტად არავინ იცის.
— Danny DeVito (@DannyDeVito) April 19, 2012
ის ხალხს შთაგონებით ავსებს.
“დახატე შენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი. დახატე ადამიანი, რომელსაც ლოცვებში მოიხსენიებ”
მისნაირ არსებებს სად არ წააწყდები:
და არამარტო არსებებს:
ეს ამბავი ხომ გახსოვთ? გოგონა სკოლის გამოსაშვებ წვეულებაზე დენი დევიტოს მუყაოს ფიგურასთან გამოცხადდა, ეს ამბავი მსახიობის ყურამდეც მივიდა და ვალში არც ის დარჩენია.
ბევრ ადამიანს იცნობთ, რომელიც ყვითელ კაბაში გამოწყობილ ტაქსასთან ერთად სეირნობს?
აბა, გვითხარით – დენის გარდა ასეთ პატივს რომელიმე მოზრდილი დაიმსახურებდა?
ნიჭიერი რომაა, არავინ დავობს, მაგრამ მისი იუმორი შესანიშნავია.
danny devito's agent: you've got a call from tim burton, want me to put him through?
danny devito: *sighs as he grabs his 4 ft tall top hat* no, just tell him i'm on my way. pic.twitter.com/bOVf1FrTwV— Tyler Naegle (@TylerNaegleLOL) June 13, 2018
დენი დევიტოს აგენტი: ტიმ ბარტონმა დაგირეკათ. უარს იტყვით მის შეთავაზებაზე?
დენი დევიტო: (ოხრავს და 4 ფუტის სიგრძის ქუდს მოათრევს) არა, გადაეცი, რომ უკვე გზაში ვარ.