სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

რა მოხდება, თუ ფილმებში ნანახ ტელეფონის ნომრებს ავკრეფთ

Cinemania ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2019
რუბრიკა სახალისო
0
რა მოხდება, თუ ფილმებში ნანახ ტელეფონის ნომრებს ავკრეფთ
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ბევრ ფილმსა და სერიალში მოგვიკრავს თვალი ტელეფონის ნომრებისთვის, რომლებითაც პერსონაჟები უკავშირდებიან ერთმანეთს ან ორგანიზაციებს. მაგრამ ოდესმე მოგსვლიათ თავში, ეს ნომრები რეალურ ცხოვრებაში აგეკრიფათ? დიახ, დიახ, ასეთებიც არიან. წვრილმანების მოყვარულმა კინომანებმა არ დაიზარეს, ათობით მხატვრული და ანიმაციური ფილმი ნახეს და სცადეს დაედგინათ, ამ ფილმებში ნანახი ნომრებიდან რომელი მათგანი იყო რეალური და რომელი – გამოგონილი.

ჩვენც გავიგოთ, რა მოხდება, თუ ფილმებში ნანახ ტელეფონის ნომრებზე დარეკვას ვცდით.

სატელეფონო პრეფიქს 555-ით იწყება ამერიკული კინონომრების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ 60-იანი წლებიდან. კინომანებმა სხვადასხვა სერიალსა თუ ფილმში გამოყენებული, ამ ინდექსით დაწყებული ნომრების ასობით მაგალითი იპოვეს. ტელეფონის ნომერი – 555-2368 ყველაზე პოპულარულია: მას უამრავ ფილმში იხილავთ.

მულტფილმებსა და კომპიუტერულ თამაშებშიც ხშირად იგონებენ სამი ხუთიანით დაწყებულ ნომრებს (ასოების კომბინაცია KL აშშ-ში ორი ხუთიანს აღნიშნავს).

ფილმში უკანასკნელი კინოგმირი (არნოლდ შვარცნეგერის მონაწილეობით), გვხვდება სცენა, სადაც ერთი ყმაწვილი ცდილობს არნის დაუმტკიცოს, რომ კინოში არიან.

  • თავიდან ის მეპატრონეს მაღაზიის ნომერს ეკითხება (555-2310), შემდეგ კი საკუთარი სახლის ტელეფონს ამბობს (555-3812). ბიჭი გაკვირვებას გამოთქვამს, თუ რატომ აქვს ლოს-ანჯელესის ყველა მკვიდრს სამ ხუთიანზე დაწყებული ნომერი.

სამი ხუთიანით დაწყებული სატელეფონო ნომრების უმეტესობა კინოში გამოგონილია. თუმცა ნომერ 555-1212-ზე დარეკვისას აშშ-სა და კანადის ზოგიერთ ადგილზე აუცილებელი დახმარების სამსახურში მოხვდებით.

თუ აშშ-ში კინოსატელეფონო ნომერზე დარეკვისას, უმეტეს შემთხვევაში ვერსად გახვალთ, სხვა ქვეყნებში შეიძლება არათუ დარეკოთ, არამედ თავადაც დაგირეკონ ცნობილი ფილმების მოყვარულებმა. მაგალითად, ავსტრალიაში სატელეფონო კოდი 555 სიდნეის ერთ რაიონსა და მელბურნის შემოგარენში გამოიყენება, ამიტომ დიდი შანსია, რომ ამერიკულ ფილმში ნანახი ნომერი ავსტრალიელი აბონენტის რეალურ ნომერს დაემთხვეს.

დღესდღეობით პრეფიქს 555-ით აშშ-ში აქტიურად სარგებლობენ სხვადასხვა მომსახურების კომპანიები, ამიტომ კავშირგაბმულობის ოპერატორებმა გადაწყვიტეს, კინოკომპანიებს მოლაპარაკებოდნენ, ფილმებში სხვა გამოგონილი ნომრები გამოეყენებინათ. ამრიგად, ფილმებსა და სერიალებში გამოყენებული სატელეფონო ნომრები მხოლოდ 555-0100-იდან 555-0199-მდე დიაპაზონში მერყეობს.

იმის გამო, რომ თანამედროვე სცენარისტებს მხოლოდ რამდენიმე ასეული ფიქციური ნომრიდან შეუძლიათ სასურველის არჩევა, ერთი და იგივე სატელეფონო ნომერი შეიძლება სხვადასხვა ფილმში გამეორდეს. მარლა სინგერის ტელეფონის ნომერი კინოფილმიდან მებრძოლთა კლუბი ემთხვევა ჰონგ-კონგის რესტორნის ნომერს ფილმიდან ჯაშუში ჰარიეტი, ედი ალდენის ნომერს მელოდრამიდან ვიღაც, შენი მსგავსი და ფსიქიატრიული დახმარების ცენტრის ნომერს მილენიუმის ერთ-ერთი ეპიზოდიდან.

ბოევიკში ჯონ ვიკი 2 მონიტორზე ნიუ-იორკის შტატის აბონენტების რეალურ ნომრებს ვხედავთ. მაგალითად, ნომერი 315-194-6020, რომელიც ფილმის რამდენიმე კადრში გაიელვებს, სინამდვილეში პატარა ამერიკული ქალაქის, სირაკიუსის ქსელს ეკუთვნის. პერსონაჟებთან დაკავშირების მოსურნე ფილმის ფანები განუწყვეტლივ რეკავენ აღნიშნულ ნომრებზე, თუმცა პასუხად იღებენ, რომ ნომერი რეგისტრირებული არ არის.

ფილმის შემქმნელების მიერ არა გამოგონილი, არამედ რეალური ნომრების მითითება ხშირად სასამართლო დავის საგანიც კი გამხდარა. მაგალითად, ყოვლისშემძლე ბრიუსში  გამოყენებულია ნომერი 776-2323, რომლითაც ბრიუსი ღმერთს უკავშირდება.

  • ეს ნომერი ნიუ-იორკის ქალაქ ბუფალოში, სადაც აღნიშნულ ფილმს იღებდნენ, დაკავებული არ იყო, მაგრამ იმავე ნომრის მფლობელებთან სხვა შტატებში ფილმის გამოსვლის შემდეგ ზარები არ წყდებოდა. კოლორადოში იგივე ნომერი რადიოსადგურს ეკუთვნოდა, ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ სენფორდში კი, სახალისო დამთხვევის წყალობით, იდენტური ნომერი ადგილობრივ ეკლესიას ჰქონდა. მავანმა ქალბატონმა, აღნიშნული ნომერი მისი სახლის ნომერს რომ ემთხვეოდა, კინოკომპანიის წინააღმდეგ სასამართლოშიც კი შეიტანა საჩივარი. კომედიის DVD-ზე გამოსვლის შემდეგ ნომერი ერთგული ფიქციური 555-0123-ით შეცვალეს.

1992 წელს რეჟისორმა მაიკლ მურმა დოკუმენტურ ფილმში შინაური ცხოველები და ხორცი: დაბრუნება ფლინტთან ანგარიშმიუცემლად გაამხილა საკუთარი ტელეფონის ნომერი (212-636-5108). ფილმის ტელეეთერში გაშვების მხოლოდ პირველ დღეს მან 314 სატელეფონო ზარი მიიღო.

არსებობს ისეთი ტელეფონის ნომრებიც, რომლებსაც ფილმებში არ აჩვენებენ, მაგრამ კინოსიუჟეტებთან მაინც მჭიდრო კავშირი აქვთ. ასეთ ნომრებს მაყურებლების დასაინტრიგებლად სპეციალურად ურთავენ სიუჟეტში. მაგალითად, იაპონიაში სახელი გაითქვა  ნომერმა 090-4444-4444, როგორც “სადაკოს ნომერმა” ფილმიდან ზარი (გაგახსენებთ: სადაკო მოჩვენებაა). ფილმის ფანები ამტკიცებენ, რომ თუ იაპონიაში ამ ნომერზე დარეკვას გაბედავთ, პასუხად მოგუდულ ყვირილს გაიგონებთ.

555ავსტრალიაარნოლდ შვარცნეგერიაშშზარიკანადამაიკლ მურიმარლა სინგერიმებრძოლთა კლუბისადაკოსაინტერესოსატელეფონო ზარებისატელეფონო ნომრებისერიალებიტელეფონის ნომრები ფილმებშიუკანასკნელი კინოგმირიფილმებიფიქციაფიქციური ნომრებიყოვლისშემძლე ბრიუსიჯონ ვიკი: მეორე თავი
Previous Post

რაიან რეინოლდსი ახალ ფილმში მთავარ როლზე დაამტკიცეს

Next Post

თბილისის მე-19 კინოფესტივალზე საპატიო პრომეთე გიორგი შენგელაიას გადაეცემა

Next Post
თბილისის მე-19 კინოფესტივალის ფოკუს ქვეყანა იტალია იქნება

თბილისის მე-19 კინოფესტივალზე საპატიო პრომეთე გიორგი შენგელაიას გადაეცემა

ახალი ამბები

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

ქვიზები

დარწმუნებული ხარ რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ქვიზი: დარწმუნებული ხარ, რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2019
2186

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ავტორი Cinemania
24 ივნისი, 2019
5665

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5599

ბოლოს დამატებული

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020