სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

კინოპოსტერები, რომელთაც შემთხვევით თავიანთი ფილმები დაასპოილერეს

Cinemania ავტორი Cinemania
24 ივლისი, 2018
რუბრიკა სახალისო
0
"შეშლილთა კუნძული" "უცხოპლანეტელი"

"შეშლილთა კუნძული" "უცხოპლანეტელი"

0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

კინოპოსტერები არსებობს კარგიც, ცუდიც, ხელოვნების ნიმუშიცა და პროვოკაციული აზრის მატარებელიც. თუმცა პოსტერის მთავარი მიზანია, მაყურებელს ფილმის ნახვის ინტერესი გაუღვიძოს და დააინტრიგოს. მაგრამ კინოპოსტერები, რომლებზეც დღეს ვისაუბრებთ, საპირისპირო ეფექტს იძლევა – მათი ნახვის შემდეგ მეტ-ნაკლებად დაკვირვებული მაყურებელი მიხვდება, თუ რა მოხდება ფილმში ან რით დასრულდება ის.

ერთად ვნახოთ ასეთი კინოპოსტერები, თუმცა, მათი შემქმნელებისგან განსხვავებით, გაფრთხილებთ: პოსტში წარმოდგენილი პოსტერები შეიცავს სპოილერებს!

1. აბა, ვინ გამოიცნობს, რა მოხდება ფილმში გაათავისუფლეთ ვილი 

გამოსაცნობი არაფერია, რადგან პოსტერი პირდაპირ ფილმის ბოლო კადრს გვიჩვენებს.

2. საბოლოოდ ვინ იგებს?

როკი, რასაკვირველია, როკი იგებს. გვესმის, პოსტერით შეიძლება ძნელი გამოსაცნობი იყოს, მაგრამ დაგვიჯერეთ, კაპიტანი ივან დრაგო, მისდამი თქვენი დიდი სიმპათიების მიუხედავად, ამ ბრძოლაში ვერ გაიმარჯვებს.

3. ამ პოსტერის შემქმნელს ტერმინატორი 5 გამოსვლამდე ეზიზღებოდა.

და ძნელია, ამაში ბევრი არ დაეთანხმოს. ასეა თუ ისე, ამ ფილმის საყურებლად საჭირო ორი საათი შეგიძლიათ სხვა საქმისთვის გამოიზოგოთ: პოსტერზე ისედაც გვიჩვენებენ, რომ ჯონ კონორი – ბიჭი, რომელიც ტერმინატორის სილუეტში დგას, თავად ტერმინატორია. სულ ესაა.

4. მარველის ნებისმიერი მოყვარული ადვილად შეამჩნევს ოდინის მუზარადსა და მიოლნირს ლოკის ფერხთით.

პოსტერი პირდაპირ გვეუბნება, რომ ლოკი თავის მამასა და ძმას დაამარცხებს. თორმა კი, მაყურებლისგან განსხვავებით, არ იცის, რომ ლოკი ასგარდს დაეპატრონა.

5. მაშ ასე, თქვენ ჯერ არ გინახავთ მაიმუნების პლანეტა და არ იცით, რა ხდება იქ.

პოსტერმა ასეთ კინომოყვარულებზე იზრუნა და პირდაპირ ფინალი შესთავაზა მათ – ხედავთ? მაიმუნების პლანეტა სინამდვილეში დედამიწაა, რომელიც ამ მართლა მაიმუნებს საშინლად დაურბევიათ.

6. ამ შემთხვევას ცოტა უფრო დაკვირვებული თვალი სჭირდება

ნუთუ პოსტერზე ისეთი ადამიანია გამოსახული, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, შოუშენკის ციხიდან… გაიქცა? რას ვიზამთ, საკნის კედლის მტვრევის პროცესში მაინც არ გამოსახეს.

7. ყველამ ვიცით, რაც მოუვიდა პომპეის, მაგრამ იმედი გვქონდა, ერთი წყვილი მაინც მოახერხებდა თავის დაღწევას. სამწუხაროა…

პოსტერზე უკვე წერია, რომ “ვერავინ გაიქცევა”, დანარჩენსაც ბარემ ორიოდ სიტყვით გეტყვით: ჯონ სნოუ წელზემოთ შიშველი დადის და ბოლოს ყველა კვდება.

8. თუ სპოილერის კლასიკური მაგალითის თვალსაჩინოება გნებავთ, აჩვენეთ ყველას E.T.-ის ეს პოსტერი

ვფიქრობთ, რაიმე რეგულაციაა შემოსაღები იმის თაობაზე, რომ რაც ფილმის ბოლო 30 წუთის განმავლობაში ხდება, პოსტერზე გატანა აკრძალული იყოს.

9. შეშლილთა კუნძულში ერთი შეხედვით არავითარი სპოილერი არაა.

სანამ ეს, პოსტერზე წითლად წაწერილი, ვითომდა არაფრისმთქმელი ფრაზა: “ზოგიერთი ადგილი არასდროს გაგიშვებს…” ფილმის ყურების შუაგულში არ მოგაგონდება.

ეჰ, არადა იქნებ ვინმეს ეგონა, რომ მთავარი პერსონაჟი ინტერესის გამო რჩებოდა ამ კუნძულზე?

10. დაწნული კაცის პოსტერი ნამდვილად არაა ცუდი.

უბრალოდ, დაწნულ კაცს ფილმის ბოლო წუთებამდე არ წვავენ. ამ მშვენიერი პოსტერის ნახვისთანავე კი ჩვენ ვიცით, რა მოუვა ბოლოს დაწნულ კაცს : (

ბონუსი: პატარა ინტრიგა მაინც დაგეტოვებინათ?

რომელ ფანს არ დასწყდება გული, როცა ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი 3-ის პოსტერს იხილავს? – ამ პოსტერის გამო ლაითსეიბერებით ნანატრი ბრძოლა გაცილებით ნაკლებ დრამატული გვეჩვენება.

E.T.გაათავისუფლეთ ვილიგაქცევა შოუშენკიდანდასასრულიდაწნული კაციდიზაინივარსკვლავური ომებითორიკინოპოსტერებილოკიმაიმუნების პლანეტაპომპეიპოსტერებიროკი 4სახალისოსპოილერიტერმინატორი 5შეშლილთა კუნძული
Previous Post

მეტ სტოუნი: "მე და ტრეი ყველაფერზე ვკაიფობთ"

Next Post

10 საიდუმლო ექსტრა მსახიობების შესახებ

Next Post
10 საიდუმლო ექსტრა მსახიობების შესახებ

10 საიდუმლო ექსტრა მსახიობების შესახებ

ახალი ამბები

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

ავტორი Cinemania
11 აპრილი, 2021
0

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

ავტორი Cinemania
10 აპრილი, 2021
0

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
7 აპრილი, 2021
0

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5587

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
3306

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
3711

ბოლოს დამატებული

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

ავტორი Cinemania
11 აპრილი, 2021
0

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

ავტორი Cinemania
10 აპრილი, 2021
0

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
7 აპრილი, 2021
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020