ამალია და ჯორჯ კლუნები ერთ-ერთი გამორჩეული წყვილია ჰოლივუდში. წარმატებული იურისტი და კინოვარსკვლავი ერთმანეთთან შეხვედრამდე სულაც არ ფიქრობდნენ ოჯახსა და ბავშვებზე. ისინი მთელ თავიანთ დროსა და ენერგიას კარიერას უთმობდნენ, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი შეიცვალა.
სულ ცოტა ხნის წინ მსახიობმა გაიხსენა, თუ როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე. როგორც აღმოჩნდა, ამისათვის მას სახლიდან გასვლაც კი არ დასჭირვებია.
ასეთი რამ არც კი წარმომედგინა. ერთ დღეს ახლობელმა დამირეკა და მკითხა, დავხვდებოდი თუ არა შინ სტუმრად რომ მოსულიყო. აღმოჩნდა, რომ მას თან მეგობარიც ახლდა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი, თუმცა სანამ ისინი ჩემთან მოვიდოდნენ, ჩემმა აგენტმაც დამირეკა და მითხრა: “მე ვნახე ქალი, რომელიც დღეს შენთან სტუმრად მოდის და შენ მას ცოლად მოიყვან!”
ეს ქალი მართლაც ამალია აღმოჩნდა. ყველაზე სასაცილო კი ისაა, რომ იმ დღეს სტუმრად ჩემი მშობლებიც მეწვივნენ. ყველანი ვისხედით ერთად და ვსაუბრობდით. მე და ამალიამ იმ დღის შემდეგ მიმოწერა დავიწყეთ.
როგორც აღმოჩნდა, ჯორჯის მამას მომავალი სარძლო თავიდანვე ძალიან მოეწონა და ისიც დარწმუნებული იყო, რომ მის შვილს მშვენიერ ამალიასთან ყველაფერი გამოუვიდოდა.
წყვილის პირველი პაემანი გაცნობიდან რამდენიმე თვის შემდეგ შედგა. როდესაც ისინი რესტორნიდან გამოვიდნენ, გარს ათეულობით პაპარაცი შემოეხვიათ, თუმცა ამალიამ ამ ყველაფერს ოლიმპიური სიმშვიდით გაუძლო.
თაყვანისმცემლები უკვე აღარ ფიქრობდნენ, რომ ოდესმე კლუნი ოჯახს შექმნიდა, თუმცა, როგორც ჩანს, ის მხოლოდ და მხოლოდ სწორ დროსა და პიროვნებას ელოდა, რომელიც საკუთარი ფეხით მიადგა მისი სახლის კარს.