იმიტირებული სექსი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ბევრი მსახიობი ითხოვს სივრცეს, რომ განმარტოვდეს და საკუთარი სხეული და გონება გადაღებისთვის მოამზადოს. ზოგს სასმელი ეხმარება,ზოგს -კოლეგა, ზოგისთვის კი ეს ყველაფერი იმდენად მარტივია, რომ საერთოდ არ სჭირდება მოსაფიქრებელი დრო.
მოკლედ, გთავაზობთ მსახიობების გამოცდილებას და ძალიან ბევრ უხერხულ სიტუაციას.
როზამუნდ პაიკი – ფილმი გაუჩინარებული ქალი
“ცხოვრებაში რაც კი შეიძლება გადაგხდეს, იმიტირებული სექსი ყველაზე სასაცილო გამოცდილებაა. როდესაც ფილმზე ვმუშობდით, რეჟისორმა დევიდ ფინჩერმა მე და ნილ პატრიკ ჰარისს გვითხრა, რომ სანამ სექსის სცენას გადავიღებდით, რეპეტიცია გაგვევლო. ოთახში სრულიად მარტოები აღმოვჩნდით. წარმოიდგინეთ, ცარიელ ოთახში საცვლების ამარა ხარ მამაკაცთან, რომელთანაც არაფერი გაკავშირებს. მას საკუთარი მეუღლე ჰყავს და თანაც გეია. მოკლედ, საკმაოდ უხერხული სიტუაცია იყო. ყველანაირად ვცდილობდით, გაგვეაზრებინა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ საქმე იყო და მეტი არაფერი. დევიდმა გვირჩია, ჩვენ თვითონ გადაგვეღო სცენა ტელეფონით და მერე გვენახა, რომ ხარვეზები გამოგვესწორებინა. როცა ვიდეოს ვუყურეთ, მივხვდით, რომ უხარისხო პორნო გადავიღეთ. საბოლოოდ, იმდენჯერ ვითამაშეთ ეს სცენა, სანამ დამაჯერებელი არ გახდა. ამ ისტორიას სიცილით ვიხსენებთ და ეს არის გამოცდილება, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება”.
ჯასტინ ტიმბერლეიკი – ფილმი სექსი მეგობართან
“სიმართლე რომ ითქვას, საკმაოდ მოსაბეზრებელი და დამღლელია. მე და მილა კუნისი ჩვენს სცენას 12 საათის განმავლობაში ვიღებდით. ვერაფრით შევძელით უფრო მოკლე დროში დამაჯერებლები ვყოფილიყავით. რას ვიზამთ, ჩვენი პროფესია საკმაოდ რთულია.”
ჯენიფერ ლოურენსი – ფილმი მგზავრები
“ძალიან, ძალიან დავთვერი, მაგრამ ცუდი გადაწყვეტილება იყო, რადგან არც მახსოვდა, რას ვაკეთებდი. სახლში რომ მივედი, ჩვეულებრივი პანიკა მქონდა. კრის პრატი დაქორწინებულია და ჩემთვის ის იყო პირველი ცოლიანი კაცი, რომელსაც ვაკოცე. საშინელი შეგრძნებაა. კი, მესმის, რომ ეს უბრალოდ საქმეა, მაგრამ სხეულისთვის ამის ახსნა ცოტა რთულია. ძალიან რთულია ამ ყველაფრის გათამაშება. მაყურებლისთვის კოცნაც და სექსიც ძალიან რეალური, გრძნობით სავსე უნდა იყოს, შენ კი ამის გაკეთება დაქორწინებულ მამაკაცთან გიწევს. ეს ყველაზე მტკივნეული რამ არის, რაც ოდესმე გამომიცდია”.
ეშტონ კაჩერი – ფილმი უფრო მეტი ვიდრე სექსი
“აუცილებლად ვიწყებ ბოდიშის მოხდით და ჩემი ტექსტი ასეთია: “მაპატიე ორივე შემთხვევაში, თუ არ აღვიგზნები და პირიქით, თუ ძალიან აღვიგზნები”. ყველაზე რთული კი გადასაღებ რეჟიმში დაბრუნება და სხვა სცენებზე ისე მუშაობაა, “თითქოს არაფერი მომხდარა”. არადა ორიოდე წუთის წინ ადამიანთან ლამის სექსი გქონდა. პრობლემა კი იმაშია, რომ ყველაფერი რეალურია, უბრალოდ ფინალამდე არ მიდიხარ და ეგ არის. რთულია, კარგი მსახიობი იყო.”
დაკოტა ჯონსონი – ფილმი გრეის ორმოცდაათი ელფერი
“ფილმში სექსის გათამაშება არანაირად არის სასიამოვნო პროცესი. ეს ძალიან, ძალიან სექსუალური და ვნებიანი მოქმედებაა, რომელიც თავს საშინლად არაკომფორტულად გაგრძნობინებს. როდესაც ჩემს გმირს ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა, თავს საშინლად ვგრძნობდი.”
მილა კუნისი – ფილმი შავი გედი
“მნიშვნელობა არ აქვს ამის გაკეთება ვისთან გიწევს, ქალთან თუ კაცთან, მეგობართან თუ ახალგაცნობილ ადამიანთან, რეალობა ერთია. ამ ყველაფერს ის ასზე მეტი ადამიანი ამძაფრებს, რომლებიც გადაღების უშუალო წევრები არიან და თავს ისე უხერხულად გრძნობ, როგორც არასდროს. ყველაზე არაკომფორტული რამ არის, რაც გამომიცდია.”
ჩარლი ჰანამი – სერიალი ანარქიის შვილები
“არასდროს მიღალატია ჩემი მეგობარი გოგონასთვის. სწორედ ამიტომ, ჩემთვის როლისთვის კოცნა და მით უმეტეს, სექსის სცენა ძალიან უხერხულია. რაღაცნაირად უნდა მოახერხო და ბალანსი დაიცვა, რომ არც ძალიან აღიგზნო და არც ხელოვნური იყო. ამ ბალანსის პოვნა ძალიან მიჭირდა”.
ემილია კლარკი – სერიალი სამეფო კარის თამაშები
“სიმართლე რომ გითხრათ, სერიალის შემოქმედებით გუნდს დღემდე ვუხდი მადლობას, რომ ასეთი დასამახსოვრებელი სცენა მხვდა წილად. ეს იყო შესაძლებლობა, რომელსაც ყოველთვის ველოდი. ძალიან მაინტერესებდა, რამდენად გამომივიდოდა სცენაში დამაჯერებლად თამაში. როცა გადაღებები დასრულდა, ცოტა გულიც კი დამწყდა. მსახიობისთვის ასეთი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია”.