როგორც წესი, მსახიობები კმაყოფილებით იხსენებენ ყოფილ, თუნდაც დაბალრეიტინგულ და წარუმატებელ ფილმებს. მაგრამ არსებობს გამონაკლისიც: ზოგიერთ ვარსკვლავს ატანა არ აქვს ზოგიერთი ფილმის, სულერთია პოპულარობა მოუტანეს მათ თუ არა. ქვემოთ წარმოგიდგენთ ამ მსახიობებს, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო თავიანთი რომელიღაც ფილმი არ უყვართ.
1. დენიელ რედკლიფი – ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დენიელ რედკლიფს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში ძალიან ცუდად ითამაშა. სწორედ ამიტომ, ეკრანული ჰარი პოტერი პოტერიადის ეს ნაწილი არ უყვარს.
2. რობერტ პატინსონი – ბინდი
გასაოცარია, მაგრამ პატინსონი, რომელიც “ბინდში” შესრულებული ვამპირი ედვარდის როლით გახდა საქვეყნოდ ცნობილი, უბრალოდ ვერ იტანს ამ საგას. ერთ-ერთ ბლოგზე მსახიობის ინტერვიუც კი გამოქვეყნდა, რომელშიც პატინსონი ამბობს, რაც მეტს ვკითხულობდი სცენარს, მით მეტად ვერ ვიტანდი ედვარდ კალენსო. “ვერასდროს მოვძებნი აზრიან მიზეზს იმ სიგიჟის გასამართლებლად, რასაც 108 წლის ყმაწვილის მაღალ კლასებში გაკვეთილებზე მუდმივად ჯდომა ჰქვია”.
3. ჯორჯ კლუნი – ბეტმენი და რობინი
არავინ დაობს იმაზე, რომ კლუნი დიდებული მსახიობია. მაგრამ მის ფილმოგრაფიაშიც მოიძებნება ჩავარდნები. მაგალითად, 1997 წლის “ბეტმენი და რობინი”, რომელიც იმდენად წარუმატებელი გამოდგა, რომ 8 წლის განმავლობაში ბეტმენის ახალ ეკრანიზაციებზე არავის უფიქრია. თავად კლუნიმ კი ბოდიში მოუხადა ყველას, ვინც ამ ფილმს უყურა
4. ჰოლი ბერი – ქალი-კატა
ამ ფილმს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს, დაიმსახურა რამდენიმე “ოქროს ჟოლო” და მათ შორის ერთი – ყველაზე ცუდი მსახიობი ქალის ნომინაციაში – ბერისაც ერგო. ჰოლი ბერიმ დაჯილდოებაზე განაცხადა, რომ მადლობას უხდის Warner Brothers-ს, ასეთ საზიზღარ ფილმში თამაშის იძულებისთვის.
5. ალეკ გინესი – ვარსკვლავური ომები (ეპიზოდი IV)
სერ ალეკ გინესმა ოდესღაც ვარსკვლავურ ომებს “ზღაპრული ბოდვა” უწოდა. ობი-ვან კენობის როლს გინესი სერიოზულად საერთოდ არ თვლიდა, პერსონაჟთა დიალოგებს კი მოთმინებიდან გამოჰყავდა მსახიობი.
6. შონ კონერი – ჯეიმს ბონდი
“ვერასდროს ვერ ვიტანდი ამ წყეულ ჯეიმს ბონდს. მე მას მოვკლავდი” – ამ სიტყვების ავტორი ჯეიმს ბონდის როლის ერთ-ერთი უბადლო შემსრულებელი სერ შონ კონერია. მისი აზრით, ბონდი მალევე გადაიქცა საკუთარი თავის პაროდიად. ამბობენ, რომ ბონდის ფილმში – “ბრილიანტები სამუდამოდ” მიღებული ჰონორარი კონერმა მთლიანად ქველმოქმედებას შესწირა.
7. სანდრა ბულოკი – სიჩქარე 2
ცნობილია, რომ მსახიობი ამ არცთუ წარმატებულ ფილმში მონაწილეობის გამო აღფრთოვანებული არაა და მიაჩნია, რომ მით უმეტეს მის გაგრძელებაში თამაში საერთოდ არ ღირდა.
8. ბილ მიურეი – გარფილდი
მსახიობი ფიქრობდა, რომ გარფილდის სცენარი ჯოელ კოენის (Joel Coen) დაწერილი იყო და თავიდანვე დათანხმდა მასში მონაწილეობას, რადგან ძმები კოენების ნამუშევრები მოსწონდა. სინამდვილეში კი გარფილდის სცენარი ეკუთვნის არა ერთ-ერთ ძმა კოენს, არამედ სხვას, თითქმის მის სეხნიას (Joel Cohen). მოკლედ, მიურეის ისეთ ფილმში თამაში მოუწია, რომელიც მისი მოლოდინისგან სრულიად განსხვავებული იყო.
9. ჯიმ კერი – გაჩუმდი და იმოქმედე 2
ჯიმ კერის ამ ფილმში მონაწილეობა სენდი-ჰუკის (საშუალო სკოლაში ატეხილი სროლის) ტრაგედიის შემდეგ უდიდეს კატასტროფად მიაჩნია. მან აღნიშნა, რომ კაპიტნის როლის შესრულებისთვის ცოდვას მთელი ცხოვრება ვერ გამოისყიდის
10. ქლოე მორეცი – წითელი ფეხსაცმელი და 7 გნომი
ეს ანიმაციური ფილმი ჯერ არ გამოსულა და უკვე აკრიტიკებენ. მასში ჯიმ კერის ზემოხსენებულ ფილმში პარტნიორი ქლოე მორეცი თამაშობს. კრიტიკის ქარცეცხლი ამ ანიმაციას სარეკლამო კამპანიის ერთ-ერთი სლოგანის გამო დაატყდა, რომელიც გარეგნულ ნაკლოვანებებს უსვამს ხაზს – “რა მოხდება, ფიფქია რომ ძველებურად მშვენიერი აღარ იყოს, გნომები კი – არც ისე პატარები?”
კიდევ ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ხშირად მსახიობები ამა თუ იმ როლს ვერ იტანენ
მარგო რობის თქმით, თვითმკვლელთა რაზმში გადაღებების პროცესი მისთვის ძალიან უსიამოვნო იყო. შემოგლეჯილ კოსტიუმში მუდმივად სციოდა და თავს არაკომფორტულად გრძნობდა. მან რეჟისორს სთხოვა, ჰარლი ქუინის კოსტიუმი ცოტათი მაინც შეეცვალათ, მაგრამ დევიდ აიერი არ დათანხმდა, რადგან, მისი თქმით, ეს იმიჯი აუცილებელი იყო. ამრიგად მარგოს მთელი დრო დაგლეჯილი, ნახევრად შიშველმა გაატარა, რის გამოც ეს როლი მას სასიამოვნოდ ნამდვილად არ ახსენდება. და ასეთი რამ ძალიან ბევრ მსახიობს შემთხვევია.
რას ვიზამთ, ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს.