სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ალოგიკური და რეალობას აცდენილი დეტალები სერიალ “მეგობრებიდან”

Cinemania ავტორი Cinemania
9 ნოემბერი, 2018
რუბრიკა სახალისო
0
ალოგიკური და რეალობას აცდენილი დეტალები სერიალ “მეგობრებიდან”
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მეგობრები ნამდვილად ფენომენალური სერიალია, რომელმაც მოახერხა და დროს გაუძლო. ამის საიდუმლო ბუნებრივი, ყოველდღიურობის ამსახველი სიუჟეტი, უნიკალური პერსონაჟები და იუმორი გახლავთ, რომელსაც, რასაკვირველია უკვე 90-იანების ნოსტალგიაც ემატება.

მიუხედავად ამისა, სიტკომის მეორედ ან თუნდაც მეასედ ყურებისას ხშირად შეგვხვედრია დეტალები, რომლებიც ჩვენს რეალობას ძალიან ცდება და ხშირად ალოგიკურიცაა. ცხადია, ეს გადაცდენები ფანებს არ გვაღელვებს, თუმცა მაინც აჯობებს, ერთად მოვუყაროთ მათ თავი და საყვარელ სერიალზე ამ კუთხით ვიხალისოთ. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ სიტკომია!

1. უპირველეს ყოვლისა – მონიკას და რეიჩელის უზარმაზარი აპარტამენტი მანჰეტენზე

არ ვამბობთ, რომ ასეთი აპარტამენტი არ არსებობს, მაგრამ 24 წლის ახალგაზრდებს, რომელთაგან ერთი ცოტა ხნით მიმტანად მუშაობდა, რანაირად შეეძლოთ მისი დაქირავება?

2. ფაქტი, რომ რიჩარდი მონიკას ბავშვობაშიც იცნობდა და მაინც ფიქრობს, რომ მასთან რომანი ნორმალურია

3. ფაქტი, რომ რეიჩელს და ჩენდლერს ერთმანეთი სამჯერ, სხვადასხვანაირად გააცნეს

ქრონოლოგიურად, ისინი პირველად მადლიერების დღეზე შეხვდნენ ერთმანეთს, შემდეგ ბარში, ბოლოს კი – პილოტში. გარდა ამისა, ისინი ერთმანეთს “პირველად” შეხვდნენ მადლიერების დღის შემდგომ, კოლეჯის წვეულებაზე.

4. მეგობრებს ყოველთვის აქვთ Central Perk-ში სხდომის და ჭორაობის დრო

მონიკა რესტორანს ხელმძღვანელობს, თუმცა ყოველთვის ახერხებს და მთელ დღეს კოფი-შოპში ატარებს მეგობრებთან ერთად.

5. ერთმანეთის სახლებში უცერემონიოდ, დაუკითხავად შედიან

მეტიც: როცა კარი დაკეტილი ხვდებათ, უცნაურად ეჩვენებათ.

6. თითქმის ყველას უკოცნია ან შეჰყვარებია ნათესავი ან სამეგობრო წრიდან ერთ-ერთი (ან ორი, ან მეტი)

როსს უკოცნია ჩენდლერის დედისთვის, ჩენდლერი დაქორწინებულია მონიკაზე, ჩენდლერს უკოცნია ჯოის ერთ-ერთი დისთვის, ჯოი ხვდებოდა რეიჩელს და ფიბის ტყუპისცალ ურსულას და ასე უსასრულოდ…

7. რეიჩელს მეგობრებიდან ბოლოს შეუსრულდა 30 წელი, თუმცა პირველ სეზონში ჯოი ყველაზე უმცროსია.

უარესს გეტყვით: მე-3, მე-4 და მე-5 სეზონებში როსი ამბობს, რომ 29 წლისაა.

8. შოუმ “ვერ აიტანა” რეიჩელის უშეყვარებულობა და სწორედ ამიტომ რეიჩელმა რომანი გააბა… ჯოისთან!

არაფერი წმინდა?

9. მეგობრები საშინლად ექცეოდნენ ჯენისს, მიუხედავად იმისა, რომ ის საერთოდ არ იყო ცუდი ადამიანი.

ჰო, კარგი, ცოტა მაღალი და მყვირალა ხმა ჰქონდა, მაგრამ ასეთი ხომ ბევრია?

10. “მსუქან მონიკასთან” დაკავშირებული ყველა ამბავი

წლების წინანდელი მონიკა, მხოლოდ იმიტომ, რომ მსუქანი იყო, საცოდავად არის წარმოჩენილი. სინამდვილეში, ის მშვენივრად გრძნობდა თავს და არც საკუთარ სხეულთან ჰქონდა პრობლემა, სანამ მადლიერების დღეზე ჩენდლერმა ზედმეტი არ უთხრა.

11. ისე ჩანს, თითქოს მხოლოდ როსი უვლის შვილებს

12. მომენტი, როცა მონიკა აღმოაჩენს, რომ ცხოვრებაში პირველად როსს აკოცა.

ამ მომენტზე ისტერიკულად გვეცინება, მაგრამ შემდეგ გვახსენდება, რომ მონიკა და როსი და-ძმანი არიან.

13. მეგობრები ყოველთვის დასცინიან როსის პროფესიას და მის ნებისმიერ კარიერულ შანსს

არადა, როსი იმას აკეთებს, რაც უყვარს და მეგობრებს ყოველთვის ენთუზიაზმით უზიარებს საკუთარ ინტერესებს.

14. როსს არ უნდა, რეიჩელს გააგებინოს, რომ სიმთვრალეში დაქორწინდნენ, რადგან არ სურს, რომ ხელახლა დაშორდნენ

მაგრამ აღიარეთ – ხომ საყვარელი მომენტია?

15. ჯოის და ჩენდლერის გაუთავებელი კამათი სავარძლის გამო

16. მეგობრები ნიუ-იორკში ცხოვრობენ და არასდროს უმგზავრიათ მეტროთი

ნიუ-იორკში მცხოვრები მუდმივად სარგებლობს მეტროთი, მაგრამ მეგობრებს ეს არ ეხებათ – ყოველთვის ფიბის ტაქსით გადაადგილდებიან.

17. რეიჩელს სარეცხის მანქანის გამოყენება როსმა ასწავლა

გასაგებია, რომ ის მდიდარი ოჯახიდანაა, მაგრამ სერიოზულად: რატომ არ იცის, როგორ რეცხავს და აშრობს მანქანა?

18. ჯოის ფინანსური პრობლემები აქვს, თუმცა მაინც შოულობს საკმარის თანხას იახტის საყიდლად.

19. “უშნო შიშველი კაცის” სახლში საცხოვრებლად რომ გადასულიყო, როსისთვის ერთადერთი გზა გაშიშვლება აღმოჩნდა

20. და ბოლოს: მარადიული “ჩვენ დაშორებულები ვართ”

როს, რეიჩელ – სანამ ერთმანეთთან ჩხუბის შემდეგ ახალ ვინმესთან დაწვებით, რამდენიმე საათი იქნებ მოგეთმინათ?

ალოგიკურობაიუმორიმეგობრებიმონიკარეალობას აცდენილირეიჩელიროსისაყვარელი სიტკომისერიალისიტკომიჩენდლერიხალისიჯოი
Previous Post

ნიკოლ კიდმანი შვილებთან განშორების შესახებ საუბრობს

Next Post

Missing Link-ის თრეილერი გამოვიდა

Next Post
Missing Link-ის თრეილერი გამოვიდა

Missing Link-ის თრეილერი გამოვიდა

ახალი ამბები

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3061

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ავტორი Cinemania
10 ივნისი, 2019
2545

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5599

ბოლოს დამატებული

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020