უკვე ყველა შევეჩვიეთ, რომ იმ წითელ ხალიჩაზე, სადაც ჯენიფერ ლოურენსია, რაღაც ძალიან სასაცილო უნდა მოხდეს. ეს ჩვენი ბრალი არაა, ეს მოლოდინი თავად ჯენიფერის დამსახურებაა, რომელიც მუდამ გვართობს საკუთარი უხერხული შემთხვევითობებით და საქციელებით.
გვახსოვს ეს ეპიკური დაცემაც:
და ესეც:
Governors Awards-ზე ჯენიფერი არ წაქცეულა, თუმცა ემა სტოუნს საშუალება არ მისცა კამერებთან პოზირების და შუაში ჩაუხტა, რაც საბოლოოდ ძალიან სახალისო გამოვიდა. არა, ნაწყენი არც არავინ დარჩენილა, ემა და ჯენიფერი საუკეთესო მეგობრები არიან