კინო, როგორც ფიქციის უდიდესი ნიმუში, ხშირად გვამოგზაურებს მაგიურ ან ფუტურისტულ სამყაროებში, სადაც ცალრქა ცხენები რეალობის ნაწილია, ადამიანებს კი არათუ მზის სისტემა, მთელი გალაქტიკები ათვისებული აქვთ. ამრიგად, არარეალური მოვლენები და არსებები ფილმში არსებული სამყაროების შიდა კანონზომიერებებით აიხსნება. თუმცა ხშირად ხდება, რომ ფილმში განვითარებული მოვლენები არც საკუთარ, არც ცხოვრებისეულ ლოგიკას არ ემორჩილება. ჩავარდნები სიუჟეტში ძალიან ცნობილ და პოპულარულ ფილმებშიც მოიძებნება.
დღეს პოპულარულ ფილმებში აღმოჩენილ სწორედ ამგვარ შეუსაბამობებს გაგაცნობთ. ერთად გავიგოთ, რა ალოგიკური მომენტები გვხვდება ცნობილ სურათებში.
1. არმაგედონი
უფრო ადვილი იქნებოდა ასტრონავტებისთვის ესწავლებინათ თხრა, ვიდრე მთხრელებისთვის – ასტრონავტობა. ბენ აფლეკის სრულიად მართებულ შენიშვნას, რომელიც რეჟისორს ამ ალოგიკურობაზე მიუთითებდა, მაიკლ ბეიმ ყურადღება არ მიაქცია.
გარდა ამისა, NASA-ს ერთ-ერთმა მეცნიერმა აღნიშნა, რომ ისინი გულდასმით გამოიკვლევდნენ ასტეროიდის ტრაექტორიის შეცვლას შეჯახების საშუალებით, რაც ასტეროიდების გაუვნებელყოფის მთავარი მეცნიერული ხერხია.
2. ლარა კროფტი
ლარას მთავარი მიზანი სამკუთხედის განადგურებაა, რათა ილუმინატებმა მისი ბოროტი ძალა სათავისოდ არ გამოიყენონ. ამის მიუხედავად, პირველი სამარხის პირველი ნახევრის წარმატებით გავლის შემდეგ ლარა ფილმის მთელ მესამე აქტში თავგამოდებით ცდილობს მეორე ნაწილის დაპყრობას, რათა ორივე ნახევარი ერთიანად გაანადგუროს. პრობლემა ისაა, რომ ლარას ერთი ნახევარი უკვე აქვს, მეორე კი პირველთან გაერთიანებული თუ არაა, ძალა არ გააჩნია. ამრიგად, რატომ არ გაანადგურებს მის ხელთ არსებულ ნახევარს და მეორეს უფუნქციოდ არ დატოვებს?
3. გრავიტაცია
კოვალსკი სტოუნს სთხოვს, სანამ ხომალდს არემონტებს, მარტო დატოვოს, რადგან “სახურავი ორივეს ვერ გაუძლებს”. ეს აბსურდია, რადგან ისინი დედამიწის ორბიტაზე იმყოფებიან. ნულოვანი გრავიტაციის პირობებში ნებისმიერ საგანზე ხელის სულ ოდნავ მოჭიდებაც საკმარისია საყრდენისთვის.
4. და ვინჩის კოდი
კაფსულას გასახსნელად ასოების კომბინაციის ცოდნის საჭიროება სულაც არ იყო, რადგან ძმარი ჩვეულებრივ საყინულეშიც იოლად იყინება. უბრალოდ შეეძლოთ გაეყინათ კაფსულა, გაეტეხათ და შიგნით ჩამალული მესიჯი ისე წაეკითხათ.
5. წვეულება ვეგასში
კაზინო “ნევადაში” თითოეულ კვადრატულ სანტიმეტრს აურაცხელი სათვალთვალო კამერა აკონტროლებს. უბრალოდ არავითარი ვარიანტი არ იყო, დაგი მის სახურავზე ორი დღის განმავლობაში ყოფილიყო და თანაც ისე, რომ ვერავის შეემჩნია.
6. ანთ-მენი
ანთ-მენი რამდენჯერმე იმეორებს, რომ მისი მასა დაპატარავების შემთხვევაში არ მცირდება. ეს ნიშნავს, რომ ჭიანჭველების ვერანაირი კრებული მის ამგვარად აზიდვას ვერ შეძლებდა.
7. რას ვაკეთებთ სიბნელეში
ვამპირები დაახლოებით 10 წუთში ხატავენ ერთმანეთის პორტრეტებს, რათა ნახონ, როგორ გამოიყურებიან, რადგან სარკე მათ ვერ ირეკლავს. მაგრამ, ლოგიკით, თუნდაც ვამპირის ანარეკლი არ ჩანდეს, ტანსაცმელი ჩვეულებრივად გამოჩნდება – თუ, მაგალითად, სარკეში მშვენივრად ჩანს ფინჯანი და კოვზი, რომლებიც მას უჭირავს, რატომ არ უნდა ჩანდეს ტანსაცმელი? ვამპირის სხეულთან კონტაქტი გაუჩინარების მთავარი ფაქტორი ხომ აღარ გამოდის?
8. ლაბირინთში მორბენალი
ერთ-ერთი დიალოგისას ნიუტი ამბობს, რომ ლაბირინთის კედელზე ვერ აცოცდება, რადგან სურო ბოლომდე არ ადის. არადა, რამდენიმე კადრში ლაბირინთის კედლებზე სუროს ტოტები აშკარად ბოლომდეა მოდებული.
9. ფოლადის კაცი
თუ სუპერმენი მზიდან წარმოშობილი უკვდავი არსებაა, რომელსაც არავითარი იარაღი არ ეკარება, რანაირად იპარსავს? ზოგიერთ სცენაში ის წვერით ჩნდება, ზოგან – სუფთად გაპარსული. დედამიწაზე ხომ ვერ მოიძებნებოდა მჭრელი იარაღი, რომელიც მის წვერს რაიმეს დააკლებდა?!
10. ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა
ჰოგვორტსის ექსპრესი ოთხი გრძელი ვაგონისგან შედგება. სწორედ ამიტომ, უცნაურია, როცა რონი ამბობს, მთელი მატარებელი სავსეაო და ამ დროს ის და ჰარი ექვსადგილიან კუპეში მარტო არიან.
11. ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: ნაწილი მეორე
მოგონებაში, რომელშიც სნეიპი და ლილი ევანსი ბავშვები არიან, ლილის შემსრულებელ მსახიობს ყავისფერი თვალები აქვს. არადა, ფილმშიც და წიგნშიც ჰარის ყველა უმეორებს, რომ მწვანე თვალებით დედას ჰგავს. გარდა ამისა, ფილმში ჰარის მწვანის ნაცვლად ცისფერი თვალები აქვს.
12. კაპიტანი ამერიკა: ზამთრის ჯარისკაცი
უამრავ საბრძოლო სცენაში კაპიტანი ამერიკა ზურგზე წვება და დარტყმებს საკუთარი მძლავრი ფარით იგერიებს, რითაც მთელი კინეტიკური ენერგია შთაინთქმება. მარველის სხვა ფილმებში მისი ფარი წარმატებით ბლოკავს თორის ჩაქუჩის დარტყმას, რკინის კაცის ელვებს, უცხოპლანეტელებისა და ხომალდების ნასროლ ტყვიებს და ამ დროს ადამიანის ერთი მუშტის დარტყმა მას უკან აგდებს.
13. ნიშნები
ფილმის ბოლოს ვიგებთ, რომ უცხოპლანეტელები უფრთხიან ან ზიანდებიან წყლით, თუმცა დასაწყისში ისინი პენსილვანიის სიმინდის ახლად მორწყულ მინდვრებში მშვენივრად მირბიან.
14. შავი რაინდის აღზევება
ბეინი პოლიციის მთელ დანაყოფს მიწის ქვეშ გამოამწყვდევს (საკითხავია, რატომ ჩავიდა გვირაბებში ყველა პოლიციელი?) და მათ თვეების შემდეგ ბეტმენი დაიხსნის. რატომ არიან ისინი კვლავ გაპარსულები, სუფთები და… ცოცხლები?
15. შიმშილის თამაშები: ცეცხლის ალში
ფილმისავე სტატისტიკით, შეუძლებელი იყო, “შიმშილის თამაშების” 75-ე საიუბილეო ტურნირისთვის 12-ივე რაიონს ჰყოლოდა ცოცხალი მამაკაცი და ქალი გამარჯვებულები. ჰეიმიჩის თქმით, შიმშილის თამაშებში უმეტესად პირველი და მეორე რაიონის წარმომადგნელები იმარჯვებდნენ. საიუბილეო თამაშები 25 წელიწადში ერთხელ ტარდება, ყოველწლიურ თამაშებში კი თითო მოთამაშე იმარჯვებს, შესაბამისად, ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა, თითო რაიონიდან 2-2 გამარჯვებული მოთამაშე, თანაც ქალი და მამაკაცი, გაეგზავნათ.
16. ალადინი
ალადინის მესამე სურვილის სანაცვლოდ, ჯინი ალადინს სთავაზობს, ჯინს თავისუფლება კი არ მიანიჭოს, ისევ ინატროს პრინცობა. რატომ არაა ალადინი ისევ პრინცი? გამოდის, ჯინის მიერ ახდენილ სურვილებს ვადა გასდით?
17. მოკალი ბილი 1
რამდენიმე წელიწადის კომაში გატარების შემდეგ პატარძლის ფეხები ატროფირებული იყო. ვერაფრით აიხსნება ის ფაქტი, რომ იგივე არ დაემართა მის ხელებს, რომლითაც ის თავის სხეულის წონას იკავებს, ორ ადამიანს კლავს და ოსტატურად ატრიალებს გორგოლაჭებიან სავარძელს.
18. პრინცესას დღიურები
ჰელენი მიას ეუბნება, რომ დედოფალი, მიას მამა და ის აპირებდნენ, მიასთვის თავისი წარმომავლობა მაშინ გაემხილათ, როცა გოგონა 18 წლის გახდებოდა. თუმცა მიას მამის წერილის თავში, რომელიც შვილს 16 წლის იუბილეზე მისწერა, სამეფო გერბია დაბეჭდილი.
19. დღე ხვალის შემდეგ
ფინალურ სცენებში, როცა ნიუ-იორკის მცხოვრებლების გადასარჩენად ვერტმფრენები მოფრინავენ, ხალხი ცათამბჯენების სახურავებს მიაშურებს. რანაირად გადიან ისინი სახურავზე შენობის შიგნიდან, როცა სახურავი სამ მეტრზე მეტი სისქის თოვლითა და ყინულითაა დაფარული?
20. ჰობიტი: ხუთი არმიის ბრძოლა
აზოგი ყინულოვან წყალში ჩავარდნის შემდეგ წყალში ტივტივებს, მიუხედავად იმისა, რომ ლითონის აბჯარი აცვია.
21. ევროტური
მაიკის იმეილის დაბლოკვის გამო მთელ ევროპაში მოგზაურობის არავითარი აუცილებლობა არ იყო. სკოტს უბრალოდ შეეძლო მაიკლს სხვა ელექტრონული ფოსტით დაკონტაქტებოდა.
22. სამურავი
სამურავის ბრჭყალები იოლად ჭრის ყველანაირ მეტალს, სქელ შეჯავშნილ კარებსა და ცემენტსაც კი. ეს თხელი ხმალი მას წინ ვერანაირად ვერ აღუდგებოდა.
23. იქს-ადამიანები: უკანასკნელი ბრძოლა
არავის მოსდის აზრად, ფენიქსს უბრალოდ ინიექციით უმკურნალონ, რაც მისი შეჩერების უკეთესი გზა იქნებოდა, ვიდრე მისი მოკვლა.
24. ედვარდ მაკრატელხელება
ედვარდი მაკრატლის ხელებით ყინულის ულამაზეს ქანდაკებებს კვეთს. მაგრამ, საიდან მოაქვს ყინული?
25. დედპული
სიუჟეტის მიხედვით ფრენსისი ტკივილს ვერ გრძნობს. მაგრამ სხვადასხვა ფიზიკური დაზიანება, რომელსაც ის სიუჟეტის განმავლობაში იღებს (მაგ., მოტოციკლის და სატვირთოს შეჯახება, ბასრი იარაღით გაჭრილი ფეხი და ა.შ.) თუ არ სტკენს, მოძრაობას მაინც უნდა უზღუდავდეს.